reportiori.ge - მამა ბასილი (მკალავიშვილი): სააკაშვილის ხროვა ამოსაძირკვია, არანაირი დანდობა მათ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:43
პრეს-დაიჯესტი
მამა ბასილი (მკალავიშვილი): სააკაშვილის ხროვა ამოსაძირკვია, არანაირი დანდობა მათ!
ავტორი:
21 მარტი, 2015. 12:57



«საქართველო და მსოფლიოს» მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრება გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილი (მკალავიშვილი).



- მამაო ბასილ, ჯერ კიდევ 1998 წლის 25 ნოემბერს, თქვენს მრევლთან ერთად, მთავრობის სახლის წინ გამოხვედით მოთხოვნებით: 1. «პარლამენტმა მიიღოს კანონი რელიგიის შესახებ და საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოება გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად»; 2. «აღიკვეთოს მართლმადიდებელი სარწმუნოების წინააღმდეგ მიმართული პროზელიტური მოქმედების სექტათა თარეში»... მაშინ პარლამენტის ოფიციალურმა პირებმა აღგითქვეს, რომ ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში კონსულტაციები დაიწყებოდა, მაგრამ არათუ ეს არ მოხდა, შემდგომ წლებში ანტიმართლმადიდებლურმა კამპანიამ კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. ახლა, როცა ხელისუფლება თითქმის ძირეულად შეცვლილია, რამდენად შესაძლებლად და ლოგიკურად მიგაჩნიათ იმავე მოთხოვნების ხელახლა დაყენება?



- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი. მადლობას მოგახსენებთ ამ შეკითხვისთვის, რადგან სწორედ ამ კითხვაშია ჩადებული ჩვენი განვლილი თუ ახლანდელი მოღვაწეობა, რისთვისაც ვიბრძოდი ჩემს მრევლთან ერთად.



ყოველი ადამიანი განვლილ ცხოვრებას კრიტიკის თვალით უნდა უყურებდეს. რა გააკეთა ღვთის სათნო საქმე ან რა ვერ გააკეთა, რომ გამოასწოროს, ხოლო რაც შეეხება აწ უკვე ყოფილ ხელისუფლებას, მათ ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი გაუკეთებიათ.



ჩემი მღვდლობის პერიოდში მაქსიმალურად ვიღვწოდი მართლმადიდებლობის დასაცავად: მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად ვმართავდი მშვიდობიან აქციებს მოთხოვნით - შეწყვეტილიყო სექტანტების თარეში, პროზელიტიზმი, გამოცხადებულიყო მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ ბევრი მხარდამჭერი გვყავდა როგორც სამღვდელოებაში, ასევე პარლამენტში. როგორც კი გაიგო ეს ამერიკამ, უშუალოდ ჯორჯ სოროსმა, მაშინვე ამოქმედდა მისი ბოროტების მანქანა და ჩამოყალიბდა საქართველოში ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაციები „თავისუფლების ინსტიტუტის" სახით, რომლებშიც გაერთიანდნენ საქართველოს მოღალატეები, და იმდენი ქნეს, რომ მოახერხეს, პარლამენტს არ მიეღო მართლმადიდებლობის სასარგებლო რაიმე გადაწყვეტილება, მიიღეს ე.წ. კონკორდატი, რომლის მიხედვით ყველა მცირე რელიგიური კონფესიის უფლებები გაუთანაბრეს მართლმადიდებლობას. შემდეგ ამ გადაწყვეტილებას სინოდის წევრებმაც დაუჭირეს მხარი, გამონაკლისის გარდა. ეს სამარცხვინო ფაქტი შავ, მოუცილებელ ლაქად მიითვალა საქართველოს ისტორიამ. გაძლიერდა რა ბოროტი ძალები მმართველ ორგანოებში, მართლმადიდებლობაზე შემოტევამ აპოგეას მიაღწია. მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა, ჩვენ ფარ-ხმალს არ ვყრიდით და ვაგრძელებდით ბრძოლას სარწმუნოების, ერის ტრადიციების დასაცავად, გვქონდა მრავალჯერადი მშვიდობიანი აქციები, მოვითხოვდით შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქციებზე ხშირად გამოდიოდნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი პარლამენტარები: ვახტანგ ბოჭორიშვილი, ანზორ აბრალავა, ელიზბარ ჯაველიძე. ისინი პარლამენტშიც აქტიურად უჭერდნენ მხარს მართლმადიდებლობას, რაც შეეხება გიგი წერეთელსა და ადამიანის უფლებების დაცვის წარმომადგენელ ალექსანდრე კოკოითს, ისინი ცალსახად გამოხატავდნენ ჭეშმარიტ პოზიციას. აკადემიკოსი პარლამენტარი, ბატონი გურამ შარაძე ჩვენი თანამებრძოლი იყო. როცა გვარბევდნენ მშვიდობიან აქციებზე, ბატონი გურამი ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა.



