reportiori.ge - ქუთაისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 13:16
სამართალი
ქუთაისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
14 ოქტომბერი, 2013. 12:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კობა თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე - 1975 წელს დაბადებული მედეა ა. დანით სასიკვდილოდ დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ზურგის არეში ორი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ქუთაისში დააკავეს.

დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით). 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016