reportiori.ge - კახა კოჟორიძე: სისხლის სამართლის კანონმდებლობა დაზარალებულს გასაჩივრებისა და საქმის მასალების მოძიების თითქმის არანაირ უფლებას არ აძლევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 13:21
სამართალი
კახა კოჟორიძე: სისხლის სამართლის კანონმდებლობა დაზარალებულს გასაჩივრებისა და საქმის მასალების მოძიების თითქმის არანაირ უფლებას არ აძლევს
12 ოქტომბერი, 2013. 14:14

ხალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის  სისტემის რეფორმის შესახებ, სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა, რომ  კანონმდებლობაში დაცვისა და დაზარალებულის უფლებები გასაზრდელია.

ცვლილებები, რომელიც შევიდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და გაზარდა ადვოკატის უფლებები -კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის, იმისთვის, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეს თანაბარი უფლებები ჰქონდეთ სასამართლო პროცესის დროს. თანაბრობა კი, აუცილებელია, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი, ამ შემთხვევაში, მოსამართლე პასიურ როლშია და ის მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს. ამ სიტუაციაში, თუ ბრალდების მხარეს ბევრად აღმატებული უფლებები ექნება დაცვასთან შედარებით, ცხადია ის ამ შეჯიბრს ყოველთვის მოიგებს. ამიტომ ჩვენი მთავარი მიდგომა ამ საკითხისადმი არის ის, რომ დაცვის მხარის უფლებები კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ მხრივ, დამატებითი ცვლილებებია შესატანი. ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობა დაზარალებულს არ აძლევს  გასაჩივრების, საქმის მასალების მოძიების თითქმის არანაირ  უფლებას.  ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდის სხვადასხვა სახის დანაშაულით დაზარალებული და როდესაც საპროცესო შეთანხმება ფორმდება, ისინი ვერაფერს აკეთებენ, რომ გაასაჩივრონ, მტკიცებულებები მოიპოვონ, მასალებს გაეცნონ და ა.შ. ამიტომ ვაპირებს ამ საკითხის დაყენებას, რომ დაზარალებულის უფლებები ჩაიწეროს და გაიწეროს სისხლის სამართლის კანონმდებლობით.", - განაცხადა კოჟორიძემ. (სტილი დაცულია)

მისივე განცხადებით,  ყველა უწყებას სურს,  თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის ნებართვის გაცემაზე.

საუბარია იმაზე, რომ იმ მონიტორინგთან ერთად, რასაც სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის მექანიზმი ახორციელებს, ასევე შემოღებულ იქნეს საზოგადოებრივი მონიტორინგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ციხეების მონიტორინგის გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, მიეცეთ დამატებითი შესაძლებლობა მონიტორინგი განახორციელონ.

როდესაც გადავდივართ კონკრეტულ თემაზე - რომელმა უწყებამ უნდა გასცეს ნებართვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მონიტორინგი განახორციელონ, აქ ათასი აზრთა სხვადასხვაობაა და შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა უწყებას სურს თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმით, ყველაზე რელევანტური იქნება ის, რომ პარლამენტმა გასცეს მსგავსი ნებართვა", - აღნიშნა კახაკოჟორიძემ. (სტილი დაცულია)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016