„26 მაისის საქმეს პროკურატურამ უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი და არსებულ კითხვებზე მოახდინოს დროული რეაგირება",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლორთქიფანიძე მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დაინტერესდნენ 26 მაისს გარდაცვლილი სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის ოჯახების ინფორმაციით.
„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ორი ადამიანი - სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე მოკლა და დააგდო მაღაზიის თავზე. მაინტრესებს, მთავარი პროკურატურა რატომ არ იბარებს და რატომ არ დაჰკითხავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ოჯახი პირდაპირ ადებს ხელს?" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
დეპუტატის თქმით, ასათიანის ოჯახზე ზეწოლა ხდებოდა. მათ ყოფილი ხელისუფლების წევრები აფრთხილებდნენ, რომ თუ არ შეეშვებოდნენ სულიკო ასათიანის მკვლელობის მიზეზების დადგენას, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ.