ასე გამოეხმაურა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე „რეპორტიორის" პრესკლუბში მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, სადაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ 26 მაისს, შსს-ში ამერიკული FBI-ს ჯგუფი იჯდა და მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს თვალყურს ადევნებდა.
„სამწუხაროდ, კიდევ რამოდენიმე ხანი მოგვიწევს მისი მოთმენა, იმ სისულელეების რა სისულუელეებსაც ვინმე სააკაშვილი აკეთებს, მაგრამ პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს, რამეთუ საქართველოში ყველამ კარგად იცის, როგორ უნდა იცხოვრობს, საზოგადოებამ კარგად იცის, ის სახელმწიფოებრივი მიდგომები, როგორიც არის პოლიცია და ა.შ. როგორ უნდა სამართლიანობა აღადგინოს, როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფოებრივი ინტერესი და ა.შ. თუ სააკაშვილს ჰგონია, რომ ქართველებმა არ ვიცით, რას ნიშნავს პოლიცია როდესაც გაჩერებს, ან სამართალს როცა არღვევ რა პასუხი მოგეთხოვება, ძალიან ცდება. ქართვლი ერი თავისი გონიერებით ყოველთვის იყო ის ერი, რომელიც გამოირჩეოდა მსოფლიოში და ახლაც გავცემ, ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, მაგრამ ეს ადამიანი რომელიც არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, დიდი მოთმინების ფასად, კიდევ ერთხელ პრეცენდენტი რომ შევქმნათ, საზოგადოება რომ დაწყნარდეს და მივიდეთ არჩევნებამდე, საზოგადოებამ თავისი სწორი არჩევანი გააკეთოს, კიდევ ვითმენთ და მაქსიმალურად ვცდილობთ სიტყვები შევარჩიოთ, ისედაც გადაღლილი და დაჩაგრული საზოგრადოება კიდევ არ გავაღიზიანოთ. მე ერთი რამ მინდა პასუხად ვთქვა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ 2011 წლლის 26 მაისი სამართლებრივ ჩარჩოში გასწორდეს და ყველამ პაუსხი აგოს, მაგრამ ადამიანი, რომელიც კიდევ რამოდენიმე ხანი მოგვიწევს მისი მოთმენა, როგორც ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, საზოგადოება, ამერიკის საზოგადოება, რომლებიც წლების განმალვობაში მხარს გვიჭერდა და ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მაქსიმალურად ყველა ჩაითრიოს და ყველა გაასწოროს იმ სიბინძურეში რაც წლების განმავლობაში ხდებოდა" - აცხადებს ლუკა კურტანიძე.