reportiori.ge - რა არის ტყვიაზე ძლიერი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:33
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა არის ტყვიაზე ძლიერი?
ავტორი:
19 მარტი, 2015. 11:17



გასულ კვირას მურმან დუმბაძე ორჯერ იყო იარაღის მაღაზიაში. ორივეჯერ კამერების თანდასწრებით. პირველად შეარჩია იარაღი და შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად იყიდა. კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ორივე ხელისუფლება აჭარაში თავად შეცვალა, ახლა იარაღს ყიდულობს, რომ დაიცვას ცოლი, შვილები და კერძო საკუთრება.


შიში ადამიანურია, მაგრამ მოქალაქეს როცა ეუფლება დაუცველობის გრძნობა, პოლიციაში რეკავს, ვიცე-სპიკერმა კი იარაღი იყიდა.


მას შემდეგ, რაც აჭარიდან ასლან აბაშიძე წავიდა, ბევრჯერ გამახსენდა ის, უფრო სწორად, გამახსენეს (მიუხედავად იმისა, რომ  სტატისტიკის მოყვარული ვარ, თან ისეთი მეწვრილმანეც, რომ ხანდახან ისეთ რამეებსაც ვითვლი, რაც არაფერში მჭირდება, მაგალითად, რამდენი კიბე აქვს უმაღლეს საბჭოს). ზუსტად იმის თქმა, თუ  რამდენჯერ გამახსენდა ასლანი 11 წლის მანძილზე, გამიჭირდება. თუმცა ზუსტად შემიძლია ვთქვა,  ბოლოს როდის  გამხსენდა ის - ვნახე  კადრები, როგორ ყიდულობდა დუმბაძე იარაღს მაღაზიაში. დუმბაძის, იარაღის, პოლიტიკის და ასლანის გახსენების თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდები.


რამდენიმე ჩემი მეგობარი, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ბოლო თვეებია,  ერთი და იმავე პათოსის  გზავნილებს მიგზავნის: ერთ-ერთი  ასეთია  „მოგვჭრეს თავი, ნუ..."


ჩემი მეგობარი ბათუმელია, სტუდენტობის შემდეგ, უკვე 20 წელია, თბილისში ცხოვრობს. თავი მოჭრილად უმაღლესი საბჭოში მიმდინარე პოლიტიკოსთა  ვნებების გამო იგრძნო. მიუხედავდ იმისა, რომ თავად არც ავთანდილ ბერიძე აურჩევია, არც პეტრე ზამბახიძე და  წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის ჯემალ ფუტკარაძე.


რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობ ჩემი მეგობარის მსგავსად, თან ამ ისტორიაში ყველაზე ნაკლებად მაწუხებს, აჭარა თბილისიდან როგორ ჩანს - იმედგაცრუებულ ამომრჩეველს უფრო თანავუგრძნობ. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია ჩემს საქმიანობასთან წინააღმდეგობაში  არ მოდის. მთავრობა, უმაღლესი საბჭო და სხვა დანარჩენიც ზუსტად ისეთი უნდა წარმოჩნდეს, როგორიც არის - არც უკეთესი და არც უარესი.


ნაციონალური არხები აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე  მოვლენებს  ხშირად ასე ასათაურებენ - „პოლიტიკური კრიზისი". უმაღლესი საბჭოს დეპუტეტებს ძალიან აღიზიანებთ და  ამავდრულად მოსწონთ  სიუჟეტების პათოსი, ჩაქვში ერთ დარბაზში  მიმდინარე  პროცესებს ხან „ცისფერი მთებიდან" ყანჩელის მუსიკა ერთვის და ხანაც „განდაგანა". ეს პროცესებს უფრო აღქმადს ან შეიძლება სასაცილოს ხდის, პოლიტიკოსების აზრით, პრობლემას ყანჩელი მუსიკა უფრო აზოგადებს. „განდაგანა" - უფრო ლოკალურს ხდის. ეს სიუჟეტები კი ძირითადად იმიტომ მოსწონთ, რომ ბოლო-ბოლო აღარავინ  კითხულობს არც ბათუმში, არც სხვაგან - ესენი ვინ არიან? როგორც ჩანს, მათთვის  მთავარი მიზანი ცნობადობაა და არ აქვს მნიშვნელობა გზას, რომელიც აირჩეს, მით უმეტეს, როცა უკვე არჩეული ხარ.


აქ ბევრი ამბობს, რომ ეს „დემოკრატიული პროცესია, აბა, ამდენს გაბედავდნენ „ნაციონალების" დროს?"


„ნაციონალების" დროს, რა, როგორ იყო, ეს აქტუალური კიდევ რამდენი წელი უნდა იყოს? რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, არ ვფიქრობ, რომ დემოკრატიული პროცესია. შესაძლო მოსყიდვის, გადაბირების, ხელების გადაგრეხვის პროცესი ჩემთვის დემოკრატიის ჩარჩოში ვერ ჯდება. მოსყიდვა მოსყიდვაა, დაშინება დაშინებააა და შენ მთავრობა ხარ თუ ვინც ხარ, ვერ გამოჩნდები უფრო დემოკრატიული, თუ მხოლოდ იმის  პრეტენზია  გაქვს, რომ  წინამორბედისგან განსხვავებით ძალადობის  დოზას  ამცირებ.


