reportiori.ge - მიშა გაბრაზებული ყოფილა, ახლა ვინც პარტიიდან წახვალთ, ყველამ ფული უნდა მომთხოვოთ ბოკერიასავითო?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:32
პრეს-დაიჯესტი
მიშა გაბრაზებული ყოფილა, ახლა ვინც პარტიიდან წახვალთ, ყველამ ფული უნდა მომთხოვოთ ბოკერიასავითო?
ავტორი:
24 მარტი, 2015. 13:23


 

 

რაზე ესაუბრა 22 მარტს სააკაშვილი „სკაიპით" თავისი პარტიის პოლიტსაბჭოს და რაზე დაიყოლია გოკა გაბაშვილმა პარტიის ლიდერი


21 მარტს „თავისუფლების მოედანზე", ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, 20 ათასამდე მხარდამჭერს ძლივს მოუყარეს თავი „ნაციონალებმა". სააკაშვილს ვერც ჯერაც შერჩენილმა დასავლეთის მხარდაჭერამ, ვერც უკრაინაში აქტიურობამ და ვერც „რუსთავი 2"-მა ვერ უშველეს. უკვე ნათელია, რომ „ნაცმოძრაობის" საბოლოოდ დაშლა დროის საქმეა. „ნაცმოძრაობა" სამარის პირას რომ დგას, ამას მისი ყველა ლიდერი აცნობიერებს და მათ შორის, სააკაშვილიც. ჰოდა, როცა ასეთ შავ დღეში არიან, ამ ლიდერებმა მორიგი მარცხის შემდეგ გადმოანთხიეს ბოღმა და ერთმანეთს ვირთხებივით დაერივნენ. „ალიას" „ნაციონალებთან" დაახლოებულმა წყაროებმა ამ დაპირისპირების შესახებ მოაწოდეს ინფორმაციები.


გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია, ვერ რიგდებიან, არაერთხელ იჩხუბეს და ამის შესახებ ჩვენც ვწერდით. ახლა, მათი ურთიერთობა უბრალო ჩხუბისა და შელაპარაკების ზღვარს გასცდა. ბოკერიამ სააკაშვილს კატეგორიულად დაუსვა საკითხი, - მე მივდივარ პარტიიდან, ჩემი ხალხიც მიმყავს და თავში ქვა გიხლიაო. ეს გადაწყვეტილება ბოკერიას მას შემდეგ მიუღია, რაც მას, ასევე კატეგორიულად, ლევან რამიშვილმა, „თავისუფლების ინსტიტუტის" სხვა ლიდერებმა და ასევე, მასთან ასოცირებულმა სხვა არასამთავრობოთა ხელმძღვანელებმა მოსთხოვეს, - ან მიშას გაემიჯნე, ან არადა ჩვენ გავწყვეტთ შენთან ყველანაირ ურთიერთობას და ახალ ლიდერს მოვძებნითო. ამ და სხვა ფაქტორების გამო, ბოკერია, სავარაუდოდ, მალე დატოვებს „ნაცმოძრაობას" და ბევრს გაიყოლიებს, თუმცა ზუსტად როდის, ეს ჯერ გასარკვევია.


ბოკერია და მისი გუნდი კი მიდიან „ნაცმოძრაობიდან", მაგრამ როგორც წყარო ამბობს, ხელცარიელები არ აპირებენ წასვლას. ბოკერიას პრეტენზია ჰქონია იმ ფულის ნაწილზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ" წლების მანძილზე იშოვა და ახლა ოფშორულ ბანკებში ინახებაო. ლაპარაკია, დაახლოებით 18 მილიარდ დოლარზე. მას სააკაშვილისთვის დაურეკავს კიევში და უთქვამს, მანდ ჩამოვალ და მოვილაპარაკოთ, იმ ფულიდან რამდენი მეკუთვნის, „ნაცმოძრაობას" რომ დავტოვებ, მერე ახალი პარტია უნდა შევქმნა და ფული დამჭირდებაო. სააკაშვილს ბოკერიასთვის ერთი შეუგინებია და ტელეფონი გაუთიშავს. მიშას 1 საათის შემდეგ დაურეკავს ლევან ბეჟაშვილისთვის და უბრძანებია, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები შეკრიბე ჩემი სახელით, სკაიპით" უნდა ჩავერთო და ბოკერია და მისი გუნდი არ დაგავიწყდეს, ეგენიც იქ იყვნენო. ეს „სკაიპ-კონფერენცია" 22 მარტს, ღამით შემდგარა და ყველა მამალი „ნაცი", პარტიის ბირთვი იქ იყო ბოკერიას ჩათვლით. ცხადია, ის ხალხი, ვისაც სააკაშვილი თითქმის ყველა საიდუმლოს უმხელს. სააკაშვილს თანაგუნდელებისთვის უთქვამს, ბოკერია ახალ პარტიას ქმნის და ფულს მე მთხოვს, ახლა ეგ ნორმალურიაო? იქვე დაუყოლებია, ჩემი გუნდის წევრები, რომელთაც ეგ ფული მოიპოვეს, ახლა ზოგი ციხეშია, ზოგი - გაქცეული და დასაჭერად აქვს საქმე, აგერ, ჩემზე სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული, ჩვენ ვრისკავდით, ბოკერია და მისი გუნდის წევრები კი, წურბელებივით გვესხდნენ კისერზე, ჩვენ ფულს ჭამდნენ ამდენი წელიწადი და ახლა წილსაც ითხოვენო. სააკაშვილს უთქვამს, ბოკერია თუ პარტიას დატოვებს, ერთ თეთრსაც ვერ მიიღებს „ნაცმოძრაობის" „ობშიაკიდან" და მერე, უნდა ახალი პარტია შეუქმნია, უნდა თავში ქვა უხლიაო. მიშა გაბრაზებული ყოფილა, ახლა ვინც პარტიიდან წახვალთ, ყველამ ფული უნდა მომთხოვოთ ბოკერიასავით? არაფერი არ იყავით, ხალხად გაქციეთ, ცხოვრებაში რომ ვერასდროს ნახავდით, ის განახეთ და მეტი საქმე არ მაქვს, ახლა კომპენსაციებიც დაგირიგოთო. გიგა ბოკერია სააკაშვილს ამ თემაზე არ შეპასუხებია, მხოლოდ ის უთქვამს, ეს პარტია შენი თავისუფლების გარანტიაა და იმიტომ იკლავ თავს, რომ პარტია შეინარჩუნო, შენმა ამბიციებმა დაგვღუპა, შენმა ხუშტურებმა ჯერ ხელისუფლება დაგვაკარგვინა, ახლა კი - მისი დაბრუნების შანსი, დანარჩენს ჩამოვალ კიევში და მანდ დავილაპარაკოთ, მე ჩემი არგუმენტები მაქვს, ფული რატომ მეკუთვნის და ამას ამდენი ხალხის წინაშე ვერ გეტყვიო. გიგა ბოკერია ამის შემდეგ ამდგარა და ოთახიდან გასულა.


მიხეილ სააკაშვილს კი დარჩენილი „ნაციონალებისთვის" დაუბარებია, ახლა ყველა ღონე იხმარეთ, რომ პარტია არ დაიშალოს, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები შეინარჩუნეთ და რა და როდის უნდა გავაკეთოთ, ამას მალე გეტყვითო. სააკაშვილი ჯიუტად არ აღიარებს, რომ 21 მარტის აქციის ჩაფლავება და „ნაცმოძრაობის" პერმანენტული მარცხი მისი ბრალიცაა. ყველაფერს პარტიის სხვა ლიდერებს აბრალებს და ბევრი მათგანი გვარიანად გამოულანძღავს. თუმცა, მალევე გაჩუმებულა, რადგან გოკა გაბაშვილს უთქვამს, - მიშა, რაც მეტს გადაიკიდებ პარტიიდან, მით უფრო მეტი გაჰყვება ბოკერიას და ეს პარტიაც მალე დაიშლება, ნუ გავიწყდება, რომ ახლა მხოლოდ ამ პარტიის თავმჯდომარე ხარ და არა პრეზიდენტიო. ამის მერე მიშას დაუმუხრუჭებია და მყრალი ლექსიკაც შეუცვლია. სააკაშვილმა ჩინებულად იცის, რომ „ნაცმოძრაობა" განწირულია, მაგრამ მაინც აგრძელებს ბრძოლას. დარჩენილი თანაგუნდელებისთვის უთქვამს, პერმანენტულ აქციებზე ხელი არ უნდა ავიღოთ, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად წამოვიკიდებთ და ისეთ შეცდომას დავაშვებინებთ, ეს ხელისუფლება თან რომ გადაყვებაო. თანაც, ამის გაკეთება მიშას 2016 წლის არჩევნებამდე უნდა.


მიუხედავად იმისა, რომ პარტიის რამდენიმე ლიდერი ცდილობდა, მას ამ პერმანენტულ აქციებზე უკეთესი გეგმა შეეთავაზებინა, ბოლომდე არც ერთს არ მოუსმინა, გამუდმებით იმას გაიძახოდა, კაცი არ ვიყო, ბიძინა ივანიშვილი თუ ისე არ გავამწარო, სიმწრისგან ხორცებს იგლეჯდეს, არ შევარჩენ, რომ ძაღლივით გამომაგდო ქვეყნიდან და თავშესაფარი გამიხადა საძებნელიო. მიშა, ჩვეულ ამპლუაშია - მას ხელისუფლება, უპირველესად, ივანიშვილზე შურისძიებისთვის სჭირდება. „ვარდების რევოლუციის" შემდეგაც ასე იყო. როცა ქვეყანას სათავეში მოექცა, პირველი, რაც მიშამ გააკეთა, თავისი უბნის, სკოლისა და სტუდენტობის ის მეგობრები დაიჭირა, ვისგანაც მცირე წყენა მაინც ახსოვდა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონდა მისთვის თავში წამორტყმული. აი, ეს პათოლოგი კიდევ აპირებს ამ ქვეყნის პრეზიდენტობას მთელი სერიოზულობით.


მიშას ისიც უთქვამს, რომ პარტიას გადახალისება სჭირდება და ახალი ხალხი უნდა მოიყვანონ „ნაცმოძრაობაში" სხვადასხვა დონეზე. ამ ახალ სახეებს, ალბათ, გიული ალასანიასა და კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტებიდან მოიყვანენ, ეს გეგმა ადრეც ჰქონდათ „ნაციონალებს", როგორც პედაგოგებსა და მეცნიერებს, ასევე, ამ უნივერსიტეტდამთავრებულებს მიიყვანენ. მიშას ფეხებზე ჰკიდია ხალხი და ქვეყანა, ხალხს ჯოჯოხეთს უმზადებს, ოღონდ თავად გახდეს ქვეყნის პირველკაცი და ძველებურად იგრიალოს. უშუალოდ აქციის შესახებ კი უთქვამს, რომ მალე გაარკვევს, რატომ არ მივიდა ხალხი აქციაზე, რატომ იყო შარშანდელ 15 ნოემბერზე ნაკლები ხალხი. მიშას აქვს ინფორმაცია, რომ პარტიაში ღალატია, რაიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანი ფული, დაახლოებით 300 000 ლარამდე, რაიონული ოფისების შეფებმა „მოტეხეს". ისიც იცის, რომ ძალიან ბევრი „ნაციონალი" „ქართულ ოცნებასთან" ალიანსშია და მათ ინფორმაციებს აწვდის.  დაუქადნია ექსპრეზიდენტს, - მაგათ ყველას სასტიკად დავსჯიო. არა, ვის რა ფეხები უნდა მოსჭამოს, ეს არის საინტერესო. ჰა-ჰა, პარტიიდან გარიცხოს, სხვას ვერაფერს დაუშავებს ამ ხალხს, ვინც ფული მოტეხა, ვერც მათ უზამს რამეს, რადგან ეს „შავი ფული" იყო, ადგილობრივი ბიზნესმენების მიერ „ნაცმოძრაობისთვის" ქეშად მიცემული და ამ ფულით ხალხი უნდა მოესყიდათ რაიონულ ლიდერებს და აქციაზე ჩამოეყვანათ თბილისში. რა, პროკურატურაში იჩივლებს სააკაშვილი, ხალხის მოსასყიდი „შავი ფული" მომიტეხესო?


