„ნიჩუტრა", მე „იდენტობა" ვარ!
ეს სააკაშვილსაც კი არ უკადრია!
ჩვენში გრანტმოსილი ასო „იდენტობა", რომელსაც უკვე თავისი ლგბტ ჟურნალიც აქვს (ერთობ, მჟღერი სახელწოდებით „17 მაისი"!), როგორც იტყვიან, საცვლიდან ხტება, საქართველოში ლესბოსელ-გეი-ბისექსუალურ-ტრანსგენდერული აღვირახსნილობის დასამკვიდრებლად! და ამ საქმისთვის „ვაჭარაძემ და კომპანიამ" ერთი გავლენიანი თანამოაზრეც იპოვა - საქართველოს პრეზიდენტად წოდებული გიორგი მარგველაშვილი...
დიახ, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ოთხი პრეზიდენტიდან პირველია, ვინც ლგბტ „იდენტობას" ღიად უჭერს მხარს, და უკვე, პრეზიდენტის კანცელარიაშიც კი იწვევს მათ „უსტაბაშ" ირაკლი ვაჭარაძეს!
ეს სააკაშვილსაც კი არ უკადრია!
ვისაც არ სჯერა, აი, ბატონო ფოტოფაქტები, რომლებიც გადაღებულია შარშან, ოქტომბერში, როდესაც მარგველაშვილმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეკრიბა „პროფილური" ასო-ები და ამ გენდერებს შორის მოხვდა „იდენტობა" ვაჭარაძეც.
ჰოდა, როგორც ჩანს, ლგბტ ვაჭარაძისა და მარგველაშვილს შორის ურთიერთობებმა ურთიერთგაგების იმ დონეს მიაღწია, რომ მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მაღალი ტრიბუნიდან სრულ სოლიდარობას უცხადებს „ლგბტ"-საზოგადოებას და, როგორც კონსტიტუტციის გარანტი, ქოქოლას აყრის „ჰომოფობ" („კაცთმოძულე") პოლიტიკოსებს!
„თუ რომელიმე პლიტიკოსს აქვს ასეთი შეხედულებები, რომ რაიმე ტიპით ან ნიშნით ადამიანების გამოყოფა, მათი, როგორც უმცირესობის სტიგმატიზაცია და მათზე გალაშქრება ხმებს ან პოპულარობას მოუტანს, შემიძლია, იმ ადამიანებს ვუთხრა, რომ მათ, ალბათ, არასწორი ქვეყანა ამოარჩიეს ამისთვის... ასეთ პოლიტიკურ შეხედულებებს არ ექნება არანაირი მომავალი. ჩემი აზრით, ისინი იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ მიდიან, რომელიც არამარტო ქართულ კულტურაში, არამედ გლობალურად, კაცობრიობამ ჩამოაყალიბა, როგორც შემწყნარებლობის, სიყვარულის, ღიაობის ღირებულებები. შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს ასეთი შეხედულებები, ისინი განწირულნი არიან", - განუცხადა მარგველაშვილმა ლგბტ ჟურნალ „17 მაისს", რომელიც არც მალავს, რომ ამ პიარ-კამპანიას მოახლოებული 17 მაისის წინ, მიზანმიმრათულად აწარმოებს!
აი, ბატონო, „17 მაისის" კითხვა გიორგი მარგველაშვილს:
- „რას ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი ჰომოფობიის სოციალურ პრობლემაზე და მოახლოებულ 17 მაისის ფონზე, რა გზებითა და რა დროში გეგმავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჰომოფობიასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანას?"
და მარგველაშვილიც პასუხობს:
„ჩვენ უკვე აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში, მთლიანად ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რამდენადაც ამ მიმართულებით კანონი მივიღეთ. „ანტიდისკრიმინაციულ კანონს" მხარი როგორც მთავრობამ, ასევე პარლამენტმაც დაუჭირა. ჩემს საზოგადოებრივ გამოსვლებში აღნიშნულ კანონს მხარი მეც არაერთხელ დავუჭირე".
ამდენად, როგორც ხედავთ, გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ვაჭარაძე 17 მაისის გეი-აღლუმისთვის ემზადებიან!
აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს გიორგი მარგველაშწვილის შემართება, ჩვენ აქტიურად ვართ ჩაბმული ჰომოფობიასთან ბრძოლაშიო?!
და სულაც არ გამიკვირდება, თუ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე, გეი-აღლუმს თვით საქართველოს პრეზიდენტად წოდებული გიორგი მარგველაშვილი ჩაუდგება სათავეში!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიორგი მარგველაშვილის „კლასიფიკაციით", გამოდის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, როგორც „ჰომოფობებს", „საქართველოში დიდი ტაბუ უნდა ჰქონდეთ დადებული!
გიორგი მარგველაშვილის ბერწი ფილოსოფიიით გამოდის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც „განწირულია", რადგან ლგბტ-ვაჭარაძისგან არაერთგზის გაკრიტიკებული ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს მამათმავლობა უდიდეს ცოდვად მიაჩნია!
მოკლედ, საქართველოს დღეს პრეზიდენტად ჰყავს არსება, რომელიც თანამემამულეთა აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, მიიჩნევს, რომ სოდომური ცოდვა ჩვეულებრივი ამბავია და მამათმავლებსა და დედათმავლებს აქვთ შეკრებისა და დემონსტრაციის თავისუფლება!
და ყოველივე ამის შემდეგ, ძვირფასო მკითხველო, თავად განსაჯეთ, ამ ვაჟბატონმა ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ შემთხვევით დაწერა თუ არა, თავისი ცნობილი ოპუსი - „ნიჩურტა, მე ქართველი ვარ!", რომელშიც ქართველი ერი განუვითარებელ, მსუბუქი დებილობის მქონე ბავშვს შეადარა!
ეს, მალე , კიდევ იშიშვლებს კალამს და დაწერს ახალ „ტრაქტატს" სახელწოდებით, „ნიჩურტა, მე ლგბტ ვარ!"
თუ არადა, 17 მაისიც მალე მოვა!
გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი"