ცნობილი გამოთქმაა, „ის ძუკნის შვილია!"
ძუკნის შვილი ძუკნის შვილად, მაგრამ რამდენი „ძუკნის" შვილია ერთდროულად ერთი სააკაშვილი, აი, ეს ჯერჯერობით ვერც ქართველებმა დაადგინეს და ვერც უკრაინელებმა.
მერე, რა, რომ რუსული მედია მასხრად იგდებს სააკაშვილს; მერე, რა, რომ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი დიმიტრი რიგოზინი ამბობს, სააკაშვილი იდიოტად დაიბადა და იდიოტად მოკვდებაო და ა.შ. ერთი მხრიდან რუსეთი, ისევე, როგორც სხვა საბჭოთა ნაყოფის თესლებს მეტ-ნაკლები შემწეობით.
თუ გახელილი თვალით დავაკვირდებით, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ის „ძალიან დემოკრატები", საქართველოშიც და უკრაინაშიც (სხვაგანაც) მხოლოდ რუსეთისთვის მომგებიან საქმეს აკეთებენ და სხვას არაფერს. ხილული ნიმუშია, აფხაზეთი და სამაჩაბლო ისე მიაჩეჩეს რუსეთს, როგორც ახლახანს ყირიმი და კიდევ იარაღით ვაჭრობაშია ჩაბმული „სააკაშვილი და კამპანია", რომ ყირიმთან მისასვლელი გამყარებული სახმელეთო დერეფანიც შეატენოს. (რაღაც, ისე გამოდის, თითქოს რუსეთსა და აშშ-ს შეთანხმება ჰქონდეთ, ალაფი - ჩვენ, ტერიტორიები - თქვენ, აბა, ტერიტორიებს ოკეანის გაღმა ხომ ვერ წავიღებთო).
ვამბობთ - სააკაშვილი, იგულისხმება მთელი მისი ბანდა, რომელთაგან, ზოგიერთი ისეთი ბაიყუშია, ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ აზრზეც არ არის რას გაჰყვირის, მთავარია მიშაზეა მიერთებული...
სააკაშვილმა დაარეხვა: თუ უკრაინელ ჯარისკაცებს მისცემენ იარაღს, ისინი შეძლებენ მთელი რუსეთის ხელში ჩაგდებასო და აჰყვნენ ქართულ-ამერიკულ-რუსულ-უკრაინული ნაზავის ბანდის წევრები.
ნატო-ს არ შესწევს ძალა რუსეთს ეომოსო; ევროპას რუსეთთან ომი არ უნდაო... ნატო-ს ძალების მთავარსარდალი ევროპაში ფილიპ ბრიდლავი ამბობს, რუსეთს ისეთი არმია ჰყავს, სულ რაღაც რამდენიმე დღეში შეძლებს დაიპყროს სრულიად უკრაინა, რა თქმა უნდა, თუკი ამის სურვილი ექნებაო, სააკაშვილი კი უკრაინის მთავარსარდლობას ჩემულობს და ომის მოგებას უპირებს რუსეთს... ჰაიჰაი, რომ პირიქით, რუსეთს (და საკუთარ ფინანსებს) უწყობს ხელს...
რა თქმა უნდა, საერთაშორისო მასშტაბით იარაღით ვაჭრობაში მრავალგზის ეჭვმიტანილ თემურ ალასანიას „კგბ-ის" ოფიცერსა და აშშ-ის „ომის პარტიის" თანამოაზრე დის შვილს, ომი და გადატრიალებები უნდა აწყობდეს ყოველმხრივ და ყველგან, სადაც მისი ორი ბატონის ინტერესები იქნება... ორი ბატონის მსახურები, გუშინდელი „ახალგაზრდა რეფორმატორები", დღეს „ნაცმოძრაობა", ხომ სწორედ ორი ბატონის მონაცვლეობითი მსახურებით გამოიშალნენ საქართველოს დამაქცევრად...
