31 მარტს ასობით ათასი ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი კიდევ ერთხელ იზეიმებს საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს! 31 მარტს ასობით ათასი ჭეშმარიტი ქართველი კიდევ ერთხელ იზეიმებს აქართველოს პირველი და ერთადერთი ეროვნული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს!
მაგრამ, მიუხედავად ზემოთქმულისა, ძვირფასო მკითხველო, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ:
ეს არ არის ზვიადის საქართველო!
არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში 31 მარტი საყოველთაოდ არ იდღესასწაულება!
არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დღეს ხალხის მიერ თბილ სავარძლებში დაბრძანებულ ხელისუფალთ ისე არ უხარიათ 31 მარტი, როგორც ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას!
და არც იმიტომ, რომ 31 მარტს ერთი-ორი მაღალჩინოსანი ყასიდად, მხოლოდ ტელეკამერების წინაშე პოზირებისთვის, აიტანს საკუთარ ლეშს მთაწმინდაზე ზვიადის წმინდა საფლავთან!
ზვიადის საქართველოში სამართლის ძებნაში დამაშვრალი ქართველები რკინის ჯოხითა და ქალამნით არ ივლიდნენ აღმა-დაღმა ოცნებაში!
ზვიადის საქართველოში მამუკა ხაზარაძისნაირი ყაჩაღები ბანკებში კი არა, ციხეში ისხდებოდნენ!
ზვიადის საქართველოში უნივერსიტეტებში სტუდენტებს „პროფესორებად" თეა თუთბერიძეები კი არა, ღვაწლმოსილი სწავლულ-აკადემიკოსები ეყოლებოდათ!
ზვიადის საქართველოში პარლამენტში ნაცლიბერასტული ბანდა კი არა, პატიოსანი, პატრიოტი პროფესიონალები იმსახურებდნენ!
ზვიადის საქართველოში ტელევიზიები ხალხს თურქული სერიალებითა და პედერასტ-ლესბოსელების პოპულარიზაციით კი არ დაზაფრავდნენ, ათასწლოვან ქართულ სულიერებასა და კულტურას აზიარებდნენ!
ზვიადის საქართველოში ასო-კრატია კი არა, ნამდვილი დემოკრატია, ანუ ხალხის მმართველობა იქნებოდა!
ზვიადის საქართველოში პენსიონერებს წამლის მაფია არ გაძარცვავდა და სასიკვდილოდ არ გასწირავდა!
ზვიადის საქართველოში „მამული, ენა, სარწმუნოება" უნიჭო ჯიბის ტელეკლიენტების მიერ საჯაროდ, ანეკდოტად არ გამოცხადდებოდა!
ზვიადის საქართველოში ქართულ მიწას ათასი ჯურის გადამთიელზე არ გაჰყიდიდნენ!
ზვიადის საქართველოში ბავშვებს იაკობის „დედა-ენასა" და „სამშობლო ხევსურისას" არ წაართმევდნენ!
ზვიადის საქართველოში წმინდა მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებლის ქანდაკი დედაქალაქის განაპირას, გაჭვარტლულ ტრასაზე არ იდგებოდა, დედა-თბილისისკენ ზურგით!
და კიდევ უამრავი რამ არ იქნებოდა ზვიადის საქართველოში ისეთი, რაც დღეს გვაქვს და მოურჩენელი ჭირივით ვერ მოგვიშორებია.
ბოლოს და ბოლოს, ზვიადის საქართველოში სახელმწიფო დროშად ქართული სამფეროვანი ბაირაღი გვექნებოდა და არა ეს - ნაცპარტიული „როზენკროიცერული" უბედურება!
სამფეროვანი ეროვნული დროშა შემთხვევით არ მიხსენებია!
შემთხვევითი არც ის იყო, რომ 20 მარტს ყაჩაღ-ბანკირი მამუკა ხაზარაძის „თი-ბი-სი ბანკის" წინ, „ასავალ-დასავალისა" და ქართველი საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე, თავსხმა წვიმაში, ამაყად ფრიალებდა სწორედ ქართული ეროვნული დროშა!
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას:
ეროვნული დამოუკიდებლობის ისტორიული რეფერენდუმიდან ზუსტად 24 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნული დროშა - ის დროშა,რომლითაც ზვიადმა და მერაბმა საქართველოს ნანატრი თავისუფლება მოუტანეს, დღეს სადღესასწაულო იშვიათობად თუ გამოიყენება და პირდაპირ ვთქვათ, ჩრჩილის კერძად არის გამეტებული! არადა, ქართული ეროვნული, სამფეროვანი დროშა საქართველოს ყველა სამთავრობო შენობის თავზე უნდა ფრიალებდეს!
დიახ სწორედ ამ დროშით მოგვიწევს ჩვენ, ქართველებს, კიდევ ერთხელ და სამარადჟამოდ დავიბრუნოთ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავისუფალი, ეროვნული სულიერებით გამსჭვალული საქართველო!
ზვიადის საქართველოში ქართველი ამაყი იქნება! ზვიადის საქართველოში ქართველი თავისი სამშობლოს ბატონ-პატრონი იქნება! ზვიადის საქართველოში სამშობლოსთან არავის არაფერი შეეშლება, რადგან არ ეპატიება!
ასეთი საქართველოსთვის ბრძოლაში კი, თავის გაწირვაც უდიდესი პატივია!
31 მარტის ისტორიულ დღეს გილოცავთ, ქართველებო!
გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი"