reportiori.ge - სააკაშვილის ტაკიმასხრები „კანონიერ ქურდებთან“ ქეიფობენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:47
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილის ტაკიმასხრები „კანონიერ ქურდებთან“ ქეიფობენ!
ავტორი:
25 მარტი, 2015. 21:34


 

„რუსთავი-2"-ის იუმორისტული გადაცემა „კომედი შოუ", რომელსაც „კომედი ჯგუფად" წოდებული ადამიანების კონგლომერატი ქმნის, იყო და დღემდე რჩება პოლიტიკური მანიპულაციების იარაღად ნაციონალური მოძრაობის ხელში.


„კომედი შოუს" მსახიობები, თითქმის სრული შემადგენლობით, არასდროს მალავდნენ და არც დღეს მალავენ,რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან. ისინი ყოველთვის ღიად მონაწილეობდნენ სააკაშვილისა და ნაციონალების მხარდასაჭერ აქციებსა თუ სხვა სახის პიარ-ღონისძიებებში. სააკაშვილთან და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად ხშირად იყვნენ და არიან ე.წ. დახურულ ივენთებზე.


„კომედი შოუს" მსახობები სააკაშვილის ხელისუფლებისგან ძვირფას საჩუქრებსაც ხშირად იღებდნენ. მაგალითად, ცნობილ ჯალათ ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს რამდენიმე „კომედიანტი" ცეცხლსასროლი იარაღით ჰყავს დასაჩუქრებული.


მოკლედ, „კომედი შოუს" შემადგენლობა სრულად იზიარებდა და იზიარებს ნაციონალების პოლიტიკას, იდეოლოგიასა და ფილოსოფიას, რაც, რასაც ნიშნავს, საქართველოს მოსახლეობამ 9 წლის განმავლობაში საკუთარ ტყავზე გამოსცადა.


ერთი სიტყვით, „კომედი შოუს" მსახიობები უპარტბილეთო ნაციონალები არიან - სულით და იდეოლოგიით, სიტყვით და საქმით ნაციონალები!


და, აი, ჰოი საოცრებავ - ეს „კომედი შოუს" მსახიობები, ეს სააკაშვილის ფანები და კარის ტაკიმასხრები, რომლებიც თავიანთ სატელევიზიო ვაი-იუმორისტულ სკეტჩებში მუდმივად ატრიზავებენ და აბიაბრუებენ ე.წ. შავ სამყაროს, დასცინიან ე.წ. ძველ ბიჭებს და ნაცმოძრაობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდების ალაგმვას წარმოაჩენენ, თურმე, რეალურ ცხოვრებაში, თავად დაძვრებიან „კანონიერ ქურდებთან", მათთან ერთად ქეიფობენ, დროს ატარებენ და კრიმინალურ ავტორიტეტებთან ხელგადახვეულნი ფოტოობიექტივის წინ პოზირებენ.


ამის დამამტკიცებელი ფოტო და ვიდეომასალა უფლებადამცველმა ზურაბ ქადაგიძემ ამ ორიოდე დღის წინათ ინტერნეტში გაავრცელა.


როგორც ქადაგიძე ამტკიცებს, ფოტოები და ვიდეო საბერძნეთში, რესტორან „ბიზანტიონშია" გადაღებული, სადაც „კომედი შოუს" მსახიობები ნიკა არაბიძე, ვასო ფხაკაძე და ვახო ბიჭიკაშვილი ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად ქეიფობენ და ილხენენ.


ზურაბ ქადაგიძის ინფორმაციით, „კომედი შოუს" მსახიობებთან ერთად ფოტო და ვიდეოკადრებში ფიგურირებენკანონიერი ქურდები: ოთარ დევნოზაშვილი - მეტსახელად „პაპუნა", ვალერიან ხარებავა - მეტსახელად „დათო ჩერეპახა სამტრედსკი", ლევან ცინცაძე - მეტსახელად „ლევან ტბილისკი", აბესალომ პაპიაშვილი - მეტსახელად „ბესო", ვალერიან ჯავახაძე - მეტსახელად „ვალერი ქუთაისსკი", ირაკლი ლეჟავა - მეტსახელად „ლაზარე", გიორგი ენდელაძე - მეტსახელად „თავა", ნოდარ შუკაკიძე - მეტსახელად „ნოდო გლდანსკი".


მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, სააკაშვილის კარის ტელევიზიის - „რუსთავი-2"-ისა და მისი ნაპროკურორალი გენდირექტორის ნიკა გვარამიას თანამშრომლები კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად „გულაობენ".


საინტერესოა, ნაცმოძრაობის თავგადაკლულმა მხარდამჭერებმა - „კომედი შოუს" მსახიობებმა - „კანონიერ ქურდებთან" ქეიფის დროს სააკაშვილის სადღეგრძელო თუ დალიეს და მათი თანდასწრებით თუ დაიტრაბახეს, რომ სწორედ სააკაშვილმა დაამარცხა საქართველოში კანონიერი ქურდები"?!


საინტერესოა, „რუსთავი-2"-ის გენდირექტორი, ყოფილი ნაცპროკურორი ნიკა გვარამია, რომელიც ადამიანებს „ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით იჭერდა და ციხეში უშვებდა, ახლა რას იტყვის იმაზე, რომ მისი თანამშრომლები სწორედ „კანონიერ ქურდებთან" ერთად ღრეობენ და პურმარილობენ?!


***

ჩვენ დავუკავშირდით უფლებადამცველ ზურაბ ქადაგიძეს, რომელმაც ინტერნეტში „რუსთავი-2"-ის თანამშრომელი „კომედიანტებისა" და „კანონიერი ქურდების" ერთობლივი ფოტოები გაავრცელა.


- ზურაბ, ეს ფოტო და ვიდეომასალა სააკაშვილის დროინდელია თუ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არის გადაღებული?

 

- ეს ფოტოები და ვიდეო ცოტა ხნის წინათ არის გადაღებული, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, „კომედი შოუს" წევრებმა „კანონიერ ქურდებთან" ახლა იქეიფეს თუ სააკაშვილის დროს? თავად ფაქტია აღმაშფოთებელი.

 

- კადრებში „კომედი შოუს" მსახიობებთან ერთად აღბეჭდილი პიროვნებები ნამდვილად „კანონიერი ქურდები" არიან?

 

- დიახ, ჩვენ გადავამოწმეთ და ისინი ნამდვილად „კანონიერი ქურდები" არიან.

 

- „კომედი შოუს" მსახიობების „კანონიერ ქურდებთან" ქეიფის ფაქტს თქვენ აღმაშფოთებელი უწოდეთ. რატომ მიგაჩნიათ ასე?

 

- ხომ ვხედავთ, „კომედი შოუ" და, ზოგადად, „რუსთავი-2" როგორ იდეოლოგიას ატარებს - ე.წ. ქურდულ სამყაროს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ, დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდ საშინელებად წარმოაჩენენ, მაგრამ რეალურად ე.წ. კანონიერ ქურდებთან თავადვე ქეიფობენ და დროს ატარებენ. სწორედ ეს ორმაგი სტანდარტია აღმაშფოთებელი, თორემ მე იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმეს ვინმესთან ქეიფის უფლება არა აქვს.

 

- თუმცა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა!


- დიახ, ასეა და თან არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ამ ნორმის შეტანის ერთ-ერთი ავტორი „რუსთავი-2"-ის დღევანდელი შეფი ნიკა გვარამიაა.

 

- როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტის გამო „კომედი შოუს" მსახიობები პროკურატურამ დაკითხვაზე უნდა დაიბაროს?

 

- რა თქმა უნდა, „კოედი შოუს" ეს მსახიობები პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიბაროს დაკითხვაზე და გაარკვიოს, რა კავშირები აქვთ „კანონიერ ქურდებთან", საიდან იცნობენ მათ და ა.შ.


რადგან ეს ფოტოები და ვიდეომასალა მე გავავრცელე, თუ საჭირო იქნება, თავადაც მზად ვარ პროკურატურასთან თანამშრომლიბისათვის!


***

ძვირფასო მკითხველო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს 223-ე პრიმა მუხლი - „ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა", რომლის თანახმადაც:

1. „ქურდული სამყაროს" წევრობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.


2. „კანონიერი ქურდობა" - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე ჯარიმით ან უამისოდ.


თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის ხსენებულ მუხლში ჩამოთვლილი და განმარტებული არ არის, როგორი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ქურდული სამყაროს წევრობად?


