„პირველი აგვისტოდან დევნილთა რეგისტრაცია იწყება“, განცხადება ამის შესახებ ტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ გააკეთა. „სამინისტროს მიზანი და ამოცანაა, რომ დააზუსტდეს დევნილთა და მათი ოჯახების ზუსტი რიცხვი , რეგისტრაციის შედეგად დევნილებს გადაეცემათ ახალი ფორმის, ახალი შედარებით დაცული პირადობის მოწმობები, ის დევნილები რომლებიც აღნიშნული 6 თვის მანძილზე ვერ გამოცხადდებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის გასდავლელად, მათ შეუწყდებათ და შეუჩერდებვაათ დევნილის სტატუსი და ასევე შეუჩერდებათ დევნილის შემწეობა . განკარგულება რომელიც გამოიცა ამის თაობაზე ითვალისწინებს სხვადასხვა სამინისტროების პასუხისმგებლობას ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების თაობაზე, მათ შორის შსს-ს ორგანოებს ევალება რომ უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგი რეგისტრაციის ჩატარების ადგილებში,“- განაცხადა დარახველიძემ