მატროსოვის ვირთხას, გიგი უგულავას გამჩენი ვირის აბანოშიც არ ასვენებს, - მეცოცხე „ტუსაღი" ციხიდან ბლოგს ბლოგზე აქვეყნებს და ხან ვის წკეპლავს, ხან - ვის. ამას წინათ ლევან ვასაძეს ჩაუტარა „მასტერკლასი" გაზეთ „24 საათის" საიტზე, - უშველებელი ბლოგით (პრინტერზე რომ ამოვბეჭდე, ცამეტი გვერდი გამოვიდა) „ვარდოსანმა" იმის „დასაბუთება" სცადა, რომ თურმე ბიბლია ჰომოსექსუალიზმს უმძიმეს ცოდვად არ მიიჩნევს: „ახალი აღთქმის გულდასმით წაკითხვისას აღმოვაჩენთ, რომ თავად ქრისტე სექსუალური ორიენტაციის პრობლემას საერთოდ არ ეხება. ამ თემას ორჯერ ახსენებს მხოლოდ პავლე მოციქული რომაელთა მიმართ და ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში. საქმე ისაა, რომ ჰომოსექსუალობა მართლაც დასახელებულია ცოდვად, მაგრამ არსადაა ნათქვამი, რომ ეს განსაკუთრებით მძიმე და მომაკვდინებელი ცოდვაა. იგივე ტიმოთეს მიმართ პირველ წერილში პავლე მეტ ყურადღებას უთმობს და შესაბამისად, გმობს ლოთობას, დაუმორჩილებლობასა და ტყუილის თქმას. „მამათმავლობა" ამ ჩამონათვალში რიგით ადგილს იკავებს..."
გიგი უგულავა ახალგაზრდობაში აქტიურ ეკლესიურ ცხოვრებას მისდევდა, მეტიც, ის სტიქაროსანიც კი იყო. იმის თქმა მინდა, რომ მან ძალიან კარგად იცის, რას ამბობს ბიბლია სოდომ-გომორულ ცოდვაზე და როგორ დასაჯა უფალმა ამ ორი ქალაქის ბინადარნი სწორედ გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობების გამო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადია, მისთვის იმის შეხსენებას აზრი არ აქვს, რომ მესაჯდომეობა რიგითი კი არა, მომაკვდინებელი ცოდვაა, მაგრამ ფაქტი ერთია, - ის ციხეშიც არ ისვენებს, იქიდანაც რყვნის და ალპობს თაობათა ცნობიერებას. ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვიდრე ამ ბაცილას საკუთარი აყროლებული აზრების ასე თავისუფლად ფრქვევის საშუალება ეძლევა, ის თავისუფალია. დიახ, უგულავა, რომელსაც ბლოგების წერის თავი კი არა, უკანალში მეტრანახევრიანი ცოცხის ტარი უნდა ჰქონდეს გარჭობილი, დღეს თავისუფალია! ის ისევ ისეთივე საშიშროებას წარმოადგენს ქართული ეროვნული ცნობიერებისთვის, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ამაში კი დამნაშავე თითოეული ჩვენგანი ვართ...
მეგობრებო, ჩვენი საზოგადოება საკმარისად პრინციპული რომ იყოს, ჯერ ერთი, უგულავები და დანი თუ ძმანი მისნი ქართულ პოლიტიკაში ფეხს ვერ მოიკიდებდნენ. მეორეც, „ნაცნახირის" ნარჩენები (როგორიცაა, მაგალითად, „თავისუფალი ზონა") ამხელა „გონორზე" არ იქნებოდნენ და მესამე, „ქოცნებისტების" ხელისუფლება ცოცხოსნებისთვის მკვდრეთით აღდგომის საშუალების მიცემას ვერ გაბედავდა. საუბედუროდ, მათ ყველაფერი გაუვიდათ და აი, შედეგიც, - ბევრს რომ ჰგონია, უგულავა დანაშაულებისთვის პასუხს აგებს, ზის გახუზებული კომფორტულ საკანში და ცინიკურად ღაღადებს, ღმერთი მამათმავლობაზე საერთოდ არ საუბრობს, ბიბლია კი ამას არცთუ მძიმე ცოდვად მიიჩნევსო. დიახ, ეს უკვე მარაზმია, კრიმინალი კაცისმკვლელი და სახელმწიფოს დამაქცევარი რომ საპყრობილიდან მორალს გიკითხავს, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დაცინვა და სრულიად ერისთვის თავზე დასაქმება.
...ისე, ყველას გვახსოვს, სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმის პერიოდში ციხიდან წერილი კი არა, ბუზი ვერ გამოფრინდებოდა. ვერც ერთი პატიმარი ვერ იოცნებებდა იმაზე, რომ სადმე, რომელიმე გაზეთში ან საიტზე საკუთარი ბლოგი ჰქონოდა. ჰოდა, ახლა რა ხდება, რა სუპერდემოკრატია აუტყდა მატროსოვის ადმინისტრაციას? რით ვერ მიაგნეს ოქროს შუალედს? თუ ჰგონიათ, მაგით ადამიანის უფლებებს იცავენ, ეგ ამბავი ნაცმანქურთ უგულავას კომფორტთან არაფერ შუაშია. პირიქით, ამ „ჰუმანური" ჟესტით ასობით და ასეულ ათასობით ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავენ; და ბოლოს და ბოლოს, თვითონ უგულავასაც ერთგვარ საფრთხეში აგდებენ, რადგან ამგვარი წერილებით მის მიმართ საზოგადოების აგრესია ერთი-ორად იზრდება.
ასე თუ ისე, ფაქტია, რომ ნაცხროვა კვლავინდებურად ფორმაშია, მათი პროპაგანდისტები ციხიდან თუ ციხის გარეთ, ერთნაირად მოქმედებენ. პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, - უგულავამ ერთ კონკრეტულ ბლოგში იმდენი იღაღადა, გარეთ ყოფნის შემთხვევაში ცხრა მიტინგი და კონფერენცია რომ არ ეყოფოდა. ჰოდა, რა განსხვავებაა, ვირის აბანოშია ეს ვირთაგვა თუ მერის კაბინეტში? პრინციპში, განსხვავება როგორ არაა, კაბინეტში რომ მჯდარიყო, „ბელადის" ყიჟინს, ოლიგარქი პოლიტიკური ნიშნით გვდევნისო, ფასი არ ექნებოდა, ვერც დასავლელი ნაცხროვისტები „გააპრავებდნენ" მას ასე თამამად და ინტერპოლსაც ცოტა უფრო მეტად მოუწევდა თავის შეწუხება. ერთი სიტყვით, უგულავას პატიმრობა მარგებელი ჭირივითაა ნაცებისთვის, - ის თავის საქმეს საკნიდანაც ზუსტად აკეთებს, ხალხს კი ჰგონია, რომ ამ კონკრეტული პიროვნების მიმართ მაინც აღდგა ან მომავალში აღდგება სამართალი.
გიორგი ჯიქიაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"