რელიგია
სააღდგომო მსახურებას ილია II სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს
11 აპრილი, 2015. 12:08
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო მსახურებას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
„სააღდგომო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. წირვა-ლოცვა დაიწყება შაბათს, ღამის 00:00 საათზე. მცხეთაში წასასვლელად მრევლისათვის ავტობუსები გავა 22:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან. აღდგომა დღეს, 12 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში სამადლობელი პარაკლისი აღევლინება და მიმდებარე ქუჩების კურთხევა მოხდება", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)
12 თებერვალი, 2016. 16:16
03 თებერვალი, 2016. 01:20
01 თებერვალი, 2016. 10:35
19 იანვარი, 2016. 20:14
19 იანვარი, 2016. 15:09
19 იანვარი, 2016. 10:34
ილია მეორე: უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ვერც მეძავნი, კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი...
07 იანვარი, 2016. 03:25
07 იანვარი, 2016. 01:11
07 იანვარი, 2016. 01:08
07 იანვარი, 2016. 01:07