reportiori.ge - ნინო გვენეტაძე: რისი გამოსწორებაც შესაძლებელი იქნება, გამოვასწორებ, რისი აღდგენაც მოხერხდება, აღვადგენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:45
პრეს-დაიჯესტი
ნინო გვენეტაძე: რისი გამოსწორებაც შესაძლებელი იქნება, გამოვასწორებ, რისი აღდგენაც მოხერხდება, აღვადგენ!
ავტორი:
23 მარტი, 2015. 18:04


საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ქალბატონი ნინო გვენეტაძე, რომელმაც სააკაშვილის კვაზიფაშისტური რეჟიმის უსამართლობა, სიმძიმილი და უბედურება ერთ-ერთმა პირველმა საკუთარ თავზე იწვნია!


„ასავალ-დასავალი" ქალბატონ ნინოს ულოცავს ამ უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევას და იმედოვნებს,რომ მისი მმართველობის პერიოდში ქართული სასამართლო სრულად გათავისუფლდება და გაიწმინდება სააკაშვილისა და ადეიშვილის მანტიაში გახვეული ზონდერებისგან!

 

- ქალბატონო ნინო, უპირველეს ყოვლისა, მთელი ჩვენი რედაქციისა და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას! თქვენ პარლამენტმა 88 ხმით, ერთხმად დაგიჭირათ მხარი, რაც სეიოზულიგანაცხადია!


- დიდი მადლობა! მხარდაჭერა მართლაც ურთსულოვანი იყო, რაც სასიხარულო და დიდი სტიმულის მომცემი გახლავთ.

 

- თქვენ სააკაშვილის რეჟიმის მძვინვარება საკუთარ თავზე გამოსცადეთ, როცა ნაცმოძრაობამ რამდენიმე მოსამართლესთან ერთად უზენაესი სასამართლოდან გამოგაძევათ. მაინტერესებს, როგორ იქნება იმ მოსამართლეების საქმე, რომლებმაც ნაცისტურ რეჟიმს ქედი არ მოუდრიკეს და ამის გამო სამსახური დაკარგეს?


- მათი საქმეების შესწავლა უნდა მოხდეს... აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვადები, დაზარალებულთა სურვილების გათვალისწინება და ა.შ. რასაკვირველია, მოსამართლე იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ყველა უფლებადარღვეულს უნდა აღუდგეს თავისი კანონიერი უფლებები. რთული ეტაპებია გასავლელი, მაგრამ სასამართლომ აუცილებლად უნდა იბრძოლოს დაზარალებულ მოსამართლეთა უფლებების აღსადგენად.


- როგორი იქნება თქვენი ადამიანური პოზიცია კოტე კუბლაშვილისა და სააკაშვილის მიმართ, რომლებიც 9 წლის განმავლობაში რეჟიმის ჯალათებად ჩამოყალიბდნენ? აპატიებთ თუ არა კოტე კუბლაშვილსა და მის „ჰამქარს" იმ საშინელებებს, რაც მათ ჩაიდინეს?

 

- ვალდებული ვარ, საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად ვიზრუნო. ამიტომ, თუ საკანონმდებლო ბაზა მომცემსშესაძლებლობას, რომაღვადგინო და დავუბრუნო ხალხს სამართალი, ამას აუცილებლად გავაკეთებ. ჩემი პოზიცია და პასუხისმგებლობა იმდენად მაღალია, თქვენს კითხვაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. რისი გამოსწორებაც შესაძლებელი იქნება, გამოვასწორებ, რისი აღდგენაც მოხერხდება, აღვადგენ!


- ქალბტონო ნინო, ერთია თქვენი სურვილი, მაგრამ მეორეა - სასტიკი რეალობა... ცხრა წლის განმავლობაში რეჟიმმა თითქმის ყველა კანონმორჩილი მოსამართლე განკვეთა, სამაგიეროდ, მწვანე შუქი აუნთო მონა-მოსამართლეებს.როგორ აპირებთ ამ ხალხით სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნას? ვის უნდა დავეყრდნოთ?


