reportiori.ge - გია კორკოტაშვილი: შეიძლება ამ ფონზე „ნაცმოძრაობა" წელში გაიმართოს, მაგრამ ამათ ოპოზიციის დროშა უნდა გამოვართვათ, მაგის ღირსები არ არიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 06:11
პრეს-დაიჯესტი
გია კორკოტაშვილი: შეიძლება ამ ფონზე „ნაცმოძრაობა" წელში გაიმართოს, მაგრამ ამათ ოპოზიციის დროშა უნდა გამოვართვათ, მაგის ღირსები არ არიან!
ავტორი:
24 მარტი, 2015. 11:59


 

 

„ნაცების" ბრძოლას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ კიდევ იდედლა „ოცნებამ". აქამდე დედლობდა, რადგან მათ საშუალება მისცა, როგორც უნდათ, ისე მოექცნენ - აგინონ, აფურთხონ".


მსახიობ გია კორკოტაშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა და ეწოდა მას „ქართული მისია". ეს მოძრაობა 21 მარტს მზად იყო, გართულებების შემთხვევაში „ნაციონალებისთვის" საპირისპირო ძალა ეჩვენებინა, მაგრამ ამის გაკეთება საჭირო არ აღმოჩნდა. როგორც გია კორკოტაშვილი ამბობს „ქრონიკასთან" საუბარში, „ნაციონალებმა" ძალები მოსინჯეს, უნდათ გაიგონ, რაც მათ თავს ხდება, ეს ბედნიერებაა თუ უბედურება?


- თქვენ როგორ ფიქრობთ, „ნაციონალები" ბედნიერები არიან თუ უბედურები?

 

- რა ხალხიც მაგათ ჩამოიყვანეს, ახლა დასხდნენ და იფიქრონ, რა სჭირთ. მაგათ ჰგონიათ, რომ ქვემოთ არ უნდა ჩამოვარდნენ და ბრძოლა გააგრძელონ.  უკან დასახევი გზა არ აქვთ, ბრძოლა დემოკრატიული მეთოდებით უნდა გააგრძელონ, მაგრამ საქმე იმაშია, აზრი აქვს? დიახ, აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ კიდევ იდედლა „ოცნებამ". აქამდე დედლობდა, რადგან მათ საშუალება მისცა, როგორც უნდათ, ისე მოექცნენ - აგინონ, აფურთხონ, ტელევიზიით დაგმონ და ასე შემდეგ. თუმცა, მოდით, ანალიზი გავაკეთოთ, დავუშვათ, „ნაციონალები" გულწრფელად ამბობდნენ, რასაც ამბობდნენ, ჩემი აზრით, ძალიან ცოტა რამ შეიძლება არ იყოს სიმართლესთან ახლოს. რაც შეეხება ლარს, რაც შეეხება ეკონომიკურ სტაგნაციას, მრეწველობას, რომ არ ამბობდეს „ნაცმოძრაობა", ამაზე ხომ ჩვენც ვლაპარაკობთ? უბრალოდ, ჩვენ ესენი ბევრ რამეში დავიჭირეთ, მოვხარშეთ და ვთქვით, რომ ეს ბოროტი ძალა აღარ გვინდა, მაგრამ მე რომ ხვალ პრობლემებზე აქტიურად დავიწყო ლაპარაკი, „ოცნების" წევრები მეტყვიან, შენ წყალს „ნაციონალების" წისქვილზე ასხამო. იმას კი არ გეუბნებიან: არა, ძმაო, დამნაშავეები ვართ, ვერ ვშვრებით ვერაფერსო, აქეთ გიტევენ, შენ „ნაციონალებს" ხომ არ ეხმარებიო? ეგებ ბატონმა ბიძინამ გადახედოს. თავის გარემოცვას და სხვა წიაღში ეძებოს ერთგული ადამიანები? მახსოვს, დასაწყისში ამბობდა, ადეიშვილიც და მერაბიშვილიც მშვენიერი მენეჯერები არიანო, ნუთუ არ შეიძლება, მოინახოს უკეთესი ხალხი, მარტო „ნაციონალებს" ჰყავდათ ასეთი ნიჭიერი ადამიანები? მე დითირამბებს არასოდეს არავის ვუმღერი, მაგრამ ვაფასებ ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის თავდაჯერებულობას. ყველაფერი ჩატარდა ისე, როგორც წესი და რიგი იყო, მე ეს მართლა მიხარია. მე და ჩემნაირები არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, „ნაცები" დესტაბილიზაციას მოაწყობენ თუ არა. სახელმწიფო იდგა მოწოდების სიმაღლეზე და მიდგომებიც მომეწონა. ამას ხმამაღლა ვამბობ, რატომ უნდა დავმალო? მე რაც არ მომწონს, ვიტყვი და არ გავჩერდები, მინდა, ჩემს ქვეყანაში ლარიც ნორმალური იყოს, მრეწველობაც ნორმალურად განვითარდეს და ყველაფერი ნორმალურად აეწყოს. ახლა „ოცნება" მეტყვის: იცი, რა? ზოგჯერ იქიდან წნეხია, ზოგჯერ საბოტაჟს აქვს ადგილი... აგერ გაქვს, ძმაო, ბურთი და მოედანი, „ნაცმოძრაობა" ხელს ვეღარ შეგიშლის, ან შენ თვითონ რატომ ალაპარაკებ ამ თემაზე? კი, ვიცი, რომ მრეწველობასაც ეხმარებით და რაღაცას აკეთებთ, მაგრამ იქ ზუსტი დარტყმებია საჭირო და არა ფულის ხარჯვა ისეთ რაღაცებში, შეიძლება საერთოდ რომ არ გამოგვადგეს.


