reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: ბიბლიოთეკის მშენებლობის დასრულებისთვის ფულს ბიზნესმენებს ვთხოვ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 11:21
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: ბიბლიოთეკის მშენებლობის დასრულებისთვის ფულს ბიზნესმენებს ვთხოვ
12 ოქტომბერი, 2013. 16:29

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობა მოინახულა. მან დიპლომატი გელა ჩარკვიანი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა და განაცხადა, რომ განათლებისადმი სიყვარული მას, სწორედ ჩარკვიანმა გადასცა.

მან გაზარდა მთელი თაობები თავისუფლების, დემოკრატიის და ლიბერალიზმის სულისკვეთებით მაშინ, როცა ეს სამი სიტყვა იყო ძალიან საშიში და არამოდური იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით და რომელშიც თქვენ არ გიცხოვრიათ. იმედია, არ იცხოვრებთ ისე, როგორც ევრაზიულ კავშირში, არც - არმენიზებულ საგარეო პოლიტიკის მქონე საქართველოში. ჩვენ ვიცხოვრებთ ევროპაში"-განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ბიბლიოთეკის მიმდინარე მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბიბლიოთეკა ფინანსების სიმცირის გამო, ისეთივე გარნდიოზული ვერ იქნება, როგორიც მაგალითად, ამერიკის ბიბლიოთეკაა.

ამ ბიბლიოთეკის მშენებლობა თავიდან დავიწყე ოჯახის წევრების დახმარებით. როცა ჩემი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, ვაპირებ რამდენიმე ქვეყანა მოვიარო, შევხვდე სერიოზულ ბიზნესმენებს და იმედი მაქვს, რამდენიმე თვეში შევძლებ საკმარისი ფულის მობილიზებას რომ ის დავამთავროთ"-ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა არქიტექტურის, დიზაინის და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბიბლიოთეკა იქნება, რომელშიც უკვე 5000-მდე წიგნია განთავსებული. ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის კუთხეებიც იქნება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016