ამის გასარკვევად დავუკავშირდით ცნობილ ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს, რომელმაც გვითხრა:


- „ქურდული სამყაროს" წევრობად, შეიძლება ჩაითვალოს „კანონიერი ქურდებისათვის" მორალური მხარდაჭერის გამოცხადებაც კი. მაგალითად, „კანონიერი ქურდის" სადღეგრძელო რომ წარმოთქვა, რომ თქვა, ქურდებს სიცოცხლე და გამარჯვებაო, ეს ითვლება მათ მორალურ მხარდაჭერად და დასჯადი ქმედება.

 

- ანუ „კომედი შოუს" მსახიობებმა საბერძნეთში ქარველ „კანონიერ ქურდებთან" რომ იქეიფეს, ეს, შეიძლება, „ქურდული სამყაროს" წევრობად ჩაითვალოს?


- გააჩნია, რა ვითარებაში მოხვდნენ ისინი სუფრასთან „კანონიერ ქურდებთან" ერთად? გასარკვევია, შემთხვევით და სპონტანურად, მათგან დამოუკიდებელი გარემოების საფუძველზე მოხვდნენ „კანონიერ ქურდებთან" ერთად თუ კრიმინალურ ავტორიტეტს ეს მსახიობები სპეციალურად ჰყავდათ მიწვეული საქეიფოდ?


ყველა ვარიანტში, პროკურატურამ 223-ე პრიმა მუხლით უნდა აღძრას სისხლის სამართის საქმე, რაც „ქურდული სამყაროს" წევრობას გულისხმობს და „კომედი შოუს" მსახიობები დაკითხვაზე უნდა დაიბაროს!


დიახ, გასარკვევია, რა აკავშირებთ მათ „კანონიერ ქურდებთან", მეგობრობენ თუ არა მათთან, რა თემებზე იყო საუბარი იმ სუფრაზე და ა.შ.


- სააკაშვილის დროს რომ მომხდარიყო ასეთი ფაქტი, ხელისუფლებას რა რეაქცია ექნებოდა და პროკურატურა რას იზამდა?


- პირდაპირ გეტყვით - ახლა საქართველოს სააკაშვილის რეჟიმის მსგავსი ხელისუფლება რომ ჰყავდეს, „კომედი შოუს" ეს მსახიობები უკვე ციხეში იქნებოდნენ!


„კანონიერ ქურდებთან" ქეიფი და დროსტარება რას მიქვია, როცა სააკაშვილის დროს არაერთი სრულწლოვანია გასამართლებული იმის გამო, რომ „კანონიერ ქურდს", უბრალოდ, ტელეფონით დაელაპარაკნენ!


***

ვნახოთ, მისცემს თუ არა ამ საქმეს მსვლელობას აქართველოს მთავარი პროკურატურა და სააკაშვილის კარის მასხარებს მოწმის სახით მაინც თუ დაიბარებს დაკითხვაზე.


და კიდევ, წესით, კომენტარისათვის „კომედი შოუს" იმ წარმომადგენლებთანაც უნდა დამერეკა, რომლებიც ფოტო და ვიდეოკადრებშიკანონიერ ქურდებთან ხელგადახვეულნი დგანან, მაგრამ მათ შეგნებულად არ დავუკავშირდი, რადგან სააკაშვილის ტაკიმასხრები, რომლებიც, ნაციონალების დაკვეთით, „ასავალ-დასავალის" შესახებვითომ იუმორისტულ, სინამდვილეში კი ღვარძლითა და ბოღმით გამსჭვალულ უნიჭო სკეტჩებს დგამენ, ნამდვილად არ იმსახურებენ იმას, რომ „ასავალ-დასავალმა" მათ ტრიბუნა დაუთმოს.


ისე, „კომედი შოუს" კუტუნია ბიჭებო, „ასავალ-დასავალს" თქვენმა პარანოიკმა ბელადმა სააკაშვილმა ვერაფერი დააკლო და თქვენ, მით უმეტეს, ვერაფერს დააკლებთ!


ეგ თქვენი უნიჭო და უგერგილო სკეტჩები, წადით და თქვენს პატრონებს დაუდგით, რომელთა ნაწილიც „მატროსოვის" ციხეში ნარებზე გორაობს და რომლებსაც, ადრე თუ გვიან, დანარჩენებიც გვერდზე მიუსხდებიან!

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016