კობა ხაბაზსაც გადასწვდომია სააკაშვილი. მაგ შენი „თავისუფალი ზონის" ახალგაზრდა ლიდერებს ქებამ აწყინა. კი, 15 ნოემბრის აქციაზე ბევრი ხალხი გამოიყვანეს, სხვა დროსაც ეფექტურად აქტიურობდნენ, მაგრამ 21-ში მაგათაც ჩაისვარეს, თუ ცოტა ჭკუაზე არ მოხვალ, დაფინანსებას შეგიმცირებ და მერე, წადი და ფული შენ თვითონ იშოვეო, - დამუქრებია ხაბაზს. მიშას კონკრეტული ფაქტები დაუსახელებია ხაბაზისთვის, „თავისუფალი ზონის" წევრები მისი ფულით როგორ გრიალებენ აქ და უცხოეთში, აქციებიდან როგორ „ტყდება" ფული და მათ ჯიბეებში მიდის. „თავისუფალი ზონიდან" კონკრეტული პიროვნებებიც დაუსახელებია მიშას ხაბაზისთვის, რომლებიც ამ ფულს „ტეხავენ" და იქვე მიუნიშნებია, - კობა, ძალიან გამიხარდება, თუ ამ ყველაფრის საქმის კურსში არ ხარ და შენი გვერდის ავლით ჭამენ მაგ ფულსო. მოკლედ, მიშას ეჭვი აქვს, რომ „თავისუფალი ზონისთვის" გამოყოფილ ფულს კობა ხაბაზიც ჭამს და სხვებთან ერთად „ტეხავს", მაგრამ ეს პირდაპირ არ უთქვამს, მიუნიშნებია.


ამ შეკრებაზე კიდევ ერთხელ დასმულა გიგი უგულავას საკითხი. მიშას უთქვამს, სასწრაფოდ გამოათრიეთ გიგი ციხიდან, უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ რაღაცრაღაცები უკვე წამოროშა და ვიდრე ყველაფერს დაფქვავს, როგორმე უნდა გამოვიდეს ციხიდანო. „ქრონიკა" უკვე წერდა, რომ გიგი უგულავა ფსიქოლოგიურად გატყდა და გამოძიებასთან მისი თანამშრომლობა მხოლოდ დროის საქმეა. უგულავამ კი იმდენი იცის „ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, რომ, თუ ალაპარაკდა, მთელ პარტიას ციხეში გაისტუმრებს.


