reportiori.ge - ლევან კოჭლოშვილი: „წერდნენ, რომ სანდრა რულოვსის პირადი ბიზნესი იყო ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა... იგივე ბიზნესის განხორციელება ხდება, უკრაინაში“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:44
პრეს-დაიჯესტი
ლევან კოჭლოშვილი: „წერდნენ, რომ სანდრა რულოვსის პირადი ბიზნესი იყო ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა... იგივე ბიზნესის განხორციელება ხდება, უკრაინაში“
ავტორი:
20 მარტი, 2015. 13:55



სანდრო კვიტაშვილი, მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის მინისტრია უკრაინაში და ამ ადამიანების გავლენით გადაბარგდა ეს ბიზნესი იქ

 

რა მეთოდები გადაიტანეს უკრაინაში ნაციონალებმა? ვინ კურირებს უკრაინაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას? რომელი ქართული ლეგიონი შემოვა  21 მარტს აფხაზეთიდან და ვინ იქნება მისი წინამძღოლი?

 

ალიას მოძრაობა ივერიელებისხელმძღვანელი, ლევან კოჭლოშვილი ესაუბრა:

 

მაქვს ინფორმაცია, რას უნდა ველოდოთ ნაციონალური მოძრაობისუკრაინაში გადაბარგებული ხელმძღვანელებისგან. აქ ორი საკითხია: ერთია საქართველოსთვის ეკონომიკური სიძნელეების წარმოშობა, რაც უკრაინიდან წამოვა, და მეორე ? პოლიტიკური დესტაბილიზაციის შემოტანა. ამ ორივე ფაქტორზე დიდი  ერკეტი აქვთ იქაურ ნაციონალებს. უკრაინაში გადახვეწილია რამდენიმე ათასი ყოფილი ქართველი ჯარისკაცი, რომლებმაც მიიღეს უკრაინის მოქალაქეობა, ჩაირიცხნენ უკრაინის ჯარში დაქართული ლეგიონის სახელით მოქმედებენ. ალიაც წერდა, რომ სამხედრო ინსტრუქტაჟსა და ზედამხედველობას, კოორდინირებას ახდენს გიგი კალანდაძე, რომელიც, ბრალდებულის სტატუსით იყო საქართველოში და თუ მოხდა ისე, რომ ფართომასშტაბიან საომარ დაპირისპირებაში შევიდნენ რუსეთი და უკრაინა, თან იმ ფონზე, როცა წვრთნები აქტიურ ფაზაში შეიყვანა ვლადიმერ პუტინმა, სავსებით შესაძლებელია, რომ არეულობის შემოტანის მიზნით, სააკაშვილმა საქართველოც ჩაითრიოს პროვოკაციაში და ის სამხედროები 21 მარტს გამოიყენონ ქართველების წინააღმდეგ.

 

თქვენ ვერსიას მეუბნებით, თუ ინფორმაცია გაქვთ?

 

ინფორმაცია მაქვს, რომ პროცესების განვითარებიდან გამომდინარე, ისინი უკრაინიდან აფხაზეთის ტერიტორიის გავლით შემოვლენ. შესაძლოა, ზუგდიდში შემოიტანონ დაძაბულობა და შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაც ჰქონდეთ. უბრალოდ, ეს ხალხი ელოდება, რა სახის საზოგადოებრივი აქტივობა მოჰყვება ნაციონალების მიტინგს. ანუ, თუ რეალურად დიდი მასა დადგება რუსთაველზე და მოხდება ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ყველაზე მაგარი საყრდენი ნაციონალებისთვისრეგიონში ჰყავთ ზუგდიდი და შესაბამისად, გამოჰყვებიან ზუგდიდიდან და შეეცდებიან, შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობას და მათ რიგებში ამ ვარიანტის აქტიური განხილვა მიდის.

 

– რაც შეეხება სხვა ინფორმაციებს?

