reportiori.ge - ისრაელის და ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:20
ეკონომიკა
ისრაელის და ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ
ავტორი:
11 მარტი, 2015. 15:19


ისრაელის და ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ, - ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.



ისრაელის და ჩინეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და IT ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებით.



საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში 1მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება იგეგმება. ინვესტორები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, IT ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირების მიზნით.



შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გარდაბნის თბოელექტროსადგურის გასხვისებას. ამ თემაზე მოლაპარაკებები Pegasus Eastwest-თან დასასრულს უახლოვდება.



საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ მირილაშვილი, კომპანია Pegasus Eastwest-ის თავმჯდომარე რაფი კამინერი, კომპანია CEFC-ის თავმჯდომარე იუ ჟიანმინგი, კომპანია CEFE-ს პრეზიდენტი ჩან ჩაუტო, კომპანია Synohydro-ს ვიცე-პრეზიდენტი ლიუ ლიუშანი, LR Group-ის პრეზიდენტი რობი ბენ იამი და სხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016