ჩვენი მრავალჯერადი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ კოკოითმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართებოდა კონსულტაციები და ჩვენი წარმომადგენლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. სავალალოდ, მოხდა საპირისპირო. სწორედ აქედან დაიგეგმა და დღის წესრიგში დადგა იმ პიროვნებების ჩამოშორება, რომლებიც ხელს უშლიდნენ მათ შავბნელი საქმეების აღსრულებაში სარწმუნოების აღმოფხვრისთვის.



კითხვაზე: რამდენად შესაძლებლად მეჩვენება ჩვენი მოთხოვნის დაყენება, არ გიპასუხებთ, ჯერჯერობით ვუყურებ ხელისუფლების კურსს. მივესალმები, რომ მეტ-ნაკლებად მიმდინარეობს კანონიერების აღდგენა. მართლმადიდებლობა თუ თავის ადგილს არ დაიჭერს საქართველოში, ჩემი გაჩუმება არ იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ვინც არ დაიცავს მართლმადიდებლობას, ვერ აღვიქვამ ჭეშმარიტ მთავრობად. ეს არის ჩემი პოზიცია.



- დღეს საქართველოში ფართომასშტაბიანი სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს. გადაიხედა და ხელახლა ძიების პროცესშია არაერთი საქმე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ბურუსით იყო მოცული. როგორ ფიქრობთ, 2004 წლის 12 მარტს ეკლესიის დარბევისა და თქვენი დაკავების ფაქტით უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ამ საქმისთვის აქამდეც უნდა მიექცია ყურადღება პროკურატურას?



- როგორც აღვნიშნე, მიხარია, რომ მოსულმა ხელისუფლებამ მოღვაწეობა სამართლებრივი პროცესით დაიწყო, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ ის, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტობა მართლმადიდებელ ეკლესიაზე შტურმით დაიწყო. მთელი მსოფლიო შეძრა ეკლესიის ბარბაროსული დარბევის კადრებმა და დიდმარხვაში ღამენათევი მრევლის დაწიოკებამ. ამაზე მეტი ფაქტი შეიძლება? ჩვენი ეკლესიის დარბევა მაშინდელი მთავრობის სამარცხვინო ფაქტი იყო. ერთი უბრალო მღვდლის დასაჭერად, რომელიც ჯვრით ხელში ამბიონზე დგას და ლოცულობს, გამოიყენეს 3000-მდე სპეცრაზმელი და 2000-მდე ჯარისკაცი, მაშინ, როცა წინა დღით პრესკონფერენცია ჩავატარეთ სახალხო დამცველის ოფისის ეზოში. სულ 6 კაცი ვიყავით. ჩემი აყვანა სულ უბრალოდ მოხდებოდა, მაგრამ კაციჭამია პრეზიდენტმა ფაშისტური რეჟიმის ძალის დემონსტრირება მოახდინა. მაშინ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ უდიდესი ცოდვა ჩაიდინა თავისი დუმილით, ხმა რომ არ აღიმაღლა შემზარავი ფაქტის გამო, არ მოითხოვა დამნაშავეთა დასჯა. იქიდან მოყოლებული რაც მოხდა საქართველოში, ყველამ ვიხილეთ.