2003 წელს ივანოვი რომ ჩამოვიდა თბილისში, მაშინ ბევრმა ვერ გაიგო რა შუაში იყო რუსეთი; ვერც მაშინ, როცა კოდორის (დალის) ხეობას სახელი გადაერქვა და „ზემო აფხაზეთი" დაერქვა; ვერც 2008 წლის აგვისტოში, როცა სააკაშვილმა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მოტივით დაწყებული სვლით საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი დაუკანონა რუსეთს... ვერ გაიგეს, რადგან ზოგს არც უნდოდა გაგება, ზოგმა კი დასავლურ მანტიაში გახვეული რუსეთის „კაცები" ვერ იცნეს, ვერ წარმოიდგინეს ასეთი აფერა...
2003 წელს საქართველო რომ უკვე დასაგლეჯად დაუდეს რუსეთს, შემდეგ უკრაინას შეუსიეს და იგივე სცენარი გაითამაშეს 2004 წელს, თუმცა მიზეზთა გამო მთლად ვერ იმარჯვეს. ისინი ხომ იგივე ქართველი ე.წ. სახეები იყვნენ, რომლებიც ახლა, 2014 წელსაც განმეორდნენ, ანუ ეს იყო წლების წინ დაწერილი გეგმა ერთი და იმავე პირთა ჯგუფის მიერ. აძახებინეს მათსავე მსგავსად იმავე ლაბორატორიაში გამოზრდილ ვირთხებს „ნატო" და „ევროკავშირი" და საქართველოს მსგავსად, ახლა უკრაინამ დაკარგა რუსეთის სასარგებლოდ გვარიანი ტერიტორია. ჯერ კიდევ არ დასრულებულა გლეჯვის პროცესი, რადგან უკრაინა ბევრად დიდია საქართველოზე და ბევრად მეტი რამ აქვს წასაგლეჯ-გასაძარცვი და ბევრად მეტი მოსახლეობაა, ანუ სისხლიც მეტია დასაღვრელი. ხალხი კითხულობს, რომ ამბობდნენ, საქართველოს ბედი მაიდანზე წყდებაო და რაღაც გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა ჩემი შაშა-კოლა გაიმარჯვეს თუ რუსეთის რეზიდენტები არ არიანო?
საქართველომაც და უკრაინამაც იცოდა, რომ ნატო-ს კარი 2008 წლის აპრილიდან ღია იყო, თუმცა მაინც „რატომღაც" ვერ ვეტეოდით და ახლა რაღა გაგვატევეს, როცა კატეგორიულად განაცხადა ფრანსუა ოლანდმა, ნატო-ს გაფართოება არ იგეგმებაო; საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში ვერ (არ) მივიღებთო? ნეტავ, რას მიედ-მოედებიან ვიღაც-ვიღაცები როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში?
თუმცა, ქართველებისგან განსხვავებით უკრაინელები უფრო დაკვირვებულები, ან მეტად ეროვნულები აღმოჩნდნენ, ძალიან მალე გაუჩნდათ ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი (და მისი გუნდი) რუსეთის დავალებებს ასრულებს და პეტრო პოროშენკოცუკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს. რა თქმა უნდა, როგორც თავის დროზე საქართველოში, ახლა უკრაინაშიც დაიბნენ, ვეღარ იგებენ, როგორ არის ეს ამბავი, რუსეთის მტერი სააკაშვილი და რუსეთის მტერი აშშ რანაირად შეიძლება რუსეთის საქმეს აკეთებდნენო?
თურმე, შეიძლება! ყოველ შემთხვევაში, ასეთი აზრი მას შემდეგ გაუჩნდა იმავე გროისმანს, რაც, (რა თქმა უნდა, სააკაშვილთან შეთანხმებით) გია გეწაძემ და დავით საყვარელიძემ უკრაინაში კორუფციის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯები, ანუ დაჭერების სეზონი დაგეგმეს. თავდაცვის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, მძიმე მრეწველობის, შსს-ს წამყვანი პირები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სამმართველოს უფროსები, რამდენიმე ქალაქის მერი, გუბერნატორი და ვიცე-გუბერნატორი მოხვდნენ დასაჭერთა სიაში. ცხადია, პოროშენკომ რადას თავმჯდომარეს უჩვენა სია და გროისმანმაც დაასკვნა - ვინაიდან სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ერთგული ხალხის დაჭერას აპირებს, ანუ უნდა რომ უღალატო ხალხი ჩამოაცილოს, ეჭვგარეშეა, სააკაშვილი რუსეთის რეზიდენტია, ორმაგ თამაშს თამაშობს, საქმით რუსეთისაა, სიტყვით აშშ-ისო. ბუნებრივია, თუ ვინმე დასაჭერია, ამას პროკურატურა წყვეტს მტკიცებულებების საფუძველზე და არა პრეზიდენტის უცხოელი და ძებნილი მრჩეველი, რომელიც ასევე სხვა უცხო ქვეყნის ძალდატანებით გაუხდა მრჩევლად უკრაინის პრეზიდენტს...
