1. ორი რამეა უსასრულო ამქვეყნად: სამყარო და ადამიანის სისულელე, თუმცა პირველის შესახებ დარწმუნებული არ ვარ;
2. მხოლოდ სულელს სჭირდება წესრიგი - გენიოსი ქაოსზე ბატონობს;
3. თეორია არის, როცა ყველაფერი ცნობილია, მაგრამ არაფერი მუშაობს. პრაქტიკა კი, როცა ყველაფერი მუშაობს, მაგრამ არავინ იცის რატომ. ჩვენ კი თეორიასა და პრაქტიკას ვაერთიანებთ: არაფერი მუშობს... და არავინ იცის რატომ!
4. არსებობს ცხოვრების ორი ხედვა: პირველი - სასწაული არ არსებობს, მეორე - ყველაფერი სასწაულია;
5. განათლება არის ის, რაც სკოლაში ნასწავლისდავიწყებისშემდეგრჩება
6. არ ვიცი, რა იარაღით იბრძოლებენ მესამე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ მეოთხეში - ჯოხებითა და ქვებით;
7. სიგიჟეა, აკეთო ერთი და იგივე რამ და ელოდო განსხვავებულ შედეგს;
8. წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნით შეიძლება მიხვიდე ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე, წარმოსახვით ყველგან;
9. ვერასდროს მოაგვარებ პრობლემას, თუ ისე იფიქრებ, როგორც ისინი, ვინც ეს პრობლემა შექმნა;
10. ვისაც საკუთარი შრომის შედეგების უმალვე ხილვა სურს, მეწაღეობა უნდა დაიწყოს;
11. ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. წონასწორობის შესანარჩუნებლად მუდამ უნდა იმოძრაო;
12. ყველამ იცის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მოდის ვიღაც, რომელმაც ეს არ იცის და სწორედ ის აკეთებს აღმოჩენას;
13. გონება, რომელიც ერთხელ მაინც გააფართოებს საკუთარ საზღვრებს, ძველს არასდროს დაუბრუნდება;
14. ერთადერთი რამ, რაც სწავლაში ხელს მიშლის, სკოლაში მიღებული განათლებაა;
15. თუ შეცდომას უშვებ, ნიშნავს, რაღაცას სწავლობ;
16. თუ არ შეგიძლია, ეს საკუთარ ბებიას აუხსნა, მაშინ თავადაც არ გესმის;
17. გინდათ, განათლებული შვილი გყავდეთ? წაუკითხეთ მას ზღაპრები, თუ გინდათ, უფრო განათლებული შვილი გყავდეთ, წაუკითხეთ მეტი ზღაპრები.
წყარო: dare.ge