ვაპირებ თუ არა ჩივილს, გეტყვით, რომ არა. მე მინდობილი ვარ ღმერთს, მსაჯულად და კანონმდებლად მხოლოდ ის მიმაჩნია. ღმერთი მიაგებს ყველას თავისი ცოდვებისათვის. მე მოგიყვანთ ერთ ფაქტს. ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი დამრბევი ავტოკატასტროფაში მოყვა, სიკვდილის წინ თქვა: მე იმიტომ ვკვდები, მამა ბასილის ეკლესიის დარბევაში რომ მივიღე მონაწილეობაო.

 


- რადგან სამართლებრივი პროცესი ვახსენე, კონკრეტულ პიროვნებებზეც გკითხავთ, 2000 წლის 16 აგვისტოს გლდანის ეპარქიასა და იეღოველთა სექტას შორის გამართული სასამართლო პროცესი „თავისუფლების ინსტიტუტის" მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერის - გიგა ბოკერიასა და რადიო «თავისუფლების» ჟურნალისტ დავით პაიჭაძის მხრიდან მართლმადიდებელ მრევლზე გააფთრებული თავდასხმით დასრულდა. დიდწილად ამ ორი ადამიანის აქტიური მცდელობის შედეგი იყო 2004 წლის 12 მარტს ჩატარებული ოპერაციაც, რომლის დროსაც დაგაკავეს. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, ეს ყველაფერი მათ მიმართ რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველი გახდეს?




- მე უკვე მოგახსენეთ, რისთვის ჩამოყალიბდა „თავისუფლების ინსტიტუტი", სადაც აღიზარდნენ სააკაშვილის ლეკვები, მათ შორის გიგა ბოკერია და დავით პაიჭაძე. ეს პიროვნებები იქ იყვნენ, სადაც, მათი აზრით, სექტანტებს «ჩაგრავდნენ», ასევე მამათმავლებს, ლესბოსელებს, ამათი უშუალო ქომაგები იყვნენ. თქვენ ახსენეთ ფაქტი, როცა გიგა ბოკერია ქვებით ხელში თავს დაგვესხა: მოკლედ მოგიყვებით ამის თაობაზე.


როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ჩვენსა და იეღოველებს შორის, ისინი პროცესს არ ესწრებოდნენ, იყო მხოლოდ მამუკა ჭაბაშვილი - მათი ადვოკატი, მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი (ამჟამად სააკაშვილისა და მერაბიშვილის კრიმინალური ბანდის ქომაგი)...



როცა სასამართლო პროცესი დამთავრდა, ჩემმა მრევლმა დატოვა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია. დავრჩით 30-მდე. ამ დროს გიგა ბოკერია, რომელიც ჩასაფრებული იყო 200-მდე იეღოველთან ერთად ნაძვებში, მათთან ერთად მოულოდნელად დაგვესხა თავს და გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. მაშინ, როცა გიგა ბოკერია ქვებით ხელში ჩვენკენ გამოექანა, შევძელით გამკლავება და უკან გავაბრუნეთ თავის დამქაშებთან. ეს კადრები ყველამ იხილა მაშინ.



სწორედ გიგა ბოკერიაა არქიტექტორი სააკაშვილთან და პაიჭაძესთან ერთად 2004 წლის 12 მარტის მოვლენებისა, ამიტომ ის უნდა დაისაჯოს და არა მარტო ამისთვის, არამედ 2006 წლის ციხეში ბუნტის დროს 8 ადამიანის ჩახოცვისთვის. მე იქ ვიყავი და უშუალო მოწმე ვარ, როგორ იქცეოდნენ ბოკერია და ბაჩო ახალაია პატიმრების მიმართ, როგორ იძლეოდნენ პატიმრების დახვრეტის ბრძანებებს. მე მგონი, დღევანდელი პროკურატურა ამას თავს გაართმევს და სიმართლე იზეიმებს.



