reportiori.ge - გიორგი ტუღუშო - რა ღირს 30 ვერცხლი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:55
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გიორგი ტუღუშო - რა ღირს 30 ვერცხლი?
14 აპრილი, 2015. 12:19



მახსოვს, უნივერსტეტის ღამის დარაჯად მუშაობდა ერთი. არ უყვარდათ, სულ, რაღაცნაირი, მრეში სახით დადიოდა. ამბობდნენ, 37-ში აქტიური დამსმენი იყო, ის კი არა და, ჯალათის საქმეც ეხერხებოდაო. ერთხელ ხმამაღლა დაიწუწუნა თურმე, მთელი ცხოვრება ამათ (კომუნისტების) სამსახურს შევალიე პატიოსნად და ყარაულის ადგილის მეტი არაფერი შემრჩაო?!


ეს უბედური ადამიანი გამახსენდა ახლა, უფრო სწორად, ამას წინათ „რუსთავი 2"-დან გაშვებულების ნათქვამმა გამახსენა - „რატომ გაგვიშვეს, იმიტომ რომ ჩვენს საქმეს პატიოსნად ვასრულებდითო?!.."


ორიოდე დღის წინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა, სოციალურ ქსელში, შეკითხვა დასვა ნახევრად ხუმრობით - საინტერესოა, ის, იუდას მიერ აღებული 30 ვერცხლი, დღევანდელი კურსით, ნეტავ რამდენიაო?!


რამდენი და ალბათ იმდენი, რამდენსაც 37-ში, კაცის კვლაში და დასმენაში უხდიდნენ იმ უნივერსიტეტის ყარაულს, რამდენსაც „რუსთავი 2"-ის „პატიოსნად მოღვაწე" მუშაკებს უხდიდნენ და უხდიან თავიანთი პატრონები და რამდენსაც... გიორგი ტუღუშს უხდიან დღევანდელი კაიაფები!!!


ასეა, „...მაზანდა ჩვენში ჭიქა არყიდან იწყება და 30 ვერცხლს ზემოთ არ მიდის..."


აქ, თეოლოგია არაფერ შუაშია!


აბა, მაშინ 30 ვერცხლთან გიორგი ტუღუში რა კავშირშია?!


რა და, მაინცდამაინც „დიდ ხუთშაბათს" რომ არ ეთქვა, ტელევიზიით და სახალხოდ - საქართველოში ქრისტიანობა უკვე საფრთხის შემცველიაო - ვითომ მომავალ ხუთშაბათამდე მოცდა არ შეიძლებოდა? თუ, ჯერ აქამდე არაფერი წამოსცდენიათ მსგავსი?


არა ბატონო! დავალება როგორიც ჰქონდა, ანუ, რაშიც უხდიან ის უნდა ეთქვა, და ისიც იმ დროს, როდესაც შეუკვეთეს! აბა ესენი თავისი აზრით და ჭკუა-გონებით, როდის იყო, რამეს ამბობდნენ.


ჰო! მერე რომ არ დამავიწყდეს, ახლავე უნდა ვკითხო ჩვენს ძვირფას ხელისუფლებას: „დიდ ხუთშაბათს", ყოფილი სახალხო დამცველის მიერ, სახალხოდ ქრისტიანების (ან ნებისმიერი, სხვა მორწმუნეების) შეურაცხყოფა, არის თუ არა, დასჯადი საქციელი?!


არა?


მაშინ, ის მითხარით, ამ ნათქვამი ტუტუცობისთვის, ვინმემ გიორგი ტუღუშს ცხვირ-პირი რომ გაუერთიანოს, დაისჯება?!


რა თქმა უნდა! ...დაისჯება!


ეს, ისე რიტორიკულად ვიკითხე, თორემ ტუღუშმა ის რომ არ იცოდეს, ან დარწმუნებული რომ არ იყოს, რომ სხვისი შეურაცხყოფისთვის ქუჩაშიც, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ამის თქმას გაბედავდა? როდის იყო კურდღელი, მგელს თითს უქნევდა, ცხვირწინ?


