reportiori.ge - გიორგი აბდალაძე: ბატონო ბიძინა, ცოტა ხნით შემხვდით. მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:42
პრეს-დაიჯესტი
გიორგი აბდალაძე: ბატონო ბიძინა, ცოტა ხნით შემხვდით. მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ!
ავტორი:
06 აპრილი, 2015. 19:38

 

 

 

„ბესო ხარძიანის მკვლელობიდან ორიოდე დღის შემდეგ ე.წ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლომ ბაჩო ახალაია გაათავისუფლა! დიახ, სამართალი აღსდგა, ოღონდ არა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები ხალხისათვის, არამედ მათთვის, ვინც თავის დროზე ბესო ხარძიანისნაირი უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატი შექმნა! ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, აღადგინოს სამართალი, ხოლო ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართავს!

 

- გიორგი, საჯაროდ პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, ძმის გარდაცვალების გამო, რედაქციის სახელით, წუხილი გამოვთქვათ და თანაგიგრძნოთ.


- უდიდესი მადლობა „ასავალ-დასავალის" მთელ შემადგენლობას, განსკუთრებით მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, რომლის მხარდაჭერასაცყოველთვის ვგრძნობ და რომლის პროფესიონალიზმის, ადამიანობის წინაშე ქედს ვიხრი!


სამწუხაროდ, ძმა ისე ჩავაწვინე საფლავში, ვერ ეღირსა ჩემს გამართლებას, თუმცა, ვპირდები, 50 წელიც რომ გავიდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ! ეს პრინციპის, თავმოყვარეობის საქმეა!


იმდენი უსამართლობა ხდება ქვეყანაში, სად წავიდეთ, რა გავაკეთოთ, აღარ ვიცით. არამარტო ბაჩო ახალაიაგაამართლეს, ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ ვალერი ზუმბაძე, ე.წ. „ჯაშუშების საქმის" გამომძიებელი ისევ დაუბრუნებიათ თავდაცვის სამინისტროში, ამჯერად - მრჩევლის თანამდებობაზე. ეს ის ვალერი ზუმბაძეა, რომელმაც ორიოდე თვის წინათ, ჩვენი განცხადებების საფუძველზე, სამინისტრო დატოვა. ისეთი რაღაცები მესმის, შეიძლება, გული გამისკდეს. რა ხდება? დაგვცინით კიდეც?! ეს ადამიანიშეგვპირდა, ცილისწამებისთვის გიჩივლებთო. რატომ არ გვიჩივლა?! კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ ვტყუით, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, სადაც შემხვდება, ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ, ვიცი, რომ ის იყო ჩვენი საქმის გამყალბებელი! ხომ აცხადებს, ამერიკაში ვიყავიო, მე კი ვამბობ, როდესაც დაგვიჭირეს, ის თბილისში, ირაკლი გედენიძის სახლში იყო მისული და უშუალოდ მან შეადგინა ოქმი!


რატომ აწინაურებთ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლების შავბნელი საქმეების უშუალო შემსრულებლები იყვნენ?! სააკაშვილის რეჟიმის მონების მსახურება სიკეთეს არ მოგიტანთ! სირცხვილი არ არის, დღეს ფოტოგრაფების საქმეს „გრიფით საიდუმლო" რომ ადევს?! ხალხი არა ხართ?! ნუთუ არ რცხვენია ხელისუფლებას, ჩვენი საქმის ერთ-ერთი გამყალბებელი შოთა უტიაშვილი ჭეშმარიტებაზე რომ საუბრობს? კიევიდან ჭკუას გვასწავლიან და ტაკიმასხარად იგდებენ ქართველ საზოგადოებას?! მეტიც, გვემუქრებიან - მოვდივართ და დედას გიტირებთო! გივი თარგამაძის სიტყვები აგვიხდა, - გვხდიან, ბატონებო, სულს! გამწარებულები, გაცოფებულები ვართ. ამდენი უსამართლობით გასკდა გული!


„ქართულმა ოცნებამ", პირველ რიგში, რეიტინგი იმიტომ დაკარგა, რომ ორი წლისთავზე, მე, გიორგი აბდალაძეს სამართლიანობაზე მიწევს საუბარი!

 

- სამართალი აღდგა, ოღონდ ბაჩო ახალაიასთვის! ორიოდე დღის წინათ,ე.წ. „ჯაშუშების საქმეზე" სასამართლომ ბაჩო ახალაია უდანაშაულოდ ცნო...

 

- საქმეც ის არის, რომ დღეს უსამართლოდ დასჯილი ადამიანების კი არა, ბაჩო ახალაიას, კიევში მოკალათებული სააკაშვილის ოცნებები სრულდება! ვიდრე კუბლაშვილის მოსამართლეები იქნებიან, არაფრის იმედი არა მაქვს.


- კუბლაშვილი აღარ არის სასამართლოს თავმჯდომარე...

 

- მოსამართლეები, რომლებიც ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებებს იღებენ, სასამართლოს მსახურები კი არა, სააკაშვილის, კუბლაშვილის, მერაბიშვილის, ნაბიჭვრივილის მონები იყვნენ და ასე დარჩებიან მთელი ცხოვრება! უცებ ვერ გაკეთილშობილდებოდნენ! სახელმწიფო სამსახურში, მით უფრო, სასამართლოებში, არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიცფაშიზმს ყურმოჭრილი მონებივით ემსახურებოდნენ! მარგველაშვილმა კუბლაშვილს მადლობის ნიშნად ტაში რომ დაუკრა, იმ დღეს ცუდად გავხდი.


კუბლაშვილს ტაში კი არ უნდა დაუკრა, პასუხი უნდა აგებინო იმაზე, ამდენი უკანონო პატიმრი რომ ჰყავდა ქვეყანაში.


ყოჩაღ ხელისუფლებას! ახალაიას „ჯაშუშების საქმეზე" პატიმრობიდან ათავისუფლებენ, იმ ადამიანებს კი, ვინც სიმართლისთვის ვიბრძვით და უსამართლოდ დაგვსაჯეს, გვკლავენ! რა ჯანდაბა ვქნათ?! სად ვიყვიროთ?! ვის შევჩივლოთ?! მაინცდამაინც ყველა უნდა გაგვაგორონ, სიმართლე რომ გაირკვეს?! თუ სხვა გზა არ არის, ხელისუფლებამ იარაღი მოგვცეს ტარების უფლებით და თავს თავად დავიცავთ. დიახ, მოგვეცით იარაღის ტარების უფლება! სხვა გამოსავალი არ გვაქვს! ნათქვამია, სამართალი ურმით დადისო, მეც, ვიდრე პირში სული მიდგას და ხარძიანივით არ გამაგორებენ, იმ ურემს დაველოდები. არ გავჩუმდები!


ორივე არჩევნებში „ოცნების" გვერდით ვიდექით. არც სამსახური მითხოვია და არც პრემიები. ხელისუკფლებისგან მხოლოდ სამართლიანობას ვითხოვ! სამწუხაროა, ორი წლისთავზე ასეთი იმედგაცრუება რომ არის ხალხში. ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, მაინც „ოცნების" გულშემატკივარი ვარ და ბიძინა ივანიშვილის იმედი მაქვს.


მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და „ასავალ-დასავალი" სწორედ ბიძინა ივანიშვილს მივმართო - ცოტა ხნით შემხვდით. მნიშვნელოვანირამ უნდა გითხრათ. ეს პრესის საშუალებით არ ითქმება. გარწმუნებთ, ბევრ ფაქტთან დაკავშირებით აგეხილებათ თვალი!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016