reportiori.ge - სასულიერო პირების პენსიაზე გასვლის ფაქტს საქართველოს საპატრიარქოში არ ადასტურებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:19
რელიგია
სასულიერო პირების პენსიაზე გასვლის ფაქტს საქართველოს საპატრიარქოში არ ადასტურებენ
ავტორი: ანა ნოდია
14 ოქტომბერი, 2013. 12:08

სამი სასულიერო პირის პენსიაზე გასვლის ფაქტს საქართველოს საპატრიაქროში არ ადასტურებენ. წმინდა სინოდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი მღვდელმთავარი მეუფე თედეოზი და მეუფე დავითი ეპარქიების გარეშე განაგრძობენ მოღვაწეობას. ხოლო, მეუფე ვახტანგ ახვლედიანი შვედეთის სამრევლოზე იზრუნებს. წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს დეკანოზმა, დავით შარაშენიძემ გააცნო. 42-მდე შემცირდა ეპარქიების რაოდენობა, ხოლო მღვდელმთავრების რაოდენობა 44-მდე იზრდება. წმინდა სინოდი ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებსაც ეხმაურება. საპატრიარქო მთავრობას საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას სთხოვს, ხოლო მორწმუნეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. სინოდის შეფასებით რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ხელოვნურად არის პროვოცირებული.

„არაერთხელ ჰქონდა ადგილი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, რაც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. ეს მიზნად ისახავს, ორი ტრადიციული რელიგიის და მათი წარმომადგენლების დაპირისპირებას. წმინდა სინოდმა დაადგინა - ეთხოვოს ხელისუფლებას დროულად გამოიძიონ განვითარებული მოვლენები და მიიღონ სათანადო ზომები, სამართლებრივი ბაზის შესადგენად" - აღნიშნავს, დეკანოზი დავით შარაშენიძე.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016