reportiori.ge - რა საუბარი შედგა სკაიპით სააკაშვილსა და „ნაციონალების“ ლიდერებს შორის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:59
პრეს-დაიჯესტი
რა საუბარი შედგა სკაიპით სააკაშვილსა და „ნაციონალების“ ლიდერებს შორის?
ავტორი:
12 მარტი, 2015. 13:11

 

 

როგორც „ალიას" „ნაცმოძრაობასთან" დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, 21 მარტის აქცია ჩაშლის პირასაა. გუშინ პარტიის მთავარ ოფისში საქართველოს ათივე რეგიონის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითოეული რეგიონიდან დაახლოებით რამდენი ადამიანი ჩამოვა 21 მაისს თბილისში. აღმოჩნდა, რომ თბილისის გარდა, დანარჩენი საქართველოდან, მაქსიმუმ, 10 000 კაცს ძლივს უყრიან თავს „ნაციონალები" და აქედან ნახევარზე მეტი, პარტიის წევრები და მათი ოჯახის წევრები არიან. „ნაციონალებს" განსაკუთრებით უჭირთ კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, იმერეთში, გურიასა და რაჭაში. პარტიის რეგიონული მმართველები ლიდერების წინაშე თავს იმით იმართლებენ, რომ ხალხმა ფულს, რამდენიმე მიზეზით ხელი არ მოჰკიდა და აქციაზე ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. მათ შორის ისეთი ადამიანებიც არიან, რომელთაც უკიდურესად უჭირთ. ერთი, რომ რეგიონებში „ნაციონალთა" ხსენება ძალიან ბევრს აღარ უნდა და მეორეც, მათი ყოფილი მხარდამჭერებიც კი და ე.წ. მერყევი ადამიანები სააკაშვილის პარტიის აქციისგან თავს შორს იმიტომ იჭერენ, რადგან კარგად იციან, რომ 21 მარტს რუსთაველზე სისხლისღვრის პროვოცირებაა მოსალოდნელი და დღეში არც 50 და არც 100 ლარად არ უღირთ შარში გახვევა. როგორც წყარო ამბობს, „ნაციონალთა" რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, უკვე პარტიის ძველი აქტივისტებიც ემალებიან, რომლებიც წლების მანძილზე ხალხს მობილიზაციას თავად უკეთებდნენ. ბევრმა მათგანმა თურმე მობილური ტელეფონის ნომერი გამოცვალა და საერთოდ გავიდა თამაშიდან, ბევრმა კი რაიონულ ბოსებს განუცხადა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებასა და სისხლისღვრაში მონაწილეობას არ მიიღებს.


„ნაცებს" იმედი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ძველ მომხრეებს უკლებლივ ჩამოიყვანდნენ თბილისში, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმა წარმატებით გაიარა სახელმწიფო მოხელეთა კონკურსი და ან ძველ სამსახურში დარჩა, ანდა ახალ პოზიციაზე დასაქმდა. ამ ადამიანების უმრავლესობამ „ნაცებს" განუცხადა, რომ მათი დაგეგმილი რევოლუცია სულ ფეხებზე ჰკიდიათ, ხელისუფლებამ ისინი პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან არ გაათავისუფლა და ახლა ამ სამსახურებს სააკაშვილის ხუშტურების გამო არ დაკარგავენ და ოჯახებს ულუკმაპუროდ არ დატოვებენ.


„ნაციონალები" გულმოდგინედ მალავენ ერთ ამბავს. ზუსტად 21 მარტის აქციის წინ, თბილისსა და რეგიონებში, დაახლოებით ხუთასმა ადამიანმა დატოვა პარტია. თითქმის ყველა მათგანი ერთადერთი მიზეზით წასულა პარტიიდან, - არ გვინდა იმ პარტიის წევრობა, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო ომსა და სისხლისღვრას გეგმავსო. ბოლოს, მაგრამ მაინც ბევრი მიხვდა, რომ „ნაცმოძრაობისა" და მაფიოზური დაჯგუფების წევრობას შორის არანაირი განსხვავება არ არის. „ნაციონალთა" ლიდერებს გლოვა აქვთ გამოცხადებული, წინასწარ იციან, როგორც შარშან, 15 ნოემბერს, წელსაც ისე უნდა ჩაუვარდეთ და ჩაუფლავდეთ აქცია, მხოლოდ თბილისის იმედად არიან და დიდი აქტიურობა არც თბილისშია.


მათი მთავარი დასაყრდენი პარტიის წევრები, ოჯახებითურთ, აქტიური მხარდამჭერები და ასევე ის სტუდენტები არიან, რომელთაც ზაფხული ბანაკებში გაატარებინეს და ტვინები გამოურეცხეს. სტუდენტთა მობილიზაციას „თავისუფალი ზონა" და კობა ხაბაზი, ასევე, „ნაცების" სატელიტი სხვა არასამთავრობოები ახდენენ, მაგრამ დიდად სანუგეშოდ არც ამ მხრივ აქვთ საქმე. მაქსიმუმ, 20 000 თბილისელი შეიძლება გამოვიდეს აქციაზე და ეს უკვე წინასწარ იციან პარტიის ბოსებმა. წყაროს ინფორმაციით, გუშინვე ამის შესახებ ანგარიში მიხეილ სააკაშვილს ჩააბარეს პარტიის პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც „სკაიპით" დალაპარაკებიან კიევში თავიანთ შეფს. სააკაშვილი გამწარებულა და უშვერი სიტყვებით უგინებია დანარჩენი ლიდერები, არაფრის მაქნისები და უსაქმურები ხართო, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება, 21 მარტს 30-35 ათას კაცს თუ მოუყარეს თავი რუსთაველზე, ესეც დიდი ამბავი იქნება „ნაცებისთვის".  


