reportiori.ge - თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:57
კულტურა
თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
12 ოქტომბერი, 2013. 12:54

დღეს  თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში  მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და "კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის" ორგანიზებით ტარდება.

ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.

გაიმათება 6 კონცერტი, საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით. ორკესტრი,  საგანგებოდ ფესტივალისთვის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალპროფესიონალი მუსიკოსებით დაკომპლექტდა. მას  მაესტრო არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.

მსმენელისა და მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: ელისო ვირსალაძე, კოლა (ლუკას ნიკოლაი) ბლაჰერი, ინგოლფ ტურბანი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, ბენჟამინ გილმორი, მიხეილ ქართველიშვილი, ნოდარ ჟვანია, ჩულ გინ პაკი, გიორგი ქობულაშვილი, ჯააკო ლუომა, თამაზ ბათიაშვილი, პჟემისელ ვოიტა, მიხეილ ქართველიშვილი. ფესტივალში მონაწილეობენ, ასევე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი" და სიმებიანი კვარტეტი "იბერი".

წლევანდელ პროგრამაშია საოპერო მუსიკის კონცერტიც, 13 ოქტომბერს თელავში სოლისტები მზია ნიორაძე და ტიფანი ობანი იმღერებენ.

კონცერტები, ტრადიციულად, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბელგიელი ფოტოხელოვანის დერეკ პრაჟერის ნამუშევრების ფოტოგამოფენა.

მუსიკის საერთაშორისო  ფესტივალი  20 ოქტომბერს დასრულდება.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016