reportiori.ge - რევოლუცია, სისხლისღვრა, ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის მმართველობის ხელში ჩაგდება - ეს არის 21 მარტის აქციის მთავარი მიზანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:25
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რევოლუცია, სისხლისღვრა, ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის მმართველობის ხელში ჩაგდება - ეს არის 21 მარტის აქციის მთავარი მიზანი
ავტორი:
16 მარტი, 2015. 16:43

 

 


„ნაცმოძრაობის" მთელი რესურსი 21 მარტის აქციისკენ არის მიმართული. რევოლუცია, სისხლისღვრა და თუ დასჭირდათ, სამოქალაქო ომი, ამ ყველაფერზე „ნაციონალები" და მათი მამამთავარი, მიხეილ სააკაშვილი არათუ წამსვლელები არიან, საამისოდ უკვე დიდი ხანია, ემზადებიან და საქვეყნო უბედურების დასაწყისად, 21 მარტი დააანონსეს. „ქრონიკა" რამდენიმე ნომერია „ნაცების" ამ გეგმის შესახებ წერს დახურულ წყაროებზე დაყრდნობით და ამასვე აცხადებენ ჩვენი რესპონდენტები. „ნაცებმა" 2 წელიწადში 3 არჩევნები წააგეს და ეს უკვე განაჩენი იყო,  ხალხმა საბოლოოდ უარი თქვა პოლიტიკოსის საფარქვეშ შეფარული ბანდიტების მმართველობაზე, არჩევნების გზით ხელისუფლებას ვერასდროს დაიბრუნებენ, რაც გვყავს, იმაზე ათჯერ უნიათოც რომ იყოს ჩვენი ხელისუფლება, სააკაშვილსა და მის კრიმინალებს, ერთი მხარდამჭერიც კი არ შეემატებათ.


მოკლედ, რევოლუცია, სისხლისღვრა, ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის მმართველობის ხელში ჩაგდება - ეს არის 21 მარტის აქციის მთავარი მიზანი. ამ გეგმის განხორციელების პროცესში, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, „ნაცებთან" ასოცირებულ ყველა პოლიტიკურ და არასამთავრობო ძალას საკუთარი მისია აკისრია. მათ შორის არიან უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებული „ნაციონალები". ყველაფერი პატარ-პატარა პროვოკაციებით უნდა დაიწყოს და მერე, როცა რუსთაველზე ხალხში არეულობა დაიწყება, შემდეგ ამოქმედდებიან „ნაცების" „ზონდერები", რომლებიც მათ მრავლად ჰყავთ. უფლებადამცველი ნიკა მჟავანაძე რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ უკრაინის შს მინისტრის მოადგილეს და თავის დროზე ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელს, ეკა ზღულაძეს, დავალებული აქვს, უკრაინელი პოლიციელების დესანტირება თბილისში. „ეკა ზღულაძე სააკაშვილის ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელია. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეა და მის განკარგულებაშია დიდი რაოდენობა ხალხის რესურსი, ჰყავს უდიდესი რაოდენობა პოლიციელებისა და შინაგანი ჯარი, ასევე, უკრაინაში მოქმედი უამრავი სხვადასხვა ბატალიონი, რომლებიც საომარი მდგომარეობის გამოა შექმნილი. მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ გარკვეული სახის პროვოკაციებს ამზადებენ დაქირავებული პირების დახმარებით, რომლებსაც საქართველოში გადმოისვრიან. ბატალიონი აქ არ შემოვა, მაგრამ შემოვლენ მათი ინსტრუქტორები, რომლებიც მოახდენენ თავდასხმების  ინსცენირებას... ეს ადამიანი დღეს ყველა საშუალებას გამოიყენებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა დაიწყოს. სააკაშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია, იყენებს ამ უცხო ქვეყნის რეზერვს და ეს ინსტრუქტორები გამოყენებულები იქნებიან როგორც მიტინგის დაწყებამდე, ისე უშუალოდ აქციის პერიოდში. ამიტომ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ გაკონტროლდეს საქართველოს საჰაერო და სახმელეთო საზღვრები, რათა მსგავსი ტიპის ადამიანებმა ვერ შემოაღწიონ".