თუმცა, წყარო აცხადებს, რომ მიუხედავად მცირე რიცხოვნებისა, სააკაშვილი უკან არ იხევს, საამისოდაც მზად არის და ამ ვითარებიდან გამოსასვლელი გეგმაც ჰქონია. გეგმის დეტალებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უთქვამს, რომ აუცილებლად სისხლი უნდა დაიღვაროს და ხალხის შესაძლო სიმცირემ ეს აუცილებელი გახადა. სააკაშვილის თქმით, ეს 21-22 მარტს უნდა მოხდეს, ვიდრე ის ხალხიც არ დაიშლება, ვინც აქციაზე მივა. მისი გათვლით, რამდენიმე ადამიანის სიკვდილი მათ მომხრეებს ქუჩაში გამოიყვანს და მერე ბევრი ნეიტრალური ადამიანიც შეუერთდება აქციას. ეს ჩვენი ბოლო შანსია, თუ გინდათ, ერთმანეთი დახოცეთ, სულ ფეხებზე მკიდია, ვინ მოკვდება, მთავარია, რამდენიმე გვამი დაიდოს რუსთაველზე და მერე, ყველაფერი კარგად იქნებაო. „მუხროვანის ამბოხის" „გასაპრავებლად" ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა და ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა. რამდენ გვემს ითხოვს სააკაშვილი, ამას წყარო ვერ აკონკრეტებს. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ „ნაციონალების" ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა უდანაშაულო ქართველი ხალხის სისხლზე გადის.


„ნაციონალები" სამუდამო დასასრულისკენ მიდიან და ამას ისიც ადასტურებს, რომ 21 მარტის აქციის დაფინანსებაზე, ბევრ ადგილობრივ ბიზნესმენს უარი უთქვამს. ქართველი ბიზნესმენებისგან ფულის მოძიება, როგორც წყარო აცხადებს, გივი თარგამაძეს აბარია. ეს ის ხალხია, რომელთაც „ნაცების" ხელშეწყობით აიწყვეს ბიზნესი და შესაბამისად, ხარკსაც მუდამ უხდიდნენ ნაღდი ფულითაც და ანგარიშზეც ურიცხავდნენ თანხებს. ამის გამო, თარგამაძე ვერ ყოფილა კარგ ხასიათზე, რადგან თბილისში კიევური „მაიდანის" მოწყობას გეგმავენ და ხალხის დიდხანს გაჩერებას აპირებენ რუსთაველზე, ამას კი დიდი თანხები სჭირდება. 20 ათასი კაცის ერთი დღე-ღამით აქციაზე გაჩერება, მინიმუმ, მილიონი ლარი ჯდება კვებით, რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანითა და სხვა აუცილებელი საჭიროებებით. ბიზნესმენთა ერთ ნაწილს გივი თარგამაძისთვის უთქვამს, რომ უკვე იმაზე მეტი გადაუხადეს „ნაციონალებს", ვიდრე მათი მართებდათ და აღარ აპირებენ მათ დაფინანსებას. თარგამაძისთვის ისიც უთქვამს, უკვე სამი წელი ხდება, რაც თქვენი „კრიშობის" გარეშე ვმუშაობთ, რეგულარულად გიხდით ფულს და გეყოფათ, მეტს აღარ მოგცემთო.


მეტიც, თარგამაძეს თურმე ის ბიზნესმენებიც ეურჩებიან, რომელთა შესახებაც კომპრომატები აქვს. ერთი ბიზნესმენი დამუქრებია, გამომიქვეყნებ მაგ კომპრომატებს და მეორე დღესვე აგაორთქლებ, წამებით ამოგხდი სულსო. ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენსაც, ასევე, უფულოდ გამოუსტუმრებია თარგამაძე და თან მაგრად უგინებია, - შენი დედაც მოვ...ან, გამოაქვეყნე ის კომპრომატები, ან ჩემი ფეხით მივალ პროკურატურაში და დანაშაულს ვაღიარებ, მაქსიმუმ 5 წლით ჩავჯდები ციხეში და მერე თავისუფალი ვიქნები, ახლა ის მაინც ვიცი, რომ ციხეში ცოცხებსა და „დუბინკებს" აღარავინ გამიყრის და გარეთ ცოლ-შვილს არავინ ამიწიოკებსო. წყარო აცხადებს, რომ ამ ბიზნესმენის შესახებ, სავარაუდოდ, წარსულში გადასახადების დამალვის მტკიცებულებები აქვს გივი თარგამაძეს და წლებია ემუქრება, ამ მასალებს ფინანსურ პოლიციას გადავცემო და ამის  შიშით, ისიც სისტემატურად უხდიდა ფულს.


მოკლედ, „ნაციონალებს" რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ხელიდან ეცლებათ. მათ ვეღარც საგარეო მხარდაჭერა უშველით და ვერც სხვადასხვა პროვოკაციები, რევოლუციურ ტალღას ვერ ააგორებენ. ერთადერთი გზა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და უმართავი პროცესები ააგორონ, რუსთაველზე ისეთი პროვოკაციების მოწყობაა, რომელსაც სისხლისღვრა, ხალხის დაღუპვა მოჰყვება. ეს ვერაგული განზრახვა არის „ნაციონალების" გეგმაც და ბოლო იმედიც. ჩვენი სამართალდამცავები, იმედია, პროცესებს გააკონტროლებენ და „ნაციონალებს" ამის გაკეთების საშუალებას არ მისცემენ.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016