reportiori.ge - ირაკლი შიოლაშვილი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 40 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 12:00
საზოგადოება
ირაკლი შიოლაშვილი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 40 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს
12 ოქტომბერი, 2013. 12:16

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი შიოლაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

დედოფლისწყაროს წელს მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 მილიონამდე ლარის დაფინანსება გამოეყო. ამ თანხებით მუნიციპალიტეტში 20 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. წესრიგდება როგორც ქალაქში არსებული, ისე სასოფლო დანიშნულების გზები, ხდება ბორდიურების აღდგენა, ხიდების შეკეთება, რეაბილიტაცია უტარდება საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემებს.

,,დედოფლისწყაროსთვის წლევანდელი წელი  ინფრასტრუქტურის მოგვარების თვალსაზრისით განსაკუთრებულია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულდა, ნაწილი - ინტენსიურად მიმდინარეობს; შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფონდიდან შარშან ნახევარი მილიონი ლარი გამოეყო დედოფლისწყაროს, 8-ჯერ მეტი თანხაა გამოყოფილი წელს. იგივე ხდება სხვა თვითმმართველობებშიც. არასწორია ის ინფორმაცია, რომელსაც ოპონენტები ავრცელებენ, რომ, თითქოს, რეგიონებში სამუშაოები არ მიმდინარეობს. ჩვენ საზოგადოებას ვანახებთ შედეგს'',  - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ.


გარდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებს. ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 16-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. მთლიანობაში, მიმდინარე წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 40 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდება.


მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, 9 სკოლა გარემონტდა, რემონტდება დაახლოებით 12 საბავშვო ბაღი, იგება 16 კილომეტრიანი გზა, წესრიგდება წყალგაყვანილობა და კანალიზაციის სისტემები სოფლებისთვის. შედარებისთვის ვიტყვი - ბოლო 9 წლის განმავლობაში დედოფლისწყაროში განხორციელებული იყო ჯამში 16 მილიონი ლარის სამუშაოები, ხოლო მარტო 2013 წელს მუნიციპალიტეტში 40 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის სხვაობა. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქ მიმდინარე სამუშაოები აინტერესებს, ჩამოვიდეს დედოფლისწყროში, პირადად დავხვდები და დავათვალიერებინებ სამუშაოებს", - განაცხადა დედოფლისწყაროს გამგებელმა, ირაკლი შიოლაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016