დამატებით „ქრონიკამ" შეიტყო, რომ უკრაინული პოლიციის თანამშრომლები, მეტწილად, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები, ტურისტული გზით, უკვე შემოვიდნენ საქართველოში და მათ დავალებული აქვთ არა „ნაცების" მხარდამჭერთა ინსტრუქტაჟი, არამედ კონკრეტული პროვოკაციების დაგეგმვა და მოწყობა რუსთაველზე. „ქრონიკას" ეს ინფორმაცია „ნაციონალებთან" დაახლოებულმა წყაროებმა დაუდასტურეს. ამ დროისთვის, უკრაინიდან 50 სპეცრაზმელზე მეტია შემოსული. რაც შეეხება ინსტრუქტორებს, ისინი, ალბათ, ამ დღეებში ჩამოვლენ თბილისში.


„ქრონიკა" წერდა, რომ თებერვალში თბილისიდან „ნაციონალთა" 300 მხარდამჭერი, ასევე, ტურისტული გზით, კიევში ჩავიდა და იქ, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გაიარა სპეცმომზადება. მათ ის ინსტრუქტორები ამზადებდნენ, როლებიც შარშან, კიევში „მაიდანის" ორგანიზატორები და იქ სხვადასხვა პროვოკაციების მოთავეები იყვნენ. სწორედ ამ ხალხმა მოამზადა „თავისუფალი ზონისა" თუ „ნაციონალთა" სხვა არასამთავრობოთა წევრები და თავად „ნაცმოძრაობის" აქტივისტები. 1-თვიანი წვრთნა 15 თებერვალს დაიწყო და ცხადია, 15 მარტს დასრულდა. პირველი პარტია ამ გადამზადებული ახალგაზრდებისა, უკვე დაბრუნდა თბილისში  და 21 მარტისთვის ყველა დაბრუნდება და რუსთაველზე იქნება. ეს 300 გარეწარი კიდევ ცალკე იზრუნებს პროვოკაციების მოწყობაზე, სიტუაციის დაძაბვასა და იმ ყველაფერზე, რაც მდგომარეობას იქამდე მიიყვანს, რომ სისხლის დაღვრამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩეს. მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან ახალგაზრდები, რომელთაც ხალხის ლიკვიდაცია დაევალებათ. „ნაციონალებს", ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ხომ ერთი სული აქვთ, რუსთაველზე რაც შეიძლება მეტი სისხლი დაიღვაროს, ეს ხელისუფლებას დაჰბრალდეს და უდანაშაულო მსხვერპლით აღშფოთებული ხალხი ხელისუფლების დასამხობად გამოენთოს და მათ გვერდით დადგეს.


21 მარტის აქციისთვის კიდევ ერთ გაუკრაინელებულ „ნაციონალს" აკისრია განსაკუთრებული მისია. ვრცელდება ინფორმაციები, რომ უკრაინის გენპროკურორის პირველი მოადგილე, დავით საყვარელიძე, გივი თარგამაძესთან ერთად, ხალხის წინააღმდეგ კრიმინალთა გამოყენებას აპირებს. საყვარელიძე და თარგამაძე უფრო შემსრულებლები არიან, თორემ მათ დავალება ზურაბ ადეიშვილისგან მიიღეს. გივი თარგამაძეს საქართველოში მყოფი კრიმინალების მობილიზაცია ევალება აქციაზე. ეს ის კრიმინალები არიან, „ნაციონალებმა" ციხეში ყოფნისას რომ „დაავერბოვკეს", ანდა, კონკრეტული დანაშაულის გამო, არ დაიჭირეს მათთან მუდმივი თანამშრომლობის, მათი ნებისმიერი დავალების შესრულების სანაცვლოდ. აქვე არიან სააკაშვილის პრეზიდენტობისას შეწყალებული უმძიმესი დანაშაულის გამო 15-20 წლით მსჯავრდადებული კრიმინალები, რომელთა დიდ ნაწილს, 3-4 წელიც კი არ ჰქონდა მოხდილი, ისე შეიწყალა სააკაშვილმა. ახლა ამ ხალხმა მიიღო დავალება, რომ 21 მარტის აქციაზე მივიდნენ რუსთაველზე და ყველა ის სიბინძურე შეასრულონ, რასაც ეს ავადმყოფი გივი თარგამაძე უბრძანებთ. თუმცა, ეს კრიმინალთა მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელთაც უშუალოდ რუსთაველზე გამოიყენებენ „ნაცები". მათ სხვა რესურსი, სხვა საშინელი გეგმაც აქვთ. ამ გეგმის შესრულება კი საკუთარ თავზე დავით საყვარელიძეს აუღია.


