reportiori.ge - გიგი უგულავა ფსიქიკურად გატყდა... თურმე შიშებიც დასჩემდა, ხშირად თავის თავს ელაპარაკება, არის დღეები, რომ საერთოდ მუნჯდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:33
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გიგი უგულავა ფსიქიკურად გატყდა... თურმე შიშებიც დასჩემდა, ხშირად თავის თავს ელაპარაკება, არის დღეები, რომ საერთოდ მუნჯდება
ავტორი:
16 მარტი, 2015. 15:48

 

 

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუზუსტა, ხოლო დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა. ალალი და უსაყვედურო იყოს ამათთვის ეს ბრალი და მე თუ მკითხავთ, რასაც ედავებიან, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილსა და მისი ბანდის ამ წევრებს ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი. პროკურატურა არ ეპუება არ სააკაშვილს და არც მისი დასაყრდენებს და ეს ძალიან კარგია. ვიდრე ქვეყანაში 9-წლიანი უსამართლობის, სისასტიკის, კრიმინალური რეჟიმის დამამკვიდრებელნი უმკაცრესად არ დაისჯებიან, მანამ ქვეყანაში, რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, სამართლიანობა არ აღდგება.


მოდით, ვიდრე ექსკლუზიურ ინფორმაციას გაგაცნობთ ერთ-ერთი ბრალდამძიმებულის სავალალო მდგომარეობის შესახებ, მანამდე ვნახოთ, კიდევ რა დანაშაულებრივ ქმედებებს ედავება მთავარი პროკურატურა ზემოჩამოთვლილ არაკაცებს.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ტელეკომპანია „იმედის", მთაწმინდის პარკისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დანაშაულებრივი გზით მითვისების, ასევე, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების გამო, მიხეილ სააკაშვილს 2015 წლის 13 მარტის დადგენილებით დაუზუსტა ბრალდება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა ძალადობისა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ჩაიდინა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირების უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, სააკაშვილის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით წაუყენეს ბრალი. „მაღალსა და ერთადერთს" სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ციხე ემუქრება ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. თუმცა, შეგახსენებთ, რომ მას კიდევ 4 ბრალი აქვს წაყენებული და ზოგიერთი მათგანი უფრო ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.


ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 13 მარტის დადგენილებით, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიგი უგულავას დაუმძიმდათ ბრალი, ხოლო ვანო მერაბიშვილს ბრალის დამძიმების გარეშე დაუზუსტდა ბრალდება.


დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, 2007 წლის ნოემბრის, ტელეკომპანია „იმედისა" და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდები), 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია - ტელეკომპანია „იმედის" ეპიზოდი) - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე.


ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - ტელეკომპანია „იმედის", 2007 წლის ნოემბრის ეპიზოდები) - სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე.


გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - მთაწმინდის პარკის ეპიზოდი), სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (გაფლანგვაში დახმარება - მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვის ეპიზოდი) და სსკ-ის 25, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (დახმარება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში - ტელეკომპანია „იმედის" ეპიზოდი) სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 9-დან 12 წლამდე. ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო კვალიფიკაცია დარჩა უცვლელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტები (ტელეკომპანია „იმედის", 2007 წლის ნოემბრისა და მთაწმინდის პარკში შეჭრის ეპიზოდები) _ სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე.


ახლა ვნახოთ, საქართველოს პროკურატურას რას აძლევს ეს ყველაფერი. მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში არაფერი შეცვლილა, რადგან არც ბრალდების კვალიფიკაცია არ შეცვლილა. ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. ის ამჟამად უკრაინაში იმყოფება და უკრაინის ხელისუფლება უკანონოდ და უსტატუსოდ იფარავს. ადეიშვილი წითელი ცირკულარით იძებნება, ჯერ მისი გადმოცემის თაობაზე, ჩვენს ხელისუფლებას უკრაინულისთვის არ მიუმართავს. ამას ახლო მომავალში აპირებენ. თუნდაც კიდევ ერთი ბრალით დამძიმებულ ადეიშვილს რომ არ გადმოსცემენ ქართულ მხარეს, ეს ნაღდია. თუმცა, ამ შემთხვევაში პროკურატურა წაუგებელ თამაშს თამაშობს, ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, პრეტენზიებით დაელაპარაკოს არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას, არამედ „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერ დასავლელ პარტნიორებსაც.


დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს ჩვენი სამართალდამცავების მოთხოვნით, მაგრამ საფრანგეთის სასამართლომ გაამართლა, ჩვენმა პროკურატურამ მაშინ ნამდვილად ვერ ივარგა და ფრანგ მოსამართლეებს ვერ დაუმტკიცა, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ მისი ბრალდებები საფუძვლიანი იყო. ამ ბრალის წაყენებით, პროკურატურას საკუთარი შეცდომის გამოსწორების შანსი ეძლევა. საქართველოს პროკურატურა აუცილებლად მიმართავს საფრანგეთის პოლიციას დავით კეზერაშვილის დაკავებისა და საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით.


გიგი უგულავას 3 ბრალი ჰქონდა წაყენებული და შეიძლება ფიქრობდა, გასამდა და მორჩაო, მაგრამ მეოთხეც დაუმატეს. ამით უგულავას მდგომარეობა განსაკუთრებულად არ იცვლება, რადგან მას ერთი ასეთი ბრალი, 9-დან 12 წლამდე ციხეს რომ ითვალისწინებს, უკვე წაყენებული აქვს. აქ ერთი მომენტია ფრიად საგულისხმო. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, რომ ამ ბრალდებისთვის უგულავას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეეფარდოს. „ნაციონალებმა" ერთი წიოკი ატეხეს ამის გამო. უგულავას უკვე წაყენებულ ყველა ბრალდებაზე, 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა სამჯერ, ანუ სულ 9 თვე აქვს მისჯილი, ეს 9-თვიანი ვადა 2 აპრილს იწურება და ახლა აცხადებენ, პროკურატურამ განზრახ შეთითხნა ეს ბრალი, რადგან გიგი უგულავას წინა სამს ვერ უმტკიცებს, სასამართლოში ცუდად აქვს საქმე და დროის მოგების მიზნით, სურთ, რომ გიგილო კიდევ 3 თვე ციხეში გააჩერონ. ამ 3 თვეში კი რამეს მოიფიქრებენო. რეალურად კი „ნაციონალებს" სხვა რამე აწუხებთ.


