reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: მამუკა ხაზარაძე სააკაშვილის მონა-ბიზნესმენებთან ერთად ხელისუფლების შესაცვლელად ემზადება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:58
პრეს-დაიჯესტი
ნიკოლოზ მჟავანაძე: მამუკა ხაზარაძე სააკაშვილის მონა-ბიზნესმენებთან ერთად ხელისუფლების შესაცვლელად ემზადება!
ავტორი:
13 აპრილი, 2015. 01:54

 


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის არევას წინასწარმეტყველებს და „ასავალ-დასავალს" ექსკლუზიურად უცხადებს,  რომ სააკაშვილის კარის ბიზნესმენები ხელისუფლების წინააღმდეგ ირაზმებიან!


- ბატონო ნიკოლოზ, საიდან მსგავსი სკანდალური ინფორმაცია და ვინ რას გეგმავს?

 

- ბოლო დროს „თიბისი ბანკის" პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის მიერ გადაცემა „არჩევანის" ეთერში გაკეთებული განცხადებები მიანიშნებს იმაზე, რომ მას სააკაშვილის რეჟიმის მიმართ გარკვეული ნოსტალგია გაუჩნდა. მოგეხსენებათ, ხაზარაძემ თქვა, რომ ის არის დაუცველი... ადამიანი, რომლის ბიზნესიც სააკაშვილის დროს გაიფურჩქნა და ხმას არ იღებდა იმ უბედურებაზე, რაც მაშინ ქვეყანაში ტრიალებდა, დღეს ლაპარაკობს, რომ ქვეყანაში, თურმე, პრობლემებია. ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ ხაზარაძეს რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ის რაღაცისთვის ემზადება!


- მაინც რისთვის ემზადება?

 

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე სააკაშვილის მონა-ბიზნესმენებთან ერთად კოალიციას ქმნის და ხელისუფლების შესაცვლელად ემზადება! მამუკა ხაზარაძე ცდილობს, კოალიცია შექმნას იმ ბიზნესმენების მონაწილეობით, რომლებმაც სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დროს იშოვეს უზარმაზარი ფინანსები. მათი მიზანია ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად.


- მაინც რა რესურსი აქვთ მათ?

 

- ფულს ძალიან ბევრი რამ შეუძლია და ტყუილად არ არის ნათქვამი - „ქრთამი ჯოჯოხენთს ანათებსო!" ფულით შეიძლება მედიასაშუალებების, ხალხის, პოლიტიკოსების, არასამთავრობოების მოსყიდვა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხაზარაძე გარკვეულ ბიზნესობიექტებთან უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს.


- ბატონო ნიკოლოზ, მაინც ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას?

 

- ერთ-ერთი მისი პატნიორი ამ კოალიციაში იქნება ის ბიზნესმენი, რომელმაც უკვე ღიად გამოთქვა თავისი უკმაყოფილება და განაცხადა, რომ რაკი საქართველოში მიწა უცხოელებზე არ იყიდება, ეს არის დიდი პრობლემა. მან ასევე ისაუბრა საემიგრაციო პრობლემებზე. იცით, რა არის? სააკაშვილის დროს, როცა ქვეყანას ატყავებდნენ, ამ ხალხს, ამ ბიზნესმენებს, მაშინ ხმა არ ამოუღიათ, რადგან იყვნენ და დღესაც არიან სააკაშვილის მონები. აი, ავიღოთ, მაგალითად, ლარის კურსი. ხაზარაძე, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა საბანკო ბიზნესში, ლარის კურსზე მანიპულაციას ადგვილად შეძლებს, თუ მას გვერდით დაუდგება „საქართველოს ბანკი" - გილაურის ძმის ბანკი. მაგათ თუ მოინდომეს, ლარს გადააქცევენ „შლარად". მერწმუნეთ, ამ ხალხს ბევრი რამ შეუძლია და ლარის გაუფასურებაში შესაძლოა, ამ ჯგუფის ხელიც ერიოს.

 

- რამდენად რეალური და სანდოა თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია?

 

- ეს არის ძალიან რეალური და სანდო ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი ქართველი ბიზნესმენისგან მივიღე. გაიგოს ყველამ, რომ სააკაშვილის დროს მამუკა ხაზარაძე იყო ბიზნესტერორის ერთ-ერთი ავტორი. კერძოდ, ადამიანებს, რომლებსაც იჭერდნენ, „თიბისი ბანკი" აძლევდა სესხებს, რათა ამ ფულით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ. ამ სესხების სანაცვლოდ, „თიბისი ბანკში" იტვირთებოდა უძრავი ქონება და ბიზნესები.