- ამათ „ნაციონალები" ეკითხებიან, ერთი საწარმო დაგვისახელეთ, რომელიც გახსენითო და სხედან ენაჩაგდებულები.


- არ ვიცი, რატომ ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ პიარი არ არის საჭირო? ბატონო ბიძინა, დიახ, ზუსტად პიარია საჭირო. როგორ გგონიათ, 21 მარტს ხალხის ნახევარი პიარის საშუალებით არ იყო მოსული? თქვენ რომ არ აპიარებთ თქვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, „ნაციონალები" კარგად აბოლებენ მოსახლეობას. ზოგს აბოლებენ ენით, ზოგს - ფულით... ამ ტელევიზიებისა კიდევ ვერაფერი გავიგე, ესენი საერთოდ დასამარხი მყავს, ერთი სამშაბათს ან ოთხშაბათს უნდა ვეწვიო „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექციას, საბოლოოდ გაგვაგებინონ, ვის მხარეს არიან, ხალხის მხარეს თუ „ნაციონალების" მხარეს? რაში ხარჯავენ ჩვენგან მიცემულ ამდენ ფულს?


- 20 მილიონი ლარი მიაქვთ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად.


- სხვა ტელევიზიები პირდაპირ ენით წამლავენ ხალხს და „პირველი არხი" კიდევ ხან იქითაა, ხან - აქეთ. ეს არხი ეკუთვნის საზოგადოებას, ფოკუსების გაკეთება როგორ უნდა,მაგასაც ვნახავთ. კი, ახლა ახალი ბორდი შეიქმნა, რაღაცას წვალობენ, ახალ ბორდში ბევრი მეგობარია, მაგათ მივმართავ: ძმებო, ან გამოყარეთ ეს „ნაციონალები", თუ საბოტაჟს ეწევიან, ან კიდევ უნიჭოები გამოყარეთ და ნიჭიერები მიიყვანეთ. აამუშავეთ ტელევიზია ობიექტურად, ეს არ არის ობიექტურობა, ჩვენ რომ 19 მარტს აქცია გავმართეთ პარლამენტის წინ და ფილმი ვაჩვენეთ, „პირველ არხზე" ამის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ თქმულა. სამაგიეროდ, კარგად გააშუქეს, როცა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ 5 კაცი გამოვიდა რომელიღაც გამგეობაში. მთაწმინდის გამგეობაში შევიდნენ ვიღაცები ლეიბებით და იძახდნენ, გამგებელი გადადგესო. დაახლოებით 2500 კაცი ვიყავით პარლამენტის წინ, დავგმეთ „ნაცმოძრაობა" და ერთი ნიუსი არ გასულა. ეგრე არ არი, რააა! მოკლედ, პირდაპირ ვამბობ, ჩემო გელა, აღარ არის გაჩერების დრო. თუ ბატონ ბიძინას აღებული აქვს გეზი, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი ქვეყანა, მაშინ „ნაციონალების" მეტასტაზებისგან უნდა გაიწმინდოს ყველაფერი. აგერ ვართ ხალხი, ყველანაირად დავუდგებით გვერდში, არანაირ სკამებზე ჩვენ არ ვფიქრობთ.

 

- ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობამ" 10 კაციც რომ გამოიყვანოს, მაინც ამ ხელისუფლების ცუდად მუშაობის შედეგია.


- სულ ეს იყო, ამათ მეტი რესურსი არ გააჩნიათ. თუმცა გააკეთეს ზუსტი მესიჯები, ოპოზიციური დროშა მაინც ხელში უკავიათ, სხვა არავინ ლაპარაკობს ამაზე, სხვა პარტიები დადუმებულები არიან. „ოცნებას" პირდაპირ არავინ ურტყამს. მესმის, შეიძლება ამ ფონზე „ნაცმოძრაობა" უფრო წელში გაიმართოს, მაგრამ ამათ ოპოზიციის დროშა უნდა გამოვართვათ, მაგის ღირსები არ არიან. რატომ ხდება ასე, ბატონო ბიძინა, რაშია საქმე?!


- თქვენი მოძრაობა რას აკეთებს, გაჩერდა?


- არა, ჩამოვაყალიბე „ქართული მისია", ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა. ახლა ოფისის საკითხი მაქვს გადასაწყვეტი და მერე საკმაოდ ბევრი ხალხი მოვა. ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოვიერთოთ ათამდე არასამთავრობო და ვეტერან ძალოვანთა ძალები. ნამდვილად არ ვიქნებით პატარა ძალა, თან კოორდინაციაში ვართ „პატრიოტთა ალიანსთან", ეგენი ჩვენი მეგობრები არიან და ვითანამშრომლებთ. პრეზენტაცია გვექნება 10 აპრილამდე და დანარჩენს საზოგადოება მერე გაიგებს.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"



 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016