reportiori.ge - „ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ - მუსიკალური ნაწარმოების შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:51
"რეპორტიორის" თვალით...
„ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ - მუსიკალური ნაწარმოების შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა
ავტორი:
03 აპრილი, 2015. 18:32




 „ხმა აიმაღლე მუსიკისთვის" - ამ სლოგანით აღინიშნება  წელს 26 აპრილს  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი", ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით  კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია საზოგადოებას აუხსნას, რომ მეკობრეობა და საავტორო უფლებების დარღვევა დასჯადიქმედებაა.



კამპანიის ფარგლებში დღეს  საქპატენტმა  საავტორო უფლებების ასოციაციის თანაორგანიზატორობით მუსიკალური ნაწარმოების შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით საავტორო ულფებების ასოციაციის ოფისში საქპატენტისა და საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარეებმა პრესკონფერენცია გამართეს.

­


როგორც პრესკონფერენციაზე ნიკოლოზ გოგილიძემ და  გიგა კობალაძემ განმარტეს, კონსურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრისა და/ან მისი ახლო ნათესავისა. კონკურსის პირობების თანახმად, მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი უნდა გამოხატავდეს საავტორო უფლებების პატივისცემას, მოწოდებას მისი დაცვისა და დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ტექსტში გამოყენებული უნდა იყოს 2015 წლის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის სლოგანი  ,,ხმა აიმაღლე მუსიკისთვის" და  მისამღერი შეიცავდეს  ამავე სლოგანს ინგლისურ ენაზე  "Get Up, Stand up. For Music". მუსიკალური ნაწარმოები სასურველია იყოს მაჟორული და ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს ხუთ წუთს.



საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და ხმის ჩამწერი სტუდია „ბრავო რექორდსის" პრეზიდენტი და  მუსიკალური პროდიუსერი ზაზა შენგელია. კონკურსში გამარჯვებულისთვის საქპატენტისა და საქართველოს ავტორთა ასოციაციის მიერ, ერთობლივად დაწესებულიაჯილდო 1000 (ათასი) ლარი და მობილური ტელეფონი (სმარტფონი). კონკურსში გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოები  ჩაიწერება სტუდია „ბრავო რექორდსში" და გამოიცემა CD-დისკზე, ასევე მუსიკალურ ნაწარმოებზე შეიქმნება ვიდეო რგოლი.



საკონკურსო ნაწარმოები კონკურსანტებმა  უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, ჩაწერილი ნებისმიერი სახის ციფრულ მატარებელზე, mp3 ან wav ფორმატში, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სიმღერის ტექსტი ნაბეჭდი ფორმით.



საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 15 აპრილი (2015 წ)  17:00 საათი. მისამართი: საქპატენტის თბილისის ოფისი (რამიშვილის ქ. N4,).



კონკურსის გამარჯვებული გამოცხადდება საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადის გასვლიდან არაუმეტეს ხუთ სამუშაო დღეში.



დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქპატენტის ვებ-გვერდზე www.sakpatenti.org.ge ან გააგზავნოთ კითხვები  ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ipday@sakpatenti.org.ge.



 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016