reportiori.ge - რამდენი ბინა აქვს ირმა ნადირაშვილს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:49
პრეს-დაიჯესტი
რამდენი ბინა აქვს ირმა ნადირაშვილს?
ავტორი:
30 მარტი, 2015. 17:01

 

 

 

ირმა ნადირაშვილი _ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დღევანდელი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, სკოლისდროინდელი „პადპოლნი" სახელი - „ნადირი" და შემდგომში შერქმეული - „ნურსა", დღევანდელი „ნაციონალების" რუპორი და პირველი მოძახილი. პირველი ქონებრივი დეკლარაცია ირმა ნადირაშვილს შევსებული აქვს 2008 წლის 23 აპრილს. „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მაშინდელი სამუშაო ადგილი იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი და მაშინდელ მის დეკლარაციაში მხოლოდ ორი პერსონაა წარმოდგენილი - ის და მეუღლე დავით დაღელაშვილი.


2008 წლის მიხედვით, დღევანდელ დეპუტატს უძრავ ქონებაში წარმოდგენილი აქვს ბინა რობაქიძის ქუჩაზე, №7/42, რომელიც ირმას სახელზეა გაფორმებული და რომლის ღირებულებაცაა 90 000 ლარი და მშენებარე ბინა შავი ზღვის ქუჩაზე, რომელიც დავით დაღელაშვილის სახელზეა და რომელიც 200 000 ლარად არის შეფასებული. ასევე, ფიქსირდება მსუბუქი ავტომანქანა „ჰონდა", რომლის ფასიც 15 000 ლარს წარმოადგენს.


რაც შეეხება საბანკო თანხებს, ირმა ნადირაშვილს „სახალხო ბანკში"  აღნიშნული აქვს სახელფასო 2 800.00 ლარი და „თიბისი ბანკში" მიმდინარე 30.00 ლარი. თანამდებობების გრაფაში ვხედავთ, რომ ირმა ნადირაშვილი ამ პერიოდისთვის „რუსთავი 2"-ის მთავარი პროდიუსერია, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის ასოციაციაში -  კონსულტანტი და სახელმწიფო კანცელარიაში - სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი.


რაც შეეხება მეუღლეს, დავით დაღელაშვილი „საქართველოს ეროვნული ბანკის" მთავარ სპეციალისტად ირიცხება. დეკლარაციაში მითითებულია სესხის შესახებ და ეს სესხი ნურსას მეუღლეს აქვს აღებული „საქართველოს ეროვნული ბანკიდან", თანხა კი წარმოადგენს 26 000 ლარს ექვსი წლის ვადით.


ახლა გადავშალოთ გონების ლექსიკონები, წავშალოთ 6 წელი და პირდაპირ 2014 წლის დეკლარაციაში ჩავხტეთ და ვნახოთ, როგორ დაუფასა საყვარელმა პარტიამ ამ ადამიანს თავგამოდება:


ირმა ნადირაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დაბადებული საქართველო, სიღნაღი, 1970 წლის 15 მარტს.


მეუღლე დავით დაღელაშვილი, დაბადებული საქართველო, თბილისი, 1972 წლის 22 ივლისს.


შვილი ნიკოლოზ დაღელაშვილი, დაბადებული საქართველო, თბილისი, 2008 წლის 8 ივლისს.


2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, ოჯახს მოძრავი ქონება არ აღენიშნება, ასევე, ფასიანი ქაღალდები, რაც შეეხება საბანკო და საკრედიტო ანგარიშებს საქართველოს ან სხვა ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვთ ოჯახის წევრებს, ეს სია ასე გამოიყურება:


დავით დაღელაშვილი, „ლიბერთი ბანკი", სახელფასო 100.00 ლარი


ირმა ნადირაშვილი, „თიბისი ბანკი" სახელფასო, 2000.00 ლარი.


დავით დაღელაშვილი, „რესპუბლიკა ბანკი", ანაბარი 35 000.00 ამერიკული დოლარი.


დეკლარანტს ნაღდი ფული არ აქვს აღნიშნული დეკლარაციაში და მისი განცხადებით, ის და მისი ოჯახის წევრები არც სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობენ. რაც შეეხება გრაფას, „საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში თქვენი, ან თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებულ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობის გარდა", აქ ვხედავთ შემდეგს:


ირმა ნადირაშვილი, საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის წევრი, 60 518.00 ლარი.


