reportiori.ge - SOS!- 21 მარტს ნაციონალურ სპექტაკლს სამშენებლო კომპანია „გორგია“ აფინანსებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:11
მთავარი თემა
SOS!- 21 მარტს ნაციონალურ სპექტაკლს სამშენებლო კომპანია „გორგია“ აფინანსებს!
ავტორი:
13 მარტი, 2015. 05:48



ყოველთვის ეს ასე იყო და დღესაც 21 მარტს დაგეგმილ აქციას „გორგია" ჩუმად აფინანსებს... დიახ, უბეჭდავს ჟურნალებს, ფლაერებს და პლაკატებს!  მოკლედ, სერიოზული მოთამაშე აღმოჩნდა ბიზნესმენი გია გორგოშაძე. ცალი ხელით თამაზ თამაზაშვილის კარზე დარბის- ფინანსურია შემოსული  და მიშველეთო, მეორე ხელით ჩუმად ნაციონალებს აფინანსებს, ვაითუ დაბრუნდნენ მთავრობაშიო... ვერაფერს ვიტყვით. ყვარყვარეც ამას ქვია!


დირექტორთა საბჭომ და „გორგიაში" მომუშავე თანამშრომლებმა არა ერთხელ ამხილეს „გორგიას" მეპატრონე გია გორგოშაძე დანაშაულებრივ სქემებში.


არადა,  არ უნდა ტრაბახობდეს მერე გია გორგოშაძე, კახეთი მიგვარებს თემებსო. მან კახეთი და თამაზაშვილის სახელი კარგად გამოიყენა!


ბატონო თამაზ, თქვენც უნდა მოსთხოვოთ პასუხი თქვენი სახელით მოვაჭრეს!  თუ არადა, ამხელა კომპანიის დარღვევები წესით სერიოზულად უნდა იქნეს მხილებული და ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ყავის სმით არ უნდა ერთობოდნენ „გორგიაში"!!!


მეტიც: ნაციონალური მოძრაობის დროშებს  არ უნდა ბეჭდავდეს ასეთი დამნაშავე ბიზნესმენი!


გორგოშაძის მთავარი დანაშაული წინ „გველის": მან ხელფასებად გაწერა 21 მარტის აქციისთვის გამოყოფილი თანხები და როცა დახმარების სათხოვნელად მივიდნენ, სწორედ ხელფასებად გაწერილი თანხები მისცა ნაციონალების ძველ მეგობრებს! მათ, ვინც აქამდე " უყომარებდა" მიშასთან „სასიყვარულო" ამბებს... მოკლედ, საინტერესოა გია გორგოშაძე თურქული ხასიათითა და ორმაგი სტანდარტებით, ყვარყვარეს ბუნებითა და გაძევებული თანამშრომლებით! იგი ეკლესიისთვის, კულტურის პალატისთვის, მოხუცებულთა თავშესაფრისთვის არასოდეს არ გამოყოფს თანხას... „არ აქვს" საშუალება...


ძალიან მალე მის თაღლითურ  სქემებს და მის დანაშაულთა სიას ვრცელი დასკვნით შეიტყობს მკითხველი. ისე კი, გია გორგოშაძის მიმართ თაღლითობების მუხლით საქმეს უკვე გენერალური პროკურატურა იხილავს!


მეტიც: გადაყრილი დირექტორთა საბჭო, გაგდებული მეუღლე, უკანონოდ გაძევებული ათობით კონსულტანტი გოგონა ცალ-ცალკე სარჩელებს ამზადებენ  „გორგიას"  მეპატრონის საქმეების შესახებ! თაღლითურ სქემაში მონაწილეობს ოცნების" დეპუტატი ქალი, რომელიც განსაკუთრებული დანაშაულის ჩამდენია და უფლებამოსილების გადამეტება სწორედ აქ იკითხეთ, თუ გაინტერესებთ!  სერიოზული დარტყმის ქვეშ მოყვება თავად მაუდის ხელმძღვანელობაც! ამ დასკვნაში საიჯარო თანხების მაქინაციების თემაც დადასტრურებულია გია გორგოშაძისა და მაუდის ხელმძღვანელობას შორის  არსებული კონტრაქტით. კონკრეტულად სხვა იჯარაა გაფორმებული და სასაწყობე ფართი შოურუმადაა გადაქცეული, რისი უფლებაც არანაირად არ ჰქონდა „გორგიას"! უსაძირკვლო  შენობას III სართული დაადგა და ხალხი მუშაობს იქ და არც იციან, რომ პატარა ბიძგის შემთხვევაში სიკვდილს შეხედავენ თვალებში...


"უძირო ტომარა"- ასე შეარქვეს მუშებმა გია გორგოშაძეს... ჩვენ ველოდებით დასკვნებს ფინანსური სტრუქტურებიდან... გენერალური პროკურატურაც იწყებს ამ საქმეების ძიებას. დირექტორთა საბჭო აუცილებლად დაიბრუნებს   იმ ქონებას, რაც გია გორგოშაძემ წაგვართვა! ეს დღეს იქნება თუ ერთი წლის შემდეგ,  ამას ვნახავთ, მაგრამ " კეისარს კეისრისა" აუცილებლად მიეგება! ეს ჩვენი,  დირექტორთა საბჭოს დევიზია! 


21 მარტის აქციას აფინანსებს და თან 50 კაცს აგზავნის მიტინგზე, ოღონდ არ თქვათ, სად მუშაობთ, ვინმემ რომ გკითხოთო,- დარიგებასაც არ ამადლის გორგოშაძე ნაციონალების მიტინგზე გაგზავნილ „გორგიელებს"...


თურქები სერიოზულ მოთამაშეს ეძახიან, მისი ოთახიდან სულ თურქული წივილკივილი და ლანძღვა ისმის, ის თურქებსაც ატყუებს და მერე ისინი ჩხუბით ურეკავენ. ერთმა თურქმა ისიც უთხრა "ყურებს მოგაჭამ" სარკეში რომ ჩაიხედო მიხვდე რა დააშავეო... მოკლედ, გია გორგოშაძეს ან თურქი მოაჭამს ყურებს ან ნაციონალებთან თამაშის გამო დაიჭერენ, ხოლო ნაცები აუცილებლად ამოალპობენ ციხეში, თუ დაბრუნდნენ! 21 მარტის მიტინგზე თანამშრომლებს უშვებს, თვითონ კი თურქეთში გეგმავს წასვლას, ვითომ აქ არაფერი ყოფილა... ან არაფერი გაუფუჭებია...


"ნაციონალებთან თამაშიძვირად დაუჯდება გია გორგოშაძეს! 

 

„გორგიას" დირექტორთა საბჭოს წევრები






 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016