- ისევ მიმდინარე დაპატიმრებებზე გკითხავთ, ინდივიდუალურ დაკავებებზე: უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, სააკაშვილის ხელისუფლება ერთიანად რომ გასამართლებულიყო, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი, როგორ ფიქრობთ?



- დღეს საზოგადოება მთელი გულისყურით ადევნებს თვალს ყოფილი ხელისუფლების დანაშაულობებს, რომლებიც ხალხის სააშკარაოზე გამოდის. მათ კისერზეა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის აკადემიკოს გურამ შარაძის ამაზრზენი დახვრეტა. ყველა მკვლელობის კვალი სააკაშვილამდე მიდის. ეს ყველაფერი ჩვენ, მოქალაქეებმა ვიცით, პროკურატურას ხომ გაცილებით მეტი ეცოდინება.


მე მსაჯული არა ვარ, ღვთისმსახური ვარ, წინა ინტერვიუებში ვაცხადებდი და ახლაც გავიმეორებ: სააკაშვილის ბოროტების ხროვა საერთოდ ამოსაძირკვია, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ არეულ-დარეულობა და გაურკვევლობა იქნება ჩვენთან. არანაირი დანდობა მათ. ამდენი ბოროტების ავტორები ჯაჭვის რგოლებივით ერთმანეთზე არიან მიბმულნი, ისევ რეანიმაციას ფიქრობენ. სირცხვილის ნატამალი არ გააჩნიათ.



- რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას ბოლო დროს აქ განვითარებულ მოვლენებზე, როგორ ფიქრობთ, რატომ აფასებენ ისინი, განსაკუთრებით ამერიკელები, მიმდინარე საგამოძიებო პროცესებს პოლიტიკურ დევნად?



- დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც ამბობენ იმას, რომ საქართველო არის ამერიკის დამონებული შტატი. ამას მსოფლიოს გარკვეული ნაწილიც აღნიშნავს, რაც ცუდის მიმანიშნებელია. წარმოიდგინეთ, საქართველოს რომელიმე რეგიონში თუ რაიმე კონფლიქტი მოხდა სექტანტებს, მამათმავლებს, ლესბოსელებსა და მართლმადიდებლებს შორის, ამერიკის ელჩი იმ წუთშივე იქ გაჩნდება ვაიქართველებთან ერთად და ქომაგობს მათ. ამიტომაც არის მათი დაფინანსებით საქართველოში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნილი. ძირითადად მათი მიზანია მართლმადიდებლობის აღმოფხვრა, ესაა მათი მზაკვრული ჩანაფიქრი. თეა თუთბერიძე მათი უშუალო დამცველია, სააკაშვილის იდეების ერთგული და მისი ყურმოჭრილი მონა. დღესდღეობით საქართველოში ყველაზე უბოროტესი ორგანიზაციაა „თავისუფლების ინსტიტუტი". კატეგორიულად მოვითხოვ, სასწრაფოდ გაუქმდეს არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა დაჯგუფება, რომელთა რიცხვი 200-ს აღემატება, რომლებიც უშუალოდ ჯორჯ სოროსისაგან და მართლმადიდებელთა დაუძინებელ მტერთაგან ფინანსდება. მოვითხოვ, იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით სასწრაფოდ გაუქმდეს მათი რეგისტრაცია და ხელმეორედ გატარდნენ რეგისტრაციაში მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაიცავენ ოცსაუკუნოვან სარწმუნოებას და ერის ძირძველ ტრადიციებს, რომელთა ამოძირკვას ცდილობენ სოროსი და მისი ქართველი მონები. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ამოშანთონ ქართველთა ცნობიერებიდან ღვთის შიში და სიყვარული, და საერთოდ გააქრონ საქართველოს ხსენება. აი, ეს კამპანია დაიწყო გამყიდველმა სააკაშვილმა. ერის რისხვა და სასჯელი მოეწევა მას.