დავით დაღელაშვილი, ქ. თბილისის მერია, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელი 10 550.00 ლარი.


დავით დაღელაშვილი, ქ. თბილისის მერია, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, 73 300.00 ლარი.


პარლამენტარის უძრავი ქონების ნუსხა, აქ სიახლეს ვხედავთ:


დავით დაღელაშვილი, საცხოვრებელი სახლი საქართველო, თბილისი, სოფ. შინდისი, ფართობი 188.00 კვ.მ


დავით დაღელაშვილი, აგარაკი, საქართველო, თბილისი, სოფ. შინდისი, ფართობი, 387.00 კვ.მ


დავით დაღელაშვილი, ბინა საქართველო, თბილისი, შავი ზღვის ქ.#1. ბ.44, ფართობი 146.00 კვ.მ.


ირმა ნადირაშვილი, ბინა საქართველო, თბილისი, რობაქიძის ქ. №7. ბ.42. ფართობი 56.00 კვ.მ.


ირმა ნადირაშვილი, 100% ბინა, საქართველო, ბათუმი, ხიმშიაშვილის №25ა. ფართობი 44.00 კვ.მ.


ირმა ნადირაშვილს ქირავნობა აქვს დეკლარაციის ჩანაწერის მიხედვით ქალაქ ქუთაისში, 10 005 ლარად და ეს ფული უკვე გადახდილი აქვს, ბუნებრივია.


სხვა მხრივ, დეკლარაციაში ჩანაწერის მიხედვით ირმა ნადირაშვილი არ იღებს საჩუქრებს და მას არც მაინცდამაინც დიდი გასავალი არ აქვს ოჯახში თანხის მხრივ, რადგანაც ეს გრაფაც ცარიელია. როგორც ირკვევა, დავით დაღელაშვილს საცხოვრებელი ბინა მამრაძის ქუჩაზეც აქვს მითითებული, რომელიც ბებიის პელაგია პავლიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. როგორც ამბობენ, ახალი ბათუმური ბინით ირმა ნადირაშვილი მისი პარტიის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ერთგულებისთვის დაასაჩუქრა და აქტიური მუშაობისთვის მადლობა ასე გადაუხადა, თუმცა ამ ინფორმაციას ნადირაშვილი სასტიკად უარყოფს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ, ირმა ნადირაშვილის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. დეპუტატმა 14 619.00 ლარი პარლამენტის წევრის რანგში მხოლოდ 2013 წლის 30 მაისის ჩათვლით მიიღო, თუმცა უცნობია, პრემიების სახით, კიდევ რა ოდენობის თანხა ჩაირიცხა მის პირად ანგარიშზე. „ნაციონალების" წევრის ნადირაშვილის ძირითადი საცხოვრებელი სახლი კაჩინსკების ქუჩაზეა და აქაური მეზობლების თქმით, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. აქვე ირკვევა, რომ ნურსა შინდისის დიდ სახლში, ძირითადად ოჯახთან ერთად, იშვიათად ადის. პარლამენტარის მეზობლების თქმით, მან ავლაბარში ახლახან კიდევ ერთი სახლი იყიდა, მაგრამ ეს ნადირაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ აქვსო. შინდისელი მეზობლები კი აცხადებენ, რომ ირმა ნადირაშვილს მათთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა სოფლისთვის არაფერი გაუკეთებია. რას დაჰპირდა? რას და გაზის შეყვანას, თუმცა დანაპირები, ფაფუუ! არ შეასრულა.