- გეთანხმებით, ეს ძალიან რთული პროცესია! მაინც მაქვს იმედი, რომ სასამართლო სისტემაში არიან მოსამართლეები, რომლებსაც სამართალი არ გაუმრუდებიათ. ფაქტია, რომ მოსამართლეთა კორპუსის განახლება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამდენად, მოქმედ კორპუსშიც მოვძებნი პატიოსან მოსამართლეებს და ახალ კადრებზეც  გავაკეთებ აქცენტს, რაც, მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია.

 

- ასეთ სიტუაციაში ხომ არ აჯობებდა, ქირურგის სკალპელით გესარგებლათ და პირდაპირ მოგეკვეთათ სააკაშვილის მოსამართლეთა კორპუსი? თქვენ ამის სამართლებრივი ბერკეტები გაქვთ?


- ასეთი საკანონმდებლო ბერკეტი დღემდე არ არსებობდა და მე ქირურგიულ ჩარევის უფლება ნამდვილად არ მექნება, რადგან მოსამართლეებს 10 წლის ვადით ირჩევენ, თუმცა, რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია, რაც სასამართლოს რეფორმას ეფექტურად დააჩქარებს.


- მოგეხსენებათ, საქართველოში ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება იარაღით დაამხეს, დახვრიტეს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, ოჯახები გააუბედურეს... იმხანად დაკარგულ და ფექვეშ გათელილ სამართალს ვინ აღადგენს, ქალბატონო ნინო?

 

- თუკი საქმეების გადახედვა-გადასინჯვისთვის სამართლებრივი ბერკეტები იარსებებს, რასაკვირველია, სასამართლო შეასრულებს კანონის მოთხოვნებს, ხოლო, თუ საპროცესო ხანდაზმულობის ვადები გაშვებული იქნება, ბუნებრივია, სასამართლოში ამ საკითხებზე ვერ იქნება მსჯელობა. თქვენ კითხვაზე ჩემი მხრიდან პირდაპირი პასუხი არ იქნება მართებული. საჭიროა, საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას ისეთი საპროცესი ჩარჩო, რომელიც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, განიხილოს და გადასინჯოს ის საქმეები.


- როგორ წარმოგიდგენიათ სააკშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქონებათა კანონიერ მფლობელთათვის დაბრუნება?

 

- მოგეხსენებათ, მთავარ პროკურატურაში ამ მიზნით სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა. ეს პროცესი, ანუ მიტაცებულ ქონებათა დაბრუნება ორ ეტაპად წარმომიდგენია -ამ საკითხზე თავად პროკურატურას შეიძლება ჰქონდეს თავისი საპროცესო ჩარჩო და მეორე - იმ საქმეებზე, რაც სასამართლოში წარიმართება, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება განაჩენების შეცვლასა და ჩასწორებაზე, რაც სამართლიანობის აღდგენას მოემსახურება. ვფიქრობ, სხვადასხვა მიდგომები იქნება, გააჩნია საქმეთა კატეგორის. იქ სადაც სასამართლო არ ჩარეულა, ბუნებრივია, სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ხოლო იქ, სადაც სასამრთლო გადაწყვეტილებები არსებობს, მათი გადასინჯვის შედეგად და მოქმედი საპროცესო ნორმებით, გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

 

- ქალბატონო ნინო, წლების შემდეგ თქვენ შეძლებთ, გაიმეოროთ დავით აღმაშენებლის სიტყვები - „მსაჯული მართალ სჯიდე, მსახურთა - რისხვაი ჰქროდის, მართალნი - ნეტარებდნენ, ცოდვილთა - ჰგუებდეს ცეცხლი"?

 

- (იცინის) მოდით, ეს შეკითხვაც წლების შემდეგ დამისვით!


- ტრივიალური კითხვით დავასრულოთ ჩვენი საუბარი, ქალბატონო ნინო! როგორ ფიქრობთ, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება?

 

- ვეცდები, ჩემი მოღვაწეობითა და სასამართლო რეფორმით გვირაბის ბოლოს სინათლის გამოჩენის პროცესი დავაჩქარო!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016