reportiori.ge - საგამოძიებო სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 13:25
სამართალი
საგამოძიებო სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს
12 ოქტომბერი, 2013. 15:47

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური,   მესტიის რაიონის სოფელ ჯვარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.   

„2013 წლის 11 ოქტომბერს, ჯვარი ხაიშის საავტომობილო  მონაკვეთზე, საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარკვეულმა პირებმა ხელი შეუშალეს. კერძოდ, საგამოძიებო მანქანას არ მისცეს გადაადგილების საშუალება.

ამავდროულად, შეკრებილი ხალხი სხვადასხვა საშუალებით, შეეცადა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების პროვოცირებას. წინააღმდეგობის მიუხედავად, დაპირისპირებისთვის თავის არიდების მიზნით, უწყების თანამშრომლები გამოერიდნენ კონფლიქტურ სიტუაციას.

ინციდენტის დროს, განსაკუთრებული  აგრესიულობით გამოირჩეოდა რამდენიმე პირი, რომლებიც საგამოძიებო სამსახურის მიერ, ბოლო პერიოდში, გამოვლენილნი არიან ხე-ტყის უკანონო ჭრაში და შემდგომში, შესაბამისი დოკუმენტის გარეშე უკანონო ტრანსპორტირებაში. ამ ეტაპზე, დადგენილია მათ მიერ სულ 61,8 კუბური მეტრი ხე მასალის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირება"-ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ ინციდენტის ორგანიზატორების მიზანს წარმოადგენს საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაცია და მისი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

უწყება აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, საგამოძიებო სამსახური  გააგრძელებს სხვადასხვა სამართალდარღვევების გამოვლენას. მათ შორის, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებთან  ბრძოლას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ტყის ფონდის დაზიანებას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016