დასაწყისში ვთქვით, რომ ირმა ნადირაშვილი დღევანდელი ნაციონალების რუპორია-თქო, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ პაწია რუპორია, რადგანაც ტრიბუნას ხშირ შემთხვევაში ვერ წვდება, სამაგიეროდ შესანიშნავად იცის, ახალ ხელისუფლებაში ვინ რით სუნთქავს და ეს სწორია, რადგანაც ხელისუფლება არ უნდა გიყვარდეს, ხელისუფლებას უნდა ჩაუსაფრდე. მაგრამ თუ ჩასაფრებასა და სანგრის თხრაზეა საუბარი, მაშინ, დალოცვილო, ჯერ საკუთარ პარტიას ჩაუსაფრდი! რას ვგულისხმობ?  შორს არ წავალ და მარტო ერთ მაგალითს მოვიყვან, რაც ამ დღეებში გამომზეურდა საზოგადოებისთვის: 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველო რუსეთთან ომობდა, ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა - 9 040 ლარი, ხოლო იმავე წლის დეკემბერში კი - 17 700 ლარი მხოლოდ პრემიის სახით გამოიწერა. არ დაგავიწყდეთ, ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში უმძიმესი ვითარება გახლდათ და მეტიც, ბატონი გილაურის მხოლოდ 2008 წლის საპრემიო შემოსავალმა 71 320 ლარი (ოფიციალური ხელფასის თითქმის ორჯერადი თანხა), ხოლო წლიურმა შემოსავალმა 113 800 ლარი შეადგინა. უნდა ითქვას ისიც, რომ ბატონი გილაურის 2008 წლის შემოსავალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მინისტრების შემოსავლებს შორის რეკორდულია. ჰა? როგორია? კარგია და მოძმე „ნაციონალებზე" ასეთ კარგ ისტორიებს სხვასაც რომ მოგვიყვებოდეს ჟურნალისტი, ნერვი დამშვიდდებოდა, ცხოვრება დალაგდებოდა და ჭრიჭინაც აჭრიჭინდებოდა, რადგანაც გვეცოდინებოდა, რომ მარტო ახლა კი არ აირია ჩვენი ცხოვრება, ადრეც არეული იყო და მომავალშიც ასე იქნება. ჰოდა, რაზე ვინერვიულოთ? მაგრამ დავუბრუნდეთ ირმას: მე დღეს არ მოგიყვებით იმ ქვაგასახეთქ ამბებს, როგორ შეუყვარდა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი და როგორ იქორწინეს და დღესაც როგორ ძალიან უყვართ ერთმანეთი. არც იმას მოგიყვებით, 2014 წელს ბაქოს აეროპორტში როგორ დააკავეს ნურსა და პოეტ რეზო ამაშუკელის მიერ შეტრუსულ გოჭად მონათლული ზურაბ ჯაფარიძე ელექტროშოკებითა და გაუფორმებელი დოლარებით ხელში, ეს არ არის საინტერესო. საინტერესოა 21 მარტს ირმას ომახიანი გამოსვლა თავისუფლების მოედანზე და იმის განცხადება, რომ „ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრი დააშავა, რომ ციხეები ამოავსო პოლიტიკური ოპონენტებით და ქვეყანა გააჩერა. „საქართველოს არ აქვს უფლება, ერთი მდიდარი ავანტიურისტის ექსპერიმენტში იცხოვროს და მილიარდერის დაკრულზე ცეკვას არ ვაპირებთო", დაიყვირა ნადირაშვილმა და დაუმატა, ეს მთავრობა კი არა, ვიგინდარების ჯგუფიაო. მოკლედ, იმ დღეს „ნაციონალების" გული მოიგო მაგარი გამოსვლით.


ის, რომ ქართველი საზოგადოება ირმა ნადირაშვილს არაკორექტულად მოიხსენიებს სოციალურ ქსელში, ეს ამბავი დეპუტატს არ ანაღვლებს, რადგანაც მას რომ თუნდაც ცალი თვალით წაეკითხა, რას წერდნენ მის შესახებ ეკა ბესელიასთან „რუსთავი 2"-ის სტუდიაში ჩხუბის შემდეგ, ნამდვილად არ ესიამოვნებოდა. საქმე ისაა, რომ სტუდიაში მჯდარმა ნურსამ ბესელიას სულ კორუმპირებული ეძახა, რაზეც სახეზე გადაფითრებულმა ბესელიამ უკანონო შემოსავლებით გამდიდრებული უწოდა ნადირაშვილს, რომელმაც ურცხვად განაცხადა, შრომა სამარცხვინო არ არისო. ამას რომ ვუყურებდით, საზოგადოება განზე იყო გამდგარი, როგორც სიტყვა „მაშასადამე", რადგანაც ჯერ კიდევ სამი წლის წინათ გვეგონა, რომ ნურსებსა და წარბგადაგრეხილ კანდელაკებს სამუდამოდ დავემშვიდობეთ და ამ დროს თურმე მწარედ მოგვატყუეს. ისე, თუ მართლა გაინტერესებთ, რა წარმოდგენის არიან თბილისელები პარლამენტარ ირმა ნადირაშვილზე, პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეთ და ქალაქში პირველივე შემხვედრს სიტყვა ჩამოუგდეთ ამ ადამიანზე, რა შედეგსაც მიიღებთ, მოგვწერეთ, დაგელოდებით.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016