reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ლარის დევალვაცია გამოწვეულია გარე შოკით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:25
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ლარის დევალვაცია გამოწვეულია გარე შოკით
ავტორი:
12 მარტი, 2015. 17:41


პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ესწრებიან, გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსის დევალვაციის შესახებ ისაუბრა.


კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება იმ გარე შოკის მიერ არის გამოწვეული, რაც ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა.


„მინდა, წარმოგიდგინოთ მიმდინარე სიტუაცია, რაც გვაქვს ეკონომიკაში. ასევე ის ხედვა, რომელიც გაგვაჩნია ჩვენ ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, და ის, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ ამ პრობლემების მოგვარებისთვის.

 

მოკლედ მიმოვიხილავ სიტუაციას, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა, დღესდღეობით დაახლოებით 23-პროცენტიანი გაუფასურება გვაქვს, რაც დაახლოებით იმავე დონეზეა, როგორც თურქული ლირა, როგორც არის აზერბაჯანული მანათი, სომხური დრამი.  გაცილებით მაღალი გაუფასურება მოხდა რუსეთსა და უკრაინაში, ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანწილად ეს დევალვაცია გამოწვეულია იმ გარე შოკით, რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკა ბოლო თვეების განმავლობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016