reportiori.ge - თქვენი დრო ამოწურულია! სუსკაც!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თქვენი დრო ამოწურულია! სუსკაც!
20 მარტი, 2015. 08:00



ორიოდ დღეა, ჩვენი პატივცემული საზოგადოების ერთი ნაწილი სერიოზულად არის აღშფოთებული, დაახლოებით ისე საქართველოს „მეგობრებს" რომ დაემართათ 2008 წლის ომის მერე... პრესისა თუ ტელევიზიის მეშვეობით ანთხევენ ამ აღშფოთებას და ძალიან სერიოზული სახეებით გვმოძღვრავენ: - ეს რა გააკეთეთ, როგორ შეიძლება, ახალგაზრდებს ღუპავთო. ღმერთო ჩემო! ასეთი რა ავი საქმე ჩაიდინეს, რომ ეს პატივცემული გვამები ასე განრისხდნენ? ბევრი არაფერი ბატონებო, უბრალოდ, ზუგდიდში ახალგაზრდებს აჩვენეს ჩვენი ნაციონალი მთავრობისდროინდელი „კაი-კაცობის" მაგალითები.


ახლა არ იკითხავთ ამ აღშფოთებულთა ვინაობას? თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტადის ხალხია, ვისი ერთი ნაწილიც 9 წლის მანძილზე ამ „შემოქმედებას" ტაშს უკრავდა, მეორე კი ამ სამარცხვინო „სპექტაკლების" დადგმით იყო დაკავებული. რა უცნაურია, მაშინ არ ფიქრობდთ ამ ახალგაზრდებზე, ვისაც მშობლებს უპატიმრებდით, ქონებას ართმევდით და ნამუსს ხდიდით? ძალიან ვცდილობ ჟურნალისტური ეთიკა დავიცვა და ზრდილობის ფარგლებს არ გავცდე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მიჭირს, რადგან ამ ფარისეველთა ბრბოსგან განსხვავებით ერთსაც ვიცავ და მეორეც გამაჩნია. პასუხად კი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის გვარცელებულ სტატუსს გამოვიყენებ (იმედია, ქალბატონი სალომე არ მიწყენს):


„ფარისევლობა დაგვღუპავს!

ბოლო -ბოლო, არ ვიცი, ვის რა კადრები აჩვენეს, მაგრამ რომც ეჩვენებიათ „ის" ციხის კადრები, ამაში ტრაგიკულს და ბოდიშის მოსახდელ მიზეზს ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავ... გაგახსენებთ, რომ ევროპის სკოლებიდან ჩაჰყავთ ბავშვები აუშვიცის, ბუხენვალდის, რავენსბრუკის და სხვა საკონცენტრაციო ბანაკებში და არა მხოლოდ ათვალიერებენ მათ, არამედ ფოტო მასალას და ფილმებს ეცნობიან სწორედ იმისთვის, რომ მეხსიერებაში ჩაიბეჭდოს... იგივე ხდება, როცა ტურისტად ჩადიხარ იზრაელში და დიდი პატარა აუცილებლად უნდა მიგიყვანონ „იად ვაშემის" მემორიალთან და იქ მოთავსებულ უმძიმეს გამოფენას გათვალიერებენ!.. ან კიდევ სომხეთში ჩასული, როცა გენოციდის მუზეუმს ეწვევა ადამიანი...


ეს არის დღევანდელი მსოფლიო, სადაც არც ბავშვებს არ უფრთხილდებიან!  თუ კი გვესმის, რა ხდება სირიაში... ამიტომ ყველა უცხოეთის ტელევიზიები ხშირად იმეორებენ იმ ძალიან მძიმე კადრებს ამ ტრაგედიების ამსახველს სწორედ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს არ დაავიწყდეთ ბარბაროსობა და მასთან ბრძოლის აუცილებლობა... ჩვენ რა ნაზები და რა მორალისტები გავხდით უცებ, რომ გვირჩევნია ემოცია არ გამოიწვიოს ბავშვში, ავაცილოთ მას ეს განცდები, და ავარიდოთ საერთოდ ჩვენი ქვეყნის რეალობას... როცა სულ ორიოდე წლის წინ თვითონ შეიძლებოდა კადრების მაყურებელი კი არა, მსხვერპლიც გამხდარიყო ან თვითონ, ან მამა თუ ძმა..." - წერს ზურაბიშვილი.


ამ ფოტოზეც სწორედ ძველი კადრებია აღბეჭდილი, რომლის ანალოგის მცდელობაც ოცნებად ჰქონდათ სააკაშვილის გებელსებს და ბევრიც არაფერი დაუკლიათ, ამ დღეში რომ ჩაეგდოთ ქვეყანა!


P.S. თაობის გარყვნისა და დეგრადირებას ვიღა რად დაგიდევს. მთავარია, ყველაფერი სხვას გადააბრალო და... არადა, რეალური კრიმინალები გვიკითხავენ მორალს, ცხრა წლის განმავლობაში სულის ამოხდით რომ გვემუქრებოდნენ!

გეყოთ ბატონებო! თქვენი დრო ამოწურულია! სუსკაც!







 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016