მინდა იცოდეს სრულიად საქართველომ, რომ სააკაშვილს მწარედ მხოლოდ მაშინ კი არ ვამხელ, როცა მისი მზე ჩაესვენა, ამას სხვები აკეთებენ, მე პირიქით, ციხის პირქუში კედლებიდან, სადაც მრავალჯერ დაიგეგმა ჩემი ლიკვიდაცია, არ გავჩერებულვარ და ვამხელდი მის ბოროტებას. და დღეს ვინც სააკაშვილს ოპოზიციაში უდგას, მის გვერდით იდგნენ და ნაყოფიერ ნიადაგს უქმნიდნენ მიტინგების სასტიკ დარბევებსა და ერის გენოციდში. ერის ღალატში ისინიც თანაზიარნი არიან ამ ჯალათისა, ყველამ ჩაიხედოს თავის სინდისში.


თქვენ გაინტერესებთ, რატომ აფასებენ საზღვარგარეთლები ჩვენთან მიმდინარე საგამოძიებო პროცესებს პოლიტიკურ დევნად.



ყველამ უწყით, რომ საზღვარგარეთელი ძმები სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას უწოდებენ. ახლა რომ ამ «შუქურის» მეთაურობით ჩადენილია სადისტური მკვლელობები, ერის გენოციდი, ეს, რა თქმა უნდა, მათთვის სასურველი არ არის და სირცხვილია, ამიტომ გამოძებნეს ერთადერთი აბსურდული გამოსავალი, ვითომ საქართველოში მიდის პოლიტიკური დევნა.



- დღემდე არაერთხელ განაცხადეთ საჯაროდ, რომ 2004 წელს ეკლესიის დარბევა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გია ბარამიძის გეგმითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა. პროკურატურას ის არც კი დაუკითხავს. რა აზრის ხართ ამაზე?



- პირდაპირ გეტყვით: გია ბარამიძის ადგილი პარლამენტში კი არა, ციხეშია. მას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი თავისი მეგობრებისა და ერის წინაშე, უნდა რცხვენოდეს, პარლამენტში რომ ზის და ხალხის ბედს წყვეტს. ჩვენი ეკლესიის დარბევას ის ხელმძღვანელობდა. გვესმოდა, როგორ იძლეოდა ბრძანებებს, ვინ ეცემათ, ვინ დაეჭირათ და ა. შ. უფალი მას აძლევს მონანიების საშუალებას, მაგრამ ეშმაკის მოციქულთან სინანულს რა საერთო აქვს. რაც მან სვანეთში ჩაიდინა, მიკვირს, რატომ აქამდე არ იჭერენ. ბარამიძე ხომ ზურაბ ჟვანიას მარჯვენა ხელი იყო. მან ყველაფერი იცის ჟვანიას მკვლელობის შესახებ, ხმას არ იღებს, ნუთუ სინდისის ქენჯნას არ განიცდის. ეს პიროვნება მოღალატეა როგორც მეგობრის, ასევე საქართველოსი. დღეს რომ გამოდის ტელევიზიით და აქეთ ჭკუას გვარიგებს, ხალხს თვალში ნაცარს აყრის, ამ დროს ყველამ იცის მისი შავბნელი საქმეები, ღმერთს სად დაემალება?



ის თუ პროკურატურას არ დაუკითხავს, სამაგიეროდ უზენაესთან დაიკითხება. ურჩევნია, მან მთელი ერის წინაშე მოინანიოს, სანამ გვიან არ არის.



მთელი ერი შეშფოთებას გამოთქვამს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის გამო. მართალია, დაიწყო ტაბუდადებული საქმეების გამოძიება, მაგრამ არაფერს ამბობენ საქართველოს პირველი, დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მკვლელობაზე. ის ხომ საქართველოს მოსახლეობის 87%-მა აირჩია. მისი პრეზიდენტობის ხანმოკლე პერიოდში ვიგრძენით, რომ ქართველნი ვიყავით და ჩვენს კუთვნილ მიწაზე ვცხოვრობდით.