კიევში „მემარჯვენე სექტორმა" მთავრობის უცხოელებისგან (ქართველებისგან) გაწმენდა მოითხოვა. ვლადიმერ ზაგაზეიმ პირდაპირ თქვა ის, რასაც ფიქრობენ უკრაინელები - უკრაინას არ უნდა ხელმძღვანელობდნენ უცხოელები!
საინტერესოა, აღნიშნული სია რეალურად საიდან იღებს სათავეს, რუსეთიდან თუ აშშ-დან?
თუ ე.წ. „ფერადი რევოლუციებით" იმსჯელებენ უკრაინელები, სია აშშ-ში შეუდგენიათ, ხოლო თუ სააკაშვილის სანათესავო ინტერესებით - რუსეთში, მითუმეტეს, რომ სააკაშვილს პუტინის პატიოსნებასა და სანდოობაზე აბოდებდა. 2004 წელს გაზეთ „იზვესტიას" ისიც კი განუცხადა, ახლა ჩვენი ნებისმიერი გადადგმულინაბიჯი რუსეთს წინასწარ ეცოდინებაო; საკითხის ასე დასმა: ან რუსეთი, ან - დასავლეთი, საერთოდ არ შეიძლებაო...
იგივე სააკაშვილმა Fox new-ს განუცხადა, აშშ-მა დროულად უნდა შეაიარაღოს უკრაინა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული ტანკები მალე უკრაინაში იქნება და პუტინს ვერაფერი შეაჩერებს, რადგან მისი საბოლოომიზანი აშშ-ის განადგურებაა".
რა აბდაუბდას მიედ-მოედება სააკაშვილი, ერთია, მეორეა, რომ „ვიღაცისთვის" მნიშვნელოვან პირთა დაჭერების საკითხში პოროშენკო ვერ „შეიკერა"!
ამ ფონზე საინტერესოა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის სიტყვები, რომლებიც - უპირველესად, ქართველ „ხისთავიანებს" ეხება „ზერკალო ნედელი" 27 თებერვალი: - „ვინ დაეხმარება მილიონობით ჩვენ თანამემამულეს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან? ვინ იზრუნებს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების თაობაზე, როდესაც ეს კავშირები არსებითად კი დასუსტდა, მაგრამ ამ უაღრესად რთულ დროს ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის ეკონომიკის მრავალი საწარმოსთვის?"
უკრაინამ ყირიმი უკვე დაკარგა და დღესაც მიმდინარეობს სისხლისღვრა, მაგრამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დღემდე არ გაუწყვეტია და პოროშენკო მომენტს არ უშვებს პუტინს დაელაპარაკოს...
საქართველოს მოქალაქეები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის წინააღმდეგი არ არიან, წინააღმდეგი ის სავარძელში მოკალათებული (ზოგი, უსავარძლოდ დარჩენილი) პირები არიან, რომელთა ერთ ნაწილს საბჭოთა „კგბ-ს ვერობვკისგან" განთავისუფლებულად მიაჩნია თავი და რაღაცების „დახლზე დადებას" უფრთხის; მეორე ნაწილს - ფარული გარიგებებით ფულის ჭრა მოეშლება; მესამეს - რუსეთის ციხის ხეხვა მოუწევს და ა.შ. - ბევრი „ნაწილია"...
გიორგი ჩხეიძე
გაზეთი „საერთო გაზეთი"