ძალადობაზე, კორუფციაზე, ღალატზე „ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა გუნდმა  საუბარი  ხელისუფლებაში მოსვლიდან  2 წლის შემდეგ 2014 წლის   სეტემბერში დაიწყო, მაშინ, როცა სამთავრობო უწყებებიდან მურმან დუმბაძის კადრები გაუშვეს. როცა პოლიტიკური ნიშნით დანიშნავ და შემდეგ ათავისუფლებ, ნუ მოგვასაღებთ ამ ფაქტს „დემოკრატიის უდიდეს მონაპოვრად". სამსახურიდან დათხოვნილ შენს თანაგუნდელებს რომ დაინახავ და მიხვდები, რომ  შენი ძალაუფლება საფრთხეშია - მაშინ გამოააშკარავებ მთავრობის მიერ კორუფციული გარიგების სავარაუდო ფაქტებს, ნურც ამას მოგვასაღებთ  როგორც დემოკრატიას. მიუხედავდ ამისა, ამ ფაქტებზე  გამოძიება რომ მოკვლევას არ დაიწყებს, ნუ გვეტყვით, რომ დემოკრატიის გაღრმავებაზე ეს ხელისუფლება დღედაღამ ზრუნავს.


რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, წესით, ამ პროცესმა ხალხის თანგრძნობა არ უნდა მიიღოს, რადგან ეს ნერვების ომია და არა ომი ნამდვილ ღირებულებათა გამო: დისტაციიდან ჩანს, რომ პატივცემული დეპუტატები არ დავობენ თანსწორობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, კანონშემოქმედების გამო. დავის შედეგი  უკვე სახეზეა: ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში 2 წლისა და 5 თვის შემდეგ არის რამდენიმე ვაკანტური „სკამი". სკამის დაუფლებისთვის საჭირო  მანდატები არც ერთ პოლიტიკურ  ძალს არ აქვს. ახი არ არის ამთზე, მათთვის ასე სანატრელი ჩაქუჩი  იმას დარჩეს,  ვინც  ამ ხნის განმავლობაში  რადიატორთან  იჯდა?!




რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილისთვის პოლიტიკური სტატუსი   შურისძიების იარაღია.



ამასობაში, შურისძიების წყურვილმა ბათუმის ქუჩებში გადმოინაცვლა. უმაღლესი საბჭოს პროცესების კვალდაკვალ, ქუჩაში ბიჭები გამოჩნდნენ, უფრო სწორად, მერიის თანამშრომლები  კვერცხით ხელში.



(ზუსტად მახსოვს, ასლანი პირველად როდის გამხსენდა, ეს იყო აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის გაქცევიდან ერთი თვის შემდეგ. ასლანის ქალიშვილი დიანა ბათუმში ჩამოვიდა დედის საფლავის მოსანახულებლად. ინტერვიუს მოლოდინში სახლს წრე რამდენჯერმე შემოვუარე, დავინახე, 10-მდე ადამიანი უმაღლესი საბჭოს მაშინდელ ერთ-ერთ გავლენიან  წევრს ესაუბრებოდა, დეპუტატს მივესალმე და გზა გავაგრძელე, ნახევარ საათში დიანა აბაშიძის სახლთან ვითარება დაიძაბა, მოვარდნენ ქალები და კივილი დაიწყეს. მე მაშინ ის ხალხი ამოვიცანი, ვინც ბატონი დეპუტატის კონსულტაციებს ისმენდა. ყველაფერი ცხადი იყო - ასლანის ქალიშვილს ახალი ხელისუფლება ასლანის მეთოდითვე დაუპირისპირდა, პრობლემა კი იმაში იყო, რომ  ეს დიდად  არავინ გააპროტესტა ან ხმის ამოღების შეეშინდათ).



რამდენიმე დღის წინ „ბათუმელების" ოფისში მივდიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან აქცია შევნიშნე, - გაწევ-გამოწევა იყო. აქციის მონწილეებს დავაკვირდი და მივხვდი, პროცესი მართული იყო, რადგან ნამდვილ პროტესტს ძალით ვერ დადგამ. რა შეიცვალა? მხოლოდ ის, რომ ახლა ბათუმში „ნაციონალებს" და მურმან დუმბაძის  გარემოცვის წევრებს  დასდევენ.



ერთსა და იმავე სურათს ვხედავ უკვე 24 წელია, მაინც ახერხებენ ჩემს გაკვირვებას. პოლიტიკოსები საჯარო განცხადებებში ამბობენ, რომ ამ ხალხს ქალაქის მერი ერმაკოვი მართავს, პირად საუბრებში კი სულ სხვა გვარი მესმის, როგორც ჩანს, იმ ბიჭის სახელისა და გვარის ხსენება  ეშინიათ (მე კი პირადი საუბრების გასაჯაროება არ მინდა). მაგრამ ამ თანამდებობის პირის მიერ ჯგუფის მართვაზე იმდენად ბევრი ადამიანი საუბრობს, დარწმუნებული ვარ, სულ მალე ყველასათვის ცნობილი გახდება მისი სახელი.



მგონია, რომ  შიშს  პატივისცემა ბევრად სჯობია.



ხედავთ,  შიშს  პოლიტიკოსი სადამდე მიჰყავს?



1000 ლარი იარაღისთვის და 10 ვაზნა. მურმან დუმბაძემ იარაღი კამერების თვალწინ იყიდა. ნეტავ, რას მოიქმედებენ მოწინააღმდეგები, რით აჯობებენ მას? იმ შურისმაძიებელთა ჯგუფს გაზრდიან, ვინც ქუჩაში სკანდირებს „ჯემალ - მოღალატე", „მურმან - მოღალატე" თუ  ისინიც იარაღს იყიდიან? ნეტავ,  ორს თუ  ორზე მეტს?



თქვენი ნებაა, მაგრამ როგორც აბრაამ ლინკოლნი იტყოდა: „ამომრჩევლის ხმა ტყვიაზე ძლიერია".



ნათია ზოიძე


წყარო: http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/weekly1/42614/





 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016