ვთხოვთ ახალ ხელისუფლებას, მკაცრად დადგეს პრეზიდენტის იდუმალებით მოცული მკვლელობის საქმის გამოძიების საკითხი.



- ბოლო დროს მიწების გასხვისების საკითხი ისევ აქტუალურია. ცნობილია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით ქართლსა და კახეთში, საუკეთესო ნაკვეთები უცხოელებზე გაასხვისა. როგორ უყურებთ ამ ყველაფერს? რა შედეგებამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს?



- მართლაც, სხვა უბედურებებთან ერთად ეს საკითხი მეტად მტკივნეულია და საჭირბოროტო საქართველოსთვის, რასაც რატომღაც ყურადღებას არავინ აქცევს. სააკაშვილის აზროვნება ფულის მომხვეჭელობაზე იყო გადართული. საკუთარი ჯიბის გასქელებისთვის მან გამონახა გამოსავალი, გასხვისება წინაპართა სისხლითა და ძვლებით გაჟღენთილი მიწებისა და ამ გზით თავის სასარგებლოდ უდიდეს «წარმატებას» მიაღწია. დაბეჩავებული ხალხის ზურგზე წარმოიდგინეთ კახეთის თითქმის ნახევარ ტერიტორიაზე ინდიელები და ჩინელები ჩაასახლეს, რასაც დიდი აღშფოთება მოჰყვა, მაგრამ ამაოდ... გადამთიელები ბუნებრივია, შეძენილ მიწებზე, ვინაიდან კომპაქტურად არიან ჩასახლებულნი, აიშენებენ თავიანთ სალოცავებს. სწორედ ეს არის ქართველთა ასიმილაცია. დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები რომ ჩამოასახლა, განფანტა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შეკრა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, დაღმაშენებელმა სააკაშვილმა კი ყველაფერი გაასხვისა. ახლა დაიწყება მათგან პროზელიტური ქმედებები. ღმერთმა ყველას თავისი საცხოვრისი, ენა, ტრადიციები მიაგო, ჩვენ კი ფართოდ ვაღებთ ჭიშკარს და ყველას ვღებულობთ.



ეს ყოველივე, ჩემო კარგო, იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რომ ჩვენ, ქართველები, ჩვენივე ღვთივბოძებულ მიწა-წყალზე ლტოლვილები აღმოვჩნდებით.



- 2012 წლის 12 დეკემბერს თბილისში ჯორჯ სოროსი იმყოფებოდა. ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი საქართველოში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას შეეხებოდა. რას ფიქრობთ მის ვიზიტზე ჩვენს ქვეყანაში? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი საეჭვოდ დაემთხვა ხელისუფლების შეცვლას?


- ამერიკა და ჯორჯ სოროსი რომ მართავს საქართველოს, ამას მე დიდი ხანია გავიძახი. გადამთიელები ამას ისევ გამყიდველი, დოლარებზე დახარბებული ვაიქართველების მეშვეობით ახერხებენ.



ხელისუფლების შეცვლისთანავე სოროსი უმალ აქ გაჩნდა. ნებისმიერი ჩახვდება, რომ ის გასაღებს ეძებს ივანიშვილთან. კარს მიღმა მათ რაზე ისაუბრეს, უცნობია, მაგრამ, როგორც ინფორმაციამ გამოჟონა, სოროსმა გააფრთხილა ივანიშვილი, რომ რუსეთისკენ არ გადაიხაროს. ჩემი ლოგიკური მოსაზრებით, ფინანსებით ივანიშვილს ვერ დააინტერესებენ, რამეთუ ის აქეთ ეხმარება საქართველოს საკუთარით. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი არ უნდა გატყდეს, სოროსმა ვერ უნდა აჯობოს. ღმერთს მინდობილი ადამიანი მთებსაც შეძრავს. სიდინჯე მას არ აკლია და ვფიქრობ, არ გადადგამს ერის საწინააღმდეგო ნაბიჯს. მეტად რთული გამოცდის წინაშე დგას. ვფიქრობ, გაართმევს თავს.



