reportiori.ge - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო განცხადება: ნუ მიიღებთ მონაწილეობას ლევან ყიფიანის წინააღმდეგ მიმართული, ამ დაკვეთილი კამპანიის მედიაგაშუქებაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:58
მთავარი თემა
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო განცხადება: ნუ მიიღებთ მონაწილეობას ლევან ყიფიანის წინააღმდეგ მიმართული, ამ დაკვეთილი კამპანიის მედიაგაშუქებაში!
ავტორი:
02 აპრილი, 2015. 20:44


სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სახელით, პრეზიდენტი გიორგი გორგოძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:


„უკანასკნელ დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებებით მიმდინარეობს წინასწარ დაკვეთილი და ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია, რომლის მცდელობაა საზოგადოებაში მოახდინოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის პიროვნების გამიზნული შეურაცხყოფა და მისი საქმიანობის დისკრედიტაცია.


ეს სამწუხარო და ყოვლად მიუღებელი მცდელობა ერთგვარი გაგრძელებაა იმ სამარცხვინო მოვლენებისა, რომლებსაც რამდენიმე თვით ადრე ადგილი ჰქონდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტისირგვლივ.


საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია მიმართავს მეგობარ კოლეგებს, სხვადასხვა მედიასაშუალებათა სპორტულ ჟურნალისტებსადა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს- ნუ მიიღებთ მონაწილეობას ლევან ყიფიანის წინააღმდეგ მიმართული, ამ დაკვეთილი კამპანიის მედიაგაშუქებაში, რათა ნებსითა თუ უნებლიეთ არ გახდეთ ამ სამარცხვინო მცდელობის ორგანიზატორთა ხელისშემწყობნი!


აქვე გაცნობებთ, რომ შაბათს, 4 აპრილს, გაიმართება საქართველოს სპორტული ფედერაციების შეკრება, სადაც მომხდარს ადექვატური შეფასება მიეცემა და გაკეთდება შესაბამისი განცხადება მედიისთვის!" - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016