 

– ბევრი იბეჭდებოდა გაზეთებში იმის შესახებ, რომ სანდრა რულოვსის პირადი ბიზნესი იყო შავ ბაზარზე ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, რაც მათთვის უკვე ფიზიკურად შეუძლებელი გახდა საქართველოს მასშტაბით. ამიტომ იგივე ბიზნესის განხორციელება ხდება, უკვე მიხეილ სააკაშვილის კურირებით, და... სანდრო კვიტაშვილი, მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის მინისტრია უკრაინაში და ამ ადამიანების გავლენით გადაბარგდა ეს ბიზნესი იქ.

 

– უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ, გვითხრათ, რა ხდება?

 

– თქვენ თუ გახსოვთ, ამ ცოტა ხნის წინ ტელევიზიების კამერებით როგორ შეუვარდნენ უკრაინელ ცნობილ ონკოლოგს, ექიმს, რომელიც ოპერაციას ადგა თავზე და სკალპელით ხელში პაციენტის გაჭრას და ქირურგიულ ჩარევას აპირებდა, როგორ მიაწოდეს გაოგნებულს განთავისუფლების შესახებ ბრძანება და, როგორ დაატოვებინეს საოპერაციო ბლოკი. ჩემთვის ცნობილი გახდა, და ეს ზუსტი ინფორმაციაა, რომ ეს ადამიანი მანამდე დაიბარეს და მოსთხოვეს ადამიანების ორგანოებით ვაჭრობა, რაზეც ამ ექიმმა უარი განაცხადა და ამიტომ, მისი დასჯა მოხდა „პაკაზაწელნ“-ად. ეს იყო ყველა სხვა მთავარი ექიმისთვის კონკრეტული გზავნილი, თუ არ დაგვემორჩილებით, ზუსტად იგივე ბედს გაიზიარებთო. ანუ, როგორც საქართველოში დაიწყეს დაშინების პოლიტიკა, იგივე პოლიტიკა გაგრძელდა უკრაინაშიც, ოღონდ აქ ექიმებით დაიწყეს.

 

– შემდგომი „გაჩერება“ ბიზნესის დატერორებაა?

 

– სავარაუდოდ... ანტიკორუფციულ სამსახურს იქ ხელმძღვანელობს უკვე უკრაინის „რუხი კარდინალი“ ზურაბ ადეიშვილი და შესანიშნავად ვიცით, მისმა პროკურატურამ რა დღეში ჩაყარა აქაური ბიზნესმენები, ღამის 2 საათზე რომ ხდებოდა ნოტარიუსებთან ამ ადამიანების მიყვანა და ქონების ნოტარიულად გადაფორმება და, დიდი ალბათობით, უკრაინაშიც იგივე დაიწყება სულ მალე. მოგეხსენებათ, რუსეთში დიდი ფინანსური ინფლაციის გამო, რომელიც 88%-ს შეადგენს, პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფულის დიდი მასების გადინება არ უნდა მოხდეს და დაკრედიტების პოლიტიკა შეჩერებულია, შესაბამისად, დოლარის დიდი მასის რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლა აკრძალულია და ავტომატურად ეს შეეხო ღვინის ბაზარსაც. ქართული ღვინის გატანა დიდი ოდენობით გათვლილი იყო რუსეთის ბაზარზე, შესაბამისად, ქართული ღვინის ნაშთების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით იმატა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ალტერნატიული ბაზარი, რომელიც ჩვენთვისაა და ესაა უკრაინა, თუ ის მოინდომებს, რომ დიდი რაოდენობის ქართული ღვინო წაიღოს, ადეიშვილს უფლება აქვს, მოიწვიოს ღვინის დისტრიბუტორების სხდომა და აუკრძალოს მათ ქართული ღვინის შეტანა უკრაინის ტერიტორიაზე, რისი უარყოფითი შედეგიც აუცილებლად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, უკრაინაში წლების მანძილზე იყო ოლიგარქიული მმართველობა, ამის დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ბიზნესმენები შავად აკეთებდნენ ფულს და საბუთებში იყო უამრავი ხარვეზი, რასაც ჩვეული მეთოდით აითვისებს ზურაბ ადეიშვილი და ამ ხალხს საბუთებში უპოვიან მარტივ შეცდომას და გაუშვებენ ციხეში, მანამდე კი იქაც საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაცია შეიძლება, ჩატარდეს და შესაბამისად, იქაურ ბიზნესსაც მარტივად დაიმორჩილებენ. გარდა ამისა, კარგად ვიცით, რომ უკრაინისთვის პროდუქციის გასაღების ბაზარი არის რუსეთი, მაგრამ მათი ამ სამხედრო დაპირისპირების ფონზე ძალიან დიდი რაოდენობით პროდუქტი იგივე ქათამი, რძე, ყველი, კარაქი, ფქვილი დაგროვილია, რომლის გასაღებაც უკრაინისთვის ძალიან დიდი პრობლემაა და ეს ავტომატურ რეჟიმში შემოდის საქართველოში. იმის გამო, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოიმაგრონ ფეხი, ეს ყველაფერი შემოდის იაფად და ეს იაფი ფასები უკრაინულ ფირმებს უღირთ იმიტომ, რომ ამ პროდუქტის შენახვის ვადებში შეზღუდულები არიან და ყველაფერზე მიდიან, რომ უკვე ჩაწოლილი საქონელი გასაღდეს.

 

– და რა არის ამაში ცუდი, რომ მოსახლეობამ იაფად იყიდოს მათი პროდუქტი?

 

– ერთი მხრივ, მოსახლეობისათვის ეს შვებაა, მაგრამ ადგილობრივ მწარმოებელს ამ პროდუქტის წარმოება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე უკრაინიდან შემოტანილი.

 

– ანუ ეკონომიკური საბოტაჟი შეიძლება მოაწყონ? მერე გააიაფოს აქაურმაც თავისი პროდუქტი.

 

– მაშინ წაგებაზე გადის და ადგილობრივი წარმოება ზარალობს და თუ ეს გაგრძელდება დიდი ხნის მანძილზე, ადგილობრივ წარმოებას ზარალი მიადგება ნამდვილად, რადგანაც მოგების მაჩვენებელი დაბალი იქნება და გარკვეულ შემთხვევაში საწარმოები დაიხურება.

 

– თქვენ „ნაციონალების“ ვერაგობებზე მელაპარაკეთ და როგორ ფიქრობთ, უკრაინელები არ უნდა მიხვდნენ, რა განავალშიც ჩაყვეს ცხვირები?

 

– მოდით, ასე გეტყვით: უკრაინელები იმდენად მიმტევებლები არ არიან, როგორც ქართველები, რადგანაც ჩვენ 9 წელი ვუთმინეთ და დემოკრატიულად გადავაყენეთ – არჩევნებით გავუშვით ესენი პოლიტიკურ სამარეში. უკრაინა სხვა განზომილებაა: გაიხსენეთ, დაახლოებით ერთ პერიოდში მოხდა ვარდების რევოლუცია და ნარინჯისფერი რევოლუცია, მაგრამ იმათ ამ პერიოდში რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალეს, ჩვენგან განსხვავებით, თუმცა ამერიკა მათაც უჭერდა ჩვენსავით მხარს.

 

– იმათ ჩვენნაირი სისხლისმსმელი პრეზიდენტი არ ჰყოლიათ.

 

– კი, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ იმათ მიტევების კოეფიციენტი ნამდვილად დაბალი აქვთ. შესაბამისად, რა სიბინძურეებიც აქ ატარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა, დამიჯერეთ, ამას დიდხანს ეგენი არ მოითმენენ და წინასწარმეტყველებად მიიღეთ: სულ მალე მანდ „ნაცებს“ ძალიან ცუდად წაუვათ საქმე, თუმცა „ნაცებს“ გარკვეული მწარე გამოცდილება უკვე აქვთ და ალბათ, შედარებით ფრთხილად იმოქმედებენ უკრაინაში.

 

თამარ ოქრუაშვილი

 

გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016