reportiori.ge - ლაშა ნადარეიშვილი: ქართველო ჩემო, გახსოვს, ვინა ხარ???
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:43
პრეს-დაიჯესტი
ლაშა ნადარეიშვილი: ქართველო ჩემო, გახსოვს, ვინა ხარ???
ავტორი:
12 მარტი, 2015. 15:43


გაზეთი „ლიტერატურული საქართველო" აქვეყნებს „ასავალ-დასავალის" მთავარი რედაქტორის, პოეტ ლაშა ნადარეიშვილის ლექსების ნაწილს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:

 

 

შენ ქართველი მომიყვანე...


ანანურთან შუბი ვტყორცნე,

მთებს მათრახი შემოვკარი...

დარკვეთელი ქალი ვკოცნე,

ის ხოხობიც მე მოვკალი!


გელათს მუხლი მოვიყარე -

ტაძრად, უფლის მინათითებს...

შენ - ქართველი მომიყვანე,

დავითი კვლავ იდავითებს!


ყაბარდოზე გადავრეკე

ჯარი, სისხლით დამშეული...

ქაშუეთის ზარი ვრეკე,

ციდან ღმერთის დაშვებული!


მტერო, კვლავაცმოისრები

ხმლით - წინაპრის შემშვენისა...

ხატს ვდარაჯობ ოპიზრების -

ბექასი და ბეშქენისა!


მაზღვევინე საკადრისი

მოცილესთვის ამ მიწისა...

სად ვეძებო სხვა საყდრისი,

მხარევ, ოქროს საწმისისა!


გადავდევნი დარდის ფარას,

თაფლს სურნელი უდის წმინდა...

საქართველოს დაიფარავს

მამა, ძე და სულიწმინდა!



მხოლოდ ერთხელ დაგვიძახე!


ოცდაათი საუკუნე

მტერს ქართველი იგერიებს...

საქართველო განუკურნე,

ღმერთო ყველა იბერიელს!


სანამ უფლის წყვილი ცრემლი

წრომის გუმბათს დაგისველებს,

მიაგებე ლოცვით მრველი

ყველა ცრუს და ფარისეველს!


ქრისტესათვის მარად სიკვდილს

ეძიებდა ჩემი მოდგმა,

მწუხარეს და ღონემიხდილს

მაინც გმირთა სული მოდგამს!..


ასიათას ქართველს როცა

თავი კუნძზე დაუდია,

სანთლად ენთო შენთვის ლოცვა,

მცხეთა ისე აუგია!


არაგველთა გვესმის ხმანი -

არ დავუთმოთ ქართლი ქორებს...

აილესოს ისევ ხმალი -

სადიდგორე! საშამქორე!


ვცოცხლობ - შენთვის მიხარია,

ვკვდები - შენსას ვიტყვი სახელს...

მხოლოდ ერთხელ გვითხარი და

მხოლოდ ერთხელ დაგვიძახე!




კვართი უფლისა ისევ აქ არი!


გაყიდულია ისევ სამშობლო,

რომელიც გუშინ მკვლელებს წავართვი...

მშობელ მიწაზე ვარ უსამშობლო,

გულგაპობილი ხელით წარმართის.


მოდის ზამთარი თეთრი წაღებით,

უბერებელი თოვლის ბაღებით,

ცაზე ჩამქრალი ოქროს ჭაღებით,

სვასტიკიანი ბაირაღებით...


როცა გადმოღვრის მზე აკვარელებს,

ბაჯაღლო ცრემლით საკრიალებელს,

ხატებს, მტრისაგან სატიალებელს,

სანთელს დავუნთებ საკიაფებელს...


ასკერი როგორ გაიმარჯვებდა,

გადამთიელი - სახით ცხოველის...

არ მოუჭრიათ თუკი მარჯვენა,

არ აგიგია სვეტიცხოველი!


საით მიდიხარ, ჩემო მახარე,

სიონში ზარებს ვიღა დარეკავს -

მე გათენებას მალე გახარებ,

ფარისევლებსაც ერთად გავრეკავთ!


გვერდი, ტაძრისკენ გზა რომ მაჩვენო,

მიმზერს ფრესკიდან მეფე თამარი...

მამაო ჩვენო, მამაო ჩვენო,

კვართი უფლისა ისევ აქ არი!




ქართველო ჩემო, გახსოვს, ვინა ხარ?


ქართველო ჩემო,

გახსოვს, ვინა ხარ?

შენ ხომ გორგასლის შუბი გინახავს!

შენ ხომ დავითის ხმალი გინახავს!

შენ ხომ დიდგორი გულში გინახავს!


ქართველო ჩემო,

გახსოვს, ვინა ხარ?

შენ ხომ ფსალმუნი გადაგინახავს!

შენ ხომ რუსთველი გადაგინახავს!

შენ ხომ დერბენდი გადაგილახავს!


ქართველო ჩემო,

გახსოვს, ვინა ხარ?

შენ ხომ ოქროში ღვრიდი მინანქარს!

შენ ხომ სასწორის ერთი პინა ხარ!

შენ ხომ ლოცვებით ცათა შინა ხარ!


ქართველო ჩემო,

გახსოვს, ვინა ხარ?

შენ ხომ ხალიბთა ცხელი რკინა ხარ!

ქართველო ჩემო,

ქართველო ჩემო,

მოკვდი? თუ ომში ისევ წინა ხარ?


ქართველო ჩემო, გახსოვს, ვინა ხარ???



ლაშა ნადარეიშვილი




გაზეთი „ლიტერატურული საქართველო"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016