გავიხსენოთ, როგორ წაართვა ანზორ ქოქოლაძეს მამუკა ხაზარაძემ „ელიტელექტრონიქსი", გავიხსენოთ როგორ გადაიფორმა ხაზარაძემ „ბანკი კონსტანტა". აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ხაზარაძემ „რუსთავი-2"-ის ეთერით შეურაცხყოფა მიაყენა და ცილი დასწამა „ასავალ-დასავალის" რესპონდენტებს, რომლებიც „კგბ"-ს გენერლებად და დამნაშავეებად გამოაცხადა. მაინტერესებს, ეს არ არს იმ ხალხის პატივისა და ღირსების შელახვა?


- ბოლოს და ბოლოს, ამ ბიზნესმენებს რა უნდათ?

 

- ამათ უნდათ ისევ იმ ხალხის ხელისუფლებაში  მოყვანა, ვისი მონებიც არიან! აქ არ არის საუბარი კონკრეტულად სააკაშვილზე, აქ ლაპარაკია ნაციონალურ სექტაზე, რომელთა ხელისუფლების დროსაც ამათ მილიონები იშოვეს. რატომ ამათ არ შეეხოთ ის რეპრესიები, როცა ქვეყანას ატყავებდნენ? იმიტომ, რომ ესენი იყვნენ მიშას მონები. ზოგს ნავთობის ბიზნესი წაართვეს, ზოგს - სამშენებლო ბიზნესი, ზოგს - თავი მოაკვლევინეს, მაგრამ ამათ არ შეეხნენ, რადგან მიშას მსახურები იყვნენ. დღეს, რაც ბიზნესი არ ტერორდება და თავისუფალი კონკურენციაა, მიშას მონა-ბიზნესმენებს ეს არ აწყობს! მოვუწოდებ ქვეყნის უშიშროების სამსახურს, ყურადღება მიაქციოს იმ ძალებს და, განსაკუთრებით, იმ არასამთავრობოებს, რომლებიც ითხოვენ  ხელისუფლების გადადგომას და ამ დროს ფინანსდებიან მამუკა ხაზარაძის მიერ! ხაზარაძე უკვე ისეა გასაცოდავებული და დაბეჩავებული, თვითონაც აღარ იცის, რას ლაპარაკობს, მაგალითად, მითხრეს, რომ ხაზარაძე, თურმე, საპატრიარქოში მისულა და უთქვამს - ჩემი ოფლით ნაშრომს მართმევენო! ვისი ეშინია და ვინ რას ართმევს მას? რაც უკანონოდ აქვს მიტაცებული, იმის უკან დაბრუნება ხაზარაძეს მოუწევს! ხუთი კამერით იღებდა ხაზარაძე იმ დღეს „ასავალ-დასავალის" მიტინგს „თიბისი ბანკის" წინ. ადამიანი, რომელიც კამერებით იღებს თუ ვინ რას გაიძახის მასზე, კაცმა არ იცის, რას გააკეთებს. ეს არის „კაგებეშნიკური" მეთოდი და ვის „კაგებეშნიკობაზე" ლაპარაკობს მამუკა ხაზარაძე? კარგად გავარკვიოთ, ვისი აგენტი იყო ხაზარაძე მაშინ, როცა მერაბ კოსტავაზე ხელი აღმართა?


მე ვიცი სააკაშვილის მეთოდი - სააკაშვილი მომიტინგეებს იღებდა კამერით, რათა ჩანაწერში დაფიქსირებულ ადამიანებზე დაეწყოთ საშინელი ტერორი. ამ ფონზე ჩემს გაკვირვებას იწვევს დანარჩენი გამოცემების, მედიასაშუალებებისდუმილი. განა ასეთი რა ოქროს ზოდები მოგიტანათ, თქვე დალოცვილებო, ხაზარაძემ რედაქციებსა და სტუდიებში?


- ბატონო ნიკა, როგორც ვიცი, დიდ ფულს ხარჯავს ხაზარაძე რეკლამებში!

 

- დიახ, ჩემთვის გაუგებარია მათი დუმილი და უგულისყურობა. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელსაც არ ენანება ფული მედიის გასაჩუმებლად და ვიდეო-კამერით ჩუმად იღებს ხალხს, არ გამიკვირდება, ხელისუფლების შეცვლაზე იზრუნოს. როგორც ითქვა, მამუკა ხაზარაძემ მერაბ კოსტავაზე ერთხელ უკვე აღმართა ხელი, ახლა ცდილობს, „ასავალ-დასავალს" მოუქნიოს იგივე ხელი, რათა საქართველოში ყველაზე გავლენიანი გაზეთი გააჩუმოს!


ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016