გუშინ „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. „ნაცებმა" ოფიციალურად გააჟღერეს, რომ ვითომ პარლამენტის მიერ მთავრობის იმპიჩმენტის გეგმის შესახებ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს ამ სხდომაზე. „ალიას" წყაროები კი აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოზე ეს თემა საერთოდ არ განხილულა, რადგან ამის თაობაზე გადაწყვეტილება „ნაცებმა" ერთი დღით ადრე მიიღეს. პოლიტსაბჭოს მთავარი თემა სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დაპირისპირება ყოფილა. დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ მთავარს გეტყვით. გიგა ბოკერიასთვის მიშას გუნდის წევრებს უთხოვიათ, რომ დროებით დარჩეს პარტიაში, რადგან ახლა მისი წასვლა „ნაცმოძრაობას" რამდენიმე ნაწილად დაშლის და ეს „ქართული ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს. ვერ გავარკვიეთ, ეს ინიციატივა სააკაშვილის მომხრეებმა თავად გამოიჩინეს, თუ მიშამ დაავალათ. ბოკერიას კატეგორიულად დაუსვამს საკითხი, - მე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები პარტიაში, თუ ყველა სტრატეგიულ საკითხზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მიშა კი პარტიის ფორმალურ ლიდერად დარჩება. კარგი იქნება, თუ მიშას დაარწმუნებთ, რომ დღეს საქმისთვის ასე სჯობს და მიშას ჰიპერაქტიურობა ხალხს კიდევ უფრო აღიზიანებს და მარტო მისი ფანების გასახარად არის გათვლილი, მაგის ფანების რაოდენობა კი ყოველდღე კლებულობსო. ბოკერიას არც ის დაუმალავს მიშას მომხრეებისთვის, რომ მას მისმა თანაგუნდელებმა მიშასთან ურთიერთობის გაწყვეტა და „ნაცმოძრაობიდან" წამოსვლა კატეგორიულად მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამემუქრნენ, ჩვენ სხვა ლიდერს ვიპოვით და შენ ჩაჰყვები მიშას საფლავშიო. მიშას მომხრეებს ბოკერიასთვის უთქვამთ, რომ იფიქრებენ მის დე ფაქტო ლიდერობაზე და მიშას შვებულებაში გაშვებაზე. შეეცდებიან, მიშა დაიყოლიონ, თუ ეს პარტიას წაადგება. კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ სააკაშვილის გუნდიდან ბევრი თანახმაა ბოკერიას ლიდერობაზე, რადგან სააკაშვილის ხუშტურები ყელში ამოუვიდათ, გარდა ამისა, მიშა ჯერაც ვერ გამოსულა პრეზიდენტის როლიდან და თუ ვინმე შეეპასუხა, დედის ტრაკს ორ შაურს უხდის, ყველას უშვერი სიტყვებით აგინებს. ამის პატიებას კი უკვე აღარ აპირებენ ზოგიერთები. გიგა ბოკერია სააკაშვილს არაფრით სჯობს, მაგრამ უაზროდ ყველას არ აგინებს და თანაც, ამბიციების შენიღბვა ეხერხება, იმდენად ეფექტურად, რომ დღემდე ვერავინ გაიგო, რა არის ამ კაცის რეალური და საბოლოო მიზანი ქართულ პოლიტიკაში.


მოკლედ, „ნაცმოძრაობაში" დიდი განხეთქილებაა და შეიძლება, მალე დაეშალოთ პარტია. რაც მალე, მით უკეთესი, მაგრამ, სავარაუდოდ, ბოკერია არ გაწირავს თავის თანამებრძოლს, მიხეილ სააკაშვილს და დროებით დარჩება პარტიაში. „ნაცების" ლიდერები კი ერთმანეთში საუბრობენ, რომ ბოკერიამ მიშა ყურებით დაიჭირა, კიევში მასთან სავაჭროდ ჩავა, გარიგებას შესთავაზებს - პარტიაში იმ შემთხვევაში დარჩება, თუ „ნაც-ობშიაკიდან" მას სოლიდურ ფულს მისცემს მიშა სამომავლოდ პარტიის შესაქმნელად, მიშას კი სხვა გზა არ დარჩენია, ბოკერიას დროებით შენარჩუნება აუცილებელია, მის ამ წინადადებას უნდა დასთანხმდეს, არადა თავზე დაემხობა პარტიაო.


ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016