ქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილი გოგა ძველაიას საკანს დღეს ადვოკატი,დამოუკიდებელი ექსპერტი და ოჯახის წევრები მოინახულებენ.მათი ინფორმაციით,შესაძლოა ქუთაისში სასჯელაღსრულების მინისტრი,სოზარ სუბარიც ჩავიდეს.ადვოკატის თქმით,უახლოეს დღეებში ციხეში არსებული ვიდეოფირების გახსნაც იგეგმება.ჩანაწერებს ოჯახის წევრებიც ნახავენ.
შეგახსენებთ,რომ ქუთაისის მეორე საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას, მშობლები გუშინ, ქუთაისის საოლქო პროკურატურამ დაკითხა. ძველაიების ოჯახში დარწმუნებულები არიან, რომ პატიმარს თავი არ მოუკლავს. ისინი ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გარდაცვლილის დაკრძალვას არ აპირებენ.
გოგი ძველაიას დედის მთვარისა ძველაიას განმარტებით, თუ გამოძიება ნორმალურად არ ჩატარდება, იგი შვილის დაკრძალვას არ აპირებს.
16 წლის სენაკელი გოგა ძველაია ქუთაისის #2 დაწესებულებაში, სამარტოო საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ძველაია ერთი დღის მოთავსებული იყო საკანში და იგი გირაოთი უნდა გაეთავისუფლებინათ. ოჯახი პატიმრის გარდაცვალებას აღნიშნული დაწესებულების ე.წ. მაყურებლებთან დაპირისპირებას უკავშირებს.
გამოძიების ამ ეტაპზე თვითმკვლელობის ვერსია განიხილება.