reportiori.ge - თბილისი დოკუმენტური ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:51
კულტურა
თბილისი დოკუმენტური ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
15 ოქტომბერი, 2013. 15:45

20:00 საათზე, კინოთეატრ რუსთაველში" კავკასიაში დოკუმენტური ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი იხსნება.

Cin-DOC-თბილისი ქართველ კინომოყვარულებს მაღალმხატვრულ დოკუმენტურ ფილმებს სთავაზობს მთელი მსოფლიოდან: ჩილე, ესპანეთი, იამაიკა, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, მაროკო, ლიტვა.

კინოსეანსების პარალელურად, ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, უორქშოფის სესიებს (Docstories Georgia), კონფერენციებსა და საბავშვო სექციას - Cin-DOC Young.

Cin-DOC თბილისი 5 სექციისგან შედგება: International Competition - საერთაშორისო კონკურსი; Focus-Caucasus, სადაც წარმოდგენილია კავკასიური შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები. სექციის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში დოკუმენტური კინოპროფესიონალების კოლაბორაციას; Cin-DOC Young - სექციის ძირითადი აუდიტორია მოზარდი მაყურებელია, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კინოსეანსის შემდგომ დისკუსიაში; ქართული პანორამა - დაეთმობა ქართულ დოკუმენტურ კინოს, რაც საშუალებას მისცემს უცხოელ სტუმრებს გაეცნონ ეროვნულ კინოპროდუქციას. ამასთანავე, ქართული პანორამის ფარგლებში, პირველად მოხდება ეროვნული დოკუმენტური კინოფილმების თავმოყრა; Docstories Georgia - წარმოადგენს ვორქშოფს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები მიიღებენ. ისინი იმუშავებენ საერთაშორისო ტუტორებთან ერთად და საბოლოოდ წარადგენენ საკუთარ კინოპროექტებს Pitching Forum-ზე, რომელიც გაიმართება ფესტივალის დასკვნით ნაწილში.

მასტერკლასებსა და კონფერენციებს გაუძღვებიან სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლები. Cin-DOC-თბილისი დაეხმარება რეჟისორებს, დამოუკიდებელ პროდიუსერებსა და კინომოღვაწეებს პროფესიულ განვითარებაში. ფესტივალი ცდება ტრადიციულ ფორმატს. საზოგადოების აქტიურ წევრებს, სოციალურ მუშაკებს, კინომოყვარულებს და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ კინოექსპერტებთან ერთად ისაუბრონ აქტუალურ თემებზე და საფესტივალო გარემოთი მიიღონ სიამოვნება.

ფესტივალი ხორციელდება Movies That Matter / Amnesty International, IDFA Berta Fund (International Documentary Film Festival - Amsterdam), Black Sea Trust for Regional Cooperation, Goethe Institut - თბილისი, Institut Francais, ფონდი - „ღია საზოგადოება საქართველოს", თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

კინოფესტივალის მიზანია 6 დღის განმავლობაში, 15-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით, საფესტივალო გარემო ფართო საზოგადოების თავშეყრის ადგილად აქციოს. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016