ინგლისში გამოიცა წიგნი, რომლის ავტორებიც ცნობილი დიქტატორების გემოვნებასა და უცნაურ თვისებებზე მოგვითხრობენ. ერთი თავი ადოლფ ჰიტლერს ეძღვნება. ჯარისკაცი, რომელმაც ფიურერთან უკანასკნელი რამდენიმე კვირა გაატარა ბუნკერში, ამბობს, რომ ჰიტლერს ძალიან უყვარდა შემწვარი მტრედის ხორცი ფარშირებული ენით, ღვიძლით და თხილითო, ხოლო საჭმელს მექანიკურად იდებდა პირში, მაგიდასთან თითებს იკვნეტდა და საჩვენებელი თითით ცხვირს იწმენდდაო... ინგლისელებს დიდი ბოდიშის მოხდით შევახსენებ,-აქამდე ცნობილი იყო, რომ ჰიტლერი ვეგეტარიანელი გახლდათ, აი, სიცოცხლის ბოლოს თუ მტრედის ხორცი შეუყვარდა, ეს აშკარად სიახლეა, რაც შეეხება თითით ცხვირის მოხოცვას, მაგით ქართველებს ვერ გაგვაკვირვებს. მაგ მანიპულაციას 9 წლის მანძილზე დღეში მინიმუმ სამჯერ ვხედავდით! მეტსაც გეტყვით: რომელიმე ისტორიკოსს უთქვამს, ჰიტლერი ჰალსტუხის ღეჭვისას გამოიჭირესო? ჰოდა, წარმოიდგინეთ რამდენით წინ ვართ... ვაი ჩვენს პატრონს!!!!!