ეს „იმედიც" მაგარი ვინმეა! ყველა „შეკვეთაზე" (აბა, სხვა რა ვიფიქროთ) რომ ნიავს აყოლილი ასკილივით აქნევთ თავს, რატომ გგონიათ, რომ ბნელა?


დალოცვილებო, თუკი სკოლებში გამოკითხული მშობლებისა და პედაგოგების 80 პროცენტი (თქვენი ინფორმაციაა) ქრისტიანობას ძირითად რელიგიად აღიარებს, დემოკრატიის არითმეტიკა ტუღუშის და სხვა 20 პროცენტის სასარგებლოდ რატომ არის მეტი?


ამაზე აქვთ ებრაელებს ნათქვამი - „შენი არ იცოდე და სხვისიც არ გაგეგოსო!


საზოგადოების გამოკითხვებზე ნუ მიდგება საქმე, თორემ სცადეთ და საქართველოში, არაქართული მოსახლეობის აზრიც იკითხეთ, რომელს თვლიან საქართველოში ისინი ძირითად რელიგიად. ამას, რა თქმა უნდა, არ იზამთ, რადგან შედეგმა შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ! აი, მაშინ კი, შედეგიდან გამომდინარე, საფრთხე ქართველი ქრისტიანებისგან არა, მაგრამ პატრონებისგან კი ემუქრებათ - ტუღუშს, თავისუფალ ზონას, ლგბტ-ს და სხვებაც, მათნაირებს!


უჭირთ, ძალიან უჭირთ მიღებული დავალებების რეალიზაცია და ამის გამოა, რომ ბევრ მათგანს გამოყენებული, ერთჯერადი ხელსახოცის ბედი ერგო! ზოგი „რუსთავი 2"-დან მოისროლეს, ზოგი პარტიიდან, ზოგი ახალმა ხელისუფლებამ დაიჭირა და ზოგსაც დასაჭერად დასდევენ!


ჰოდა, კი ყოფილა ეს ყველაფერი საფრთხის შემცველი!


ჩემმა მეგობარმა მიკარნახა ახლა, აგერ - ათეიზმი შენი საკუთარი პოზიციადა რელიგიისადმი დამოკიდებულებაა და არა სხვისი რელიგიის შეურაცხყოფაო!


თუმცა,ვის და რა გინდა რომ აუხსნა, ასეთ ადამიანებთან ამ ლაპარაკს აზრიც არ აქვს. მათთვის მთავარი ფულია - 30 ვერცხლი, დღევანდელი კურსით!


ებრაელები ვახსენე!


შე საწყალო, გიორგი ტუღუშო, იქნებ გვითხრა!


ისრაელში, სადაც უამრავი ქრისტიანი ცხოვრობს, იუდაიზმი ვის უქმნის საფრთხეს. ან თურქეთის შესახებ რას გვეტყვით? ვატიკანი და მთლიანად იტალია, ბოლოსთვის შემოვინახე! ჰაა, რას იტყვი, თუ, ეგ თემა არ ფინანსდება და ამიტომ აზრი და გონება „დაგებინდა"?!


ბოლოს, მართლა მინდა ადამიანურად აგიხსნათ და გითხრათ, რომ ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ერთი ულმობელი სასჯელი მაინც აქვთ, რომელსაც ამ დღეებში მაინც, ოდნავ მოაზროვნეც კი მოერიდებოდა! ამაზე ფიქრით თავს მაინცდამაინც არავინ იწუხებს, მანამ, სანამ ცხვირს არავინ წაიმტვრევს.


სულ ორი სიტყვაა და ასე ჟღერს - ღმერთმა განსაჯოს!!!


ამ ორმა სიტყვამ, ტუღუში და მისნაირები კი არა, იმპერიები მოინელა და ისე ჩანს - კიდევ მოინელებს!


მე მითქვამს და თქვენი საქმისა თქვენ იცით!


P.S. საუდის არაბეთში, ქმრებს ოფიციალურად მიანიჭეს, ცოლების ფიზიკურად შეჭმის უფლება. ჰოდა, ტუღუში, მიხედავ ახლა საქმეს თუ შენ და შენი პატრონები მარტო საქართველოში „იცავთ" ადამიანის უფლებებს?!




 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016