- ერთი თვის წინ «ნაციონალური მოძრაობის» პარტიულ ყრილობაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და ხელახლა დაბრუნდება ქვეყნის სათავეში. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს ყველაფერი? რა შანსი აქვს «ნაცმოძრაობას»?



- დღეს მიხეილ სააკაშვილი ისეთ ეიფორიაში იმყოფება, რას მოქმედებს, თვითონაც ვერ გაუგია. ამ გაუწონასწორებელმა გიჟმა ჩაიჭედა გონებაში, რომ ისევ უნდა დაბრუნდეს. ამაში არწმუნებს თავისი გუნდის წარმომადგენლებს, ეკლესიაში დასაყრდენს მის დამცველ სამღვდელოებაში ეძებს, რათა მისმა მომხრე სასულიერო პირებმა მრევლი დაარწმუნონ, რომ ისევ სააკაშვილი გახდება პრეზიდენტი. სააკაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ პარლამენტის დახმარებით ერთპიროვნულად მოირგო კანონი, კონსტიტუცია, სამომავლოდ გაიკეთა საქმე, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა და ყველა ძალაუფლება მის ხელში გადავიდოდა. მე ამას მივუსადაგებ დავითის ფსალმუნიდან ფრაზას: «...და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ჰქმნა»... (ფსალმ. 7-16). მისი გეგმა ჩაიშალა. ახლა ყოველ ღონეს ხმარობს ხალხის გადასარწმუნებლად, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რომ ამ ჯალათის, მკვლელის, ფაშისტის უკან დაბრუნებას ღმერთი არ დაუშვებს.



- წინა ხელისუფლება, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზეც, მთლიანად ვაშინგტონიდან იმართებოდა. მისი ყველა გადაწყვეტილება «თეთრი სახლიდან» იყო ნაკარნახევი. რა შეიცვალა ამ მხრივ ახალი ხელისუფლების მოსვლით? რამდენად დამოუკიდებელია კოალიცია «ქართული ოცნება», როგორ ფიქრობთ?


- საქართველო დღეს დამოუკიდებელი არ არის. კომუნისტების დროს კარგად გვახსოვს ჩვენთან მოსკოვის გარეშე არაფერი წყდებოდა. ახლა კი სააკაშვილის წყალობით ოკეანისგაღმელების მორჩილები გავხდით. სააკაშვილი ხშირად სტუმრობდა ამერიკის ელჩს, ყოველდღიურ მითითებებს მისგან იღებდა, რათა ქვეყანა დიქტატორულად ემართა, შიშისა და ზეწოლის ქვეშ ჰყოლოდა ერი. ახერხებდა კიდეც ამას 9 წლის მანძილზე. ახლა, როცა ყველაფერი დამთავრდა და მის პოლიტიკას წერტილი დაესვა, ჩვენ ამერიკისკენ არ უნდა მივაპყროთ იმედის თვალი, ისინი ჩვენ თავის სასარგებლოდ გვიყენებენ. ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ივანიშვილი ამერიკასთან მიმართებაში სააკაშვილის გზას მიჰყვებაო. აქ დიდი დაფიქრება გვმართებს. ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრი მოახერხებს, საერთოდ გაემიჯნოს ამ გიჟის კურსს.



- დაბოლოს, რით ახსნით იმას, რომ მართლმადიდებლობა დასავლურ ღირებულებებთან, ზნეობრივ ნორმებთან, ამერიკული ცხოვრების წესთან შეუთავსებელია? ვერც ერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში დასავლეთი ვერ ახერხებს, ხალხი თავის ზნეობას დაუმორჩილოს.