მართალია, გიგი უგულავა ზოგიერთებივით არავის ემუქრება ციხიდან, თუ დროზე არ გამომიყვანთ, პირს დავაღებ და გვერდით მოგისვამთო, მაგრამ შესაძლოა, ეს ისე მოხდეს, რომ სხვა გამოსავალი არც ჰქონდეს დარჩენილი. „ქრონიკას" კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, რომ გიგი უგულავას ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მწვავე ნევროზი აწუხებს და ციხეში სისტემატურად იღებს ფსიქოტროპულ წამლებს. არაერთხელ ნევროპათოლოგის დახმარებაც დასჭირვებია. არ არის გამორიცხული, მალეც ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაწვენიც გახდეს. თავის დროზე ვანო მერაბიშვილზეც ვრცელდებოდა მსგავსი ინფორმაციები. მოგვიანებით, ვანო ბედს შეეგუა, ან იმედი ჩაესახა და დამშვიდდა. აი, ბაჩო ახალაია კი მყარი ფსიქიკისა გამოდგა და ციხეში წიგნიც დაწერა. ხოლო უგულავას, რომელიც გაურკვეველ რელიგიურ ბლოგებს წერს, თურმე შიშებიც დასჩემდა, ხშირად თავის თავს ელაპარაკება, არის დღეები, რომ საერთოდ მუნჯდება და ხმას არ იღებს. მოკლედ, გიგი უგულავა ფსიქიკურად გატყდა და ამის დასტურია კვირას მისი გამოჩენა სასამართლო დარბაზში. ის არამხოლოდ გამხდარი იყო, მას ხმასა და ინტონაციაში ბზარი ჰქონდა გაჩენილი. მოკლედ, ის ახლა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სააკაშვილისა და „ნაციონალთა" სხვა ლიდერთათვის. ფსიქიკურად მოტეხილი პატიმარს, რასაც გინდა, იმას დააფქვევინებ, რა საიდუმლოსაც გინდა, იმას ათქმევინებ, საკუთარ ბრალეულობას ხომ აღიარებს და ასევე, ყველას ჩააგირავებს, ვინც მასთან ერთად ამ კონკრეტულ დანაშაულებში მონაწილეობდა - დამგეგმავებსაც და შემსრულებლებსაც. ხურდაში კი, ისე, რომ ერთხელ არ შეჩერდება და სიტყვას არ შეწყვეტს, საკუთარი ამფსონების სხვა, ათასგვარ დანაშაულსაც მოყვება, ისეთებსაც კი, გამომძიებლები აზრზე რომ არ არიან და მათ შესახებ არც კი უკითხავთ. გიგი უგულავას ეს მდგომარეობა მშვენივრად იციან „ნაციონალთა" ლიდერებმა, აგერ, მე ვიცი და მთელ ქვეყანას გავაგებინე და მაგათ არ ეცოდინებოდათ? მიშა სააკაშვილი და მთელი „სანაცეთი" ახლა მოსალოდნელი განსაცდელის წინაშეა და ეშინიათ, გიგი არ ალაპარაკდეს. არადა, ყველას კარგად მოგეხსენებათ, უგულავა სააკაშვილის გარემოცვის იმ ვიწრო წრეში შედიოდა, რომელიც სხვადასხვა სახის დანაშაულებს გეგმავდა და ახორციელებდა. უგულავამ ბევრი რამ იცის. ის რომ ალაპარაკდეს, იმდენი ბობოლა „ნაციონალი" იქნება დასაჭერი, რომ ხელისუფლებას მათთვის ახალი ციხის აშენება დასჭირდება. ამიტომაც, ეს უბედურება რომ არ დაატყდეთ თავს, სააკაშვილის ბრძანებაა, რომ გიგი უგულავა როგორმე ციხიდან გამოიყვანონ, მიაღწიონ იმას, რომ შიდა პატიმრობა მიუსაჯონ და უმკურნალონ. ამ ლოგიკით, ახლა გიგის ფსიქიკურ აშლილობაზე ინფორმაციის გამჟღავნებაც თითქოსდა „ნაცების" ამ გეგმას უწყობს ხელს. თუმცა, ეს რომ ასე არაა, თავშიც მოგახსენეთ. პროკურატურა უკან დახევას არ აპირებს და გიგის 2 აპრილს არ გამოუშვებენ.


აი, ამიტომ გადაირივნენ „ნაციონალები", როცა პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, გიგი უგულავას ახალი ბრალის საფუძველზე, 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეთო... არავინ იცის, დეპრესიაში მყოფი უგულავა ამ სამი თვის განმავლობაში როდის გატყდება. ამ ფონზე, „ოცნებისტებს" საერთოდაც არ აწყობთ, სულ რომ კედლებზე იაროს, მატროსოვიდან გამოვიდეს. ალბათ, ამ ლოგიკაზე იყო დაყრდნობილი ირმა ინაშვილის ის განცხადებაც, - შესაძლოა, უგულავა, ვანო ან ბაჩო ახალაია მოწამლონო, რომ თქვა. აგერ, ხომ გამჟღავნდა, რატომ ეშინია „ნაცმოძრაობას" გიგისი...

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016