reportiori.ge - ამ გიჟის სიახლოვეს თქვენი ყოფნა ჩვენი სირცხვილიცაა, ბუბა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:11
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ამ გიჟის სიახლოვეს თქვენი ყოფნა ჩვენი სირცხვილიცაა, ბუბა!
20 მარტი, 2015. 08:17



ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობას, „შემოქმედებთან" ერთად „გულშემატკივართა" და მედროვეთა მოზრდილი გუნდიც ახლდა. სიმართლე გითხრათ, ამ „ხალხის" (?!) არც ასავალ-დასავალი და არც დღევანდელი სტატუსი დიდად არ მაღელვებს და ნამდვილად არ მაინტერესებს; თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისი, რომელთა გამოც (ამ ცხრა წლის მანძილზე მათი ცხოვრების წესს ვგულისხმობ) ნამდვილად გული მწყდება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სახელი ამ უგვან ხროვასთან ასოცირდება, იმიტომაც, რომ ჩემი (და ბევრი სხვისიც) ახალგაზრდობის კერპის გაუფასურების მომსწრე გავხდი. ზედმეტი წიაღსვლებით რომ არ გადაგღალოთ, პირდაპირ ვიტყვი - ვახტანგ კიკაბიძეს ვგულისხმობ. განა საწყენი (თუ უფრო მეტი არა) არ არის, რომ „დიელოს" და „ორერას" ერთერთი შემოქმედი, ბენჟამენისა და ვალიკოს განუმეორებელი სახეების შემქმნელი, თბილის-ქალაქის მეხოტბე და საპატიო მოქალაქე თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და უკრაინას სთხოვს თავშესაფარს?!


მოგვიანებით კი უბრძანებია- ვიხუმრეო, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ხუმრობა არ ყოფილა, ისევე, როგორც ცხრა წლის მანძილზე „მიშა, მიშას" ძახილში და იმ მანქურთის ყველა ქმედებით აღფრთოვანებაში ვერ აღმოვაჩინე იუმორის ნატამალი, არც ეს უზნეობა (სხვა შესატყვისს ვერ ვპოულობ და ალბათ, არც შეეფერება) მგონია შემთხვევითი. რამეზე, ან ვინმეზე ხომ არ ხართ ნაწყენი? ამბობენ, დეკემბრის მერე ივანიშვილის პენსიას ვეღარ იღებს და გაბრაზებულიაო, რაღა დაგიმალოთ და ის კი არაა, პენსია რომ შეუწყდა, უმადური რომ აღმოჩნდა,-ის უფროა!



ბატონო ვახტანგ! ჩემზე არანაკლებ იცით, სამშობლოს არ ებუტებიან... ამ მცირე რეპლიკის დასასრულს კი ისევ გავმეორდები: გული მწყდება, ძალიან მწყდება გული, რომ ვალიკო მიზანდარი ვეღარ გადმოხედავს ალაზნის ველს და ვეღარც ბენჟამენ ღლონტი შემოსძახებს მეგობრებთან ერთად ჰარირას, რადგან იქ, სადაც მიიჩქარით, სხვა დედა მდინარე აქვთ და სიმღერითაც სხვა კილოზე მღერიან, წლების მანძილზე ივანიშვილისგან მიღებულ- ბოძებული პენსიის გამო, კი მინიმუმ მადლობა მაინც უნდა გადაიხადოთ თქვენც და საზოგადო მოღვაწეთა იმ უშველებელმა არმადამ, ბოლო ორი თვის განმავლობაში (როგორც ამბობენ-პენსიის შეწყვეტისა და გამო!) წკავ-წკავით რომ აიკელით მთელი ქვეყანა! თორემ ერთი გიჟისა არ იყოს- „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო,"- გაგონილი გექნებათ.

ამ გიჟის სიახლოვეს თქვენი ყოფნა ჩვენი სირცხვილიცაა, ბუბა!




 





 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016