- ვიცით, რომ დასავლეთის წამყვანი ქვეყნები ძალიან ძლიერია. ამერიკა მათ საქმეებში მაინცადამაინც ვერ ერევა, გავლენას ვერ ახდენს, ამიტომ ისინი მცირე ქვეყნებზე ავრცელებენ თავის პოლიტიკის არეალს ვიეტნამში, ავღანეთში, ერაყში, აფრიკის ქვეყნებში და სხვ.



მართლმადიდებლობა დასავლეთის ქვეყნების ზნეობრივ ნორმებთან მართლაც შეუთავსებელია. მართლმადიდებელი სარწმუნოება მეტად მკაცრი და ზნეობრივად ამაღლებული რწმენაა, რომელიც მხოლოდ უფლის დადგენილ მცნებებს დიდი სჯულის კანონით ხელმძღვანელობს, რომლის დაცვა საკმაოდ რთულია, მაგრამ მიმყვანებელი სასუფეველში. დასავლეთში კი ძირითადად არიან კათოლიკეები, ბაპტისტ-ევანგელისტები, ლუთერანები და სხვ. ჩამოთვლილი მიმდევრობები სრულ თავისუფლებას აძლევენ ადამიანის ზნეობრივ ქმედებებს. ალბათ, ნახეთ ტელევიზიით ქალი ეპისკოპოსი, რაც, დიდი სჯულის კანონით, ყოვლად დაუშვებელია. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ის ილტვის თავისუფლებისკენ. აი სწორედ ამ ქმედებებით ვიცდებით თითოეული ჩვენგანი. მათთვის დაშვებულია მამათმავლობა, ლესბოსელობა, ბევრ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებაც დასაშვებია. ამასწინათ ვნახეთ ტელევიზიით, რომში როგორ ითხოვდნენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. მათ პოლიცია სასტიკად გაუსწორდა. საქართველოში, სააკაშვილის ბრძანებით, მათ აღლუმიც კი ჩაატარებინეს. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ, ამ გიჟს რომ დასცლოდა, უზნეობაში დასავლეთის ქვეყნებს მიბაძავდა. ეს პროცესი დაწყებული იყო ჩვენთან. ეს კურსი ახალმა მთავრობამ სასტიკად უნდა დაგმოს, რადგან ქვეყნის წინსვლას სერიოზულად შეაფერხებს, ჩვენ ჭეშმარიტმა, მამა-პაპათა, სახელოვან წინაპართან რწმენამ გვატარა დღემდე და შემდგომაც მხოლოდ ის გადაგვარჩენს, ამიტომ არანაირი ფუფუნების, მატერიალურის ხარჯზე არ უნდა დავთმოთ მართლმადიდებლობა.



უფალთან ყოველი ჩვენგანი ჩვენი კეთილი და ბოროტი საქმეებით წარვდგებით, სხვას ვერაფერს გავიტანთ ამ ქვეყნიდან სამსჯავროზე, რაც არ უნდა შევინანოთ უფალი უვედრებელ არს. სწორედ გამოსაცდელად მოვევლინეთ ამ ქვეყნიერებას, რათა უფალმან გაგვარჩიოს, ვისნი ვართ - უფლისა თუ ბარაბასი.



ჩვენ, მართლმადიდებელნი, ვალდებულნი ვართ, დავდგეთ, როგორც ერთი ჩვენი ერის ტრადიციების, ადათ-წესების, სარწმუნოების სადარაჯოზე. მხოლოდ ეს გვატარებს ტაძრისკენ მიმავალ გზაზე და გადაარჩენს ჩვენს სულებს.



ვუსურვებ ჩემს ბედკრულ ქვეყანას, არ მოკლებოდეს უფლის წყალობა და ყოვლადწმიდა დედის მეოხება უფლისა მიმართ, ხოლო თითოეულ მართლმადიდებელ მამულიშვილს ჰქონოდეს მოთმინება, მორჩილება, თავმდაბლობა, სინანული ურთიერთსიყვარული. მხოლოდ ეს გადაგვარჩენს.



ღმერთმა დაგლოცოთ.



24/01/2013


(წყარო: geworld.ge, ჯაბა ჟვანია)


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016