reportiori.ge - „მაესტრო“ „იმედმა“ იყიდა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:48
პრეს-დაიჯესტი
„მაესტრო“ „იმედმა“ იყიდა?
ავტორი:
14 აპრილი, 2015. 16:30


ტელეკომპანია „მაესტროს" ირგვლივ სკანდალები არ წყდება. ცოტა ხნის წინ, არხი 28 თანამშრომელმა დატოვა და ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ „მაესტროს" ფიქტიური მფლობელი კოტე გოგელია არხის საინფორმაციო პოლიტიკას კოკა ყანდიაშვილს აბარებდა, ეს პოლიტიკა კი პრორუსული უნდა ყოფილიყო. ახლა კი „ქრონიკამ" კულუარული წყაროებიდან შეიტყო, რომ კოტე გოგელიამ დათმო თავისი წილი და ის ტელეკომპანია „იმედის" მფლობელს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მიჰყიდა. გოგელია, უფრო სწორედ, მისი მეუღლე მაკა ასათიანი „მაესტროს" 49%-იანი წილის მფლობელია. ჩვენთვის უცნობია, მან ეს 49% მთლიანად დაუთმო „იმედს" თუ მხოლოდ მისი ნაწილი, თუ საერთოდ დანარჩენი 51%-დან იყიდა წილი „იმედმა".


„ქრონიკამ" ინფორმაციის გადამოწმება „მაესტროს" ერთ-ერთ დამფუძნებელთან, მამუკა ღლონტთან სცადა, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ვერ დავუკავშირდით „იმედის" გენერალური დირექტორს, რეზო საყევარიშვილსაც, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ ბევრი რამ შეიცვლება, სავარაუდოდ, არამხოლოდ ქართულ ტელესივრცეში.


„ქრონიკა" რამდენიმე თვის წინ კულუარულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კოტე გოგელია „მაესტროს" საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლას ნამდვილად აპირებდა და ის ნაკლებად პროდასავლური უნდა ყოფილიყო და ეს არხის თანამშრომლებსაც განუცხადა. სწორედ ამას მოჰყვა ჟურნალისტთა პროტესტი და შემდეგ მათ მიერ „მაესტროს" დატოვება. გოგელია ქართულ პოლიტიკაში დასამკვიდრებლად „მაესტროს" გამოყენებას აპირებდა. ასევე, იმჟამინდელი ინფორმაციით, გოგელიას „მაესტრო" დღევანდელ ხელისუფლებასთან სავაჭროდ სჭირდებოდა და აგრეთვე, აქ საკუთარი ბიზნესის დასალობირებლად. გოგელიას სერიოზული ბიზნესინტერესები ჰქონდა საქართველოში, მას მიაჩნდა, რომ რადგან სააკაშვილის მმართველობისას ოპოზიციას აფინანსებდა, ამის საფასურად რამდენიმე ბიზნესსფეროში შეღავათები უნდა მიეღო. წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლას გოგელიამ 5 მილიონი დოლარი მიახარჯა. თუმცა, მან „მაესტროს" წილის თუნდაც ნაწილი თუ დათმო და „იმედს" გადაულოცა, გამოდის, ქართულ პოლიტიკაში აქტიურობასა და შესაბამისად, საკუთარი ბიზნესის ნაწილის რუსეთიდან საქართველოში გადმოტანას აღარ აპირებს. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ დღეს, სამწუხაროდ, ეფექტური პიარი და შესაბამისად, მედიასაშუალებები პოლიტიკაში წარმატების მიღწევის თითქმის უტყუარი გარანტიაა. თუმცა, შესაძლოა, არც ასე იყოს საქმე. არ არის გამორიცხული, ის პატარკაციშვილების ოჯახთან რაიმე გარიგებაზეც წავიდა და თუ მართლა მიჰყიდა წილი, ფინანსურის გარდა, სხვა სარგებელიც მიიღოს. ადრეც ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ბადრი პატარკაციშვილის დები, მზია თოთლაძე და ნანა პატარკაციშვილი, რომლებიც დეპუტატები იყვნენ, პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებდნენ და საბოლოოდ, ეს ინფორმაცია არავის უარყვია. თეორიულად, დასაშვებია, რომ ამ სავარაუდო გარიგებას, პატარკაციშვილებისა და გოგელიას პოლიტიკური ალიანსი მოჰყვეს, მით უფრო, პრორუსულ პოლიტიკაზე არც პატარკაციშვილის დები არ არიან მწყრალად. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეიძლება.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016