უკრაინაში მრავლად არიან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები და „კანონიერი ქურდები", რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისგან დიდად არიან დავალებულნი, ბევრი მათგანი გააპარეს საქართველოდან, რომ არ დაეჭირათ, ზოგიერთს ქონება არ ჩამოართვეს და ის რეპრესიები, რაც მათი კატეგორიის სხვა ადამიანებს შეეხოთ, ამ ხალხს არ შეხებია. ისინი მუდამ მხარში ედგნენ „ნაცმოძრაობას" და თავიანთი გავლენის წყალობით, ყველანაირად ეხმარებოდნენ „ნაცებს" არჩევნებისას და მუდამ, როცა მათ უჭირდათ. ახლა გასაჭირი რომ უდგათ „ნაცებს", გასაჭირი ეგეთი უნდა და ახლაც მზად არიან, რაც შეუძლიათ, ის გაუკეთონ. „თავად „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დავით საყვარელიძემ, უკრაინაში მყოფ ათამდე კრიმინალურ ავტორიტეტს, ყალბი საბუთები გაუკეთა უკრაინის შესაბამისი სამსახურების დახმარებით, ეს ხალხი ამ ყალბი საბუთებით ჩამოვა საქართველოში 21 მარტის აქციამდე. მათი თბილისში ყოფნის მიზანი კი ის ყოფილა, რომ კოორდინაცია გაუწიონ „ნაციონალთა" მხარდამჭერ კრიმინალებს, მართონ ორგანიზებული დანაშაული არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით. დაგეგმონ და შეასრულონ კონკრეტული დანაშაულები, რაც ქაოსსა და არეულობას გამოიწვევს, ხელისუფლებას აიძულებს, ყურადღება, დიდი ძალისხმევა გადაიტანოს მოძალებულ კრიმინალთან გასამკლავებლად და ეს, ცხადია, „ნაციონალთა" წისქვილზე დაასხამს წყალს. კრიმინალი კი მრავალფეროვანი იქნება - ხალხის დაყაჩაღება, საფირმო მაღაზიების, ბანკების, მომსახურების ობიექტების დაყაჩაღება, ბინების გაქურდვა, ძარცვა... დავით საყვარელიძე, თურმე, ამ კრიმინალურ ავტორიტეტებს, ზურაბ ადეიშვილის სახელით აძლევს გარანტიებს, რომ მათ ყველაფერი შერჩებათ, რასაც მათ მიერ მართული კრიმინალები ძარცვა-გლეჯის სახით მოინადავლებენ, არავინ არათუ პასუხს არ აგებს ჩადენილ დანაშაულზე, როცა „ნაციონალები" ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მეტიც, ვინც სურვილს გამოთქვამს, მათ დაასაქმებენ, თავად ეს ავტორიტეტები კი, სოლიდურ გასამრჯელოს მიიღებენ. ამ ფულს, „ნაციონალთა" „ობშიაკიდან" ზურაბ ადეიშვილი იხდის. გარდა ამისა, ამ ხალხს, როცა ხელისუფლებას დაიბრუნებენ „ნაცები", უკრაინაში დაბრუნება აღარ დასჭირდებათ და საქართველოში ისე იცხოვრებენ, ბუზსაც ვერავინ აუფრენს. გამოდის, რომ „ნაციონალები" ქართველი ხალხის გასაუბედურებლად საუკეთესო პირობებს უქმნიან კრიმინალებს, ეს ძარცვა-ქურდობა-ყაჩაღობა მსხვერპლის გარეშე რომ არ დასრულდება, ეს ყველას მოეხსენება და სააკაშვილსა და მის ბანდასაც ეს უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი შეეწირება ამ დაგეგმილ კრიმინალურ ისტერიას, მით უფრო მეტი ხალხი დაუპირისპირდება ხელისუფლებას, მით უფრო ბევრი პრობლემა შეექმნება ხელისუფლებას. მკითხველი რომ არ დაიბნეს, განვმარტავ. „ნაცები" კრიმინალთა ერთი ნაწილის მობილიზებას აპირებენ რუსთაველზე და მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრი არ იქნება. დანარჩენები კი, ამ ორგანიზებული ბანდის კონტროლქვეშ იქნებიან, რომელთაც დავით საყვარელიძე თბილისში უკრაინიდან ჩამოყვანს. ეს კრიმინალური ავტორიტეტები, თბილისსა და რეგიონებში იმ კონსპირაციულ ბინებში იცხოვრებენ, რომლებიც სააკაშვილის სპეცსამსახურებს ჰქონდათ დაქირავებული და დღემდე „ნაციონალთა" განკარგულებაშია.

 

 

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016