reportiori.ge - ვალეს საბაჯოზე პუნქტში დიდი ოდენობის არადეკლარირებული თანხა ამოიღეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:44
სამართალი
ვალეს საბაჯოზე პუნქტში დიდი ოდენობის არადეკლარირებული თანხა ამოიღეს
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 12:17

შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული 100 000 აშშ დოლარი ამოიღეს.

სამართალდამცველებმა არადეკლარირებული თანხა საბაჟო გამშვებ პუნქტში სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. აღნიშნული თანხის საქართველოს ტერიტორიაზე მალულად შემოტანას ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ჰასან ა. საბაჟოს გვერდის ავლით ცდილობდა.

ჰასან ა-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა შეეფარდა და არადეკლარირებული თანხა სრულად ჩამოერთვა.

შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო საზღვარზე არალეგალურად გადმოტანილი არადეკლარირებული თანხის შემოტანის კონკრეტული მიზნების დასადგენად აგრძელებს მუშაობას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016