reportiori.ge - „სამართლიანი არჩევნები“ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების სიის გამოქვეყნებას დაუყონებლივ მოითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:06
საზოგადოება
„სამართლიანი არჩევნები“ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების სიის გამოქვეყნებას დაუყონებლივ მოითხოვს
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 13:36

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დღეს, 27 ოქტომბრის, საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ცესკოს მონაცემებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3,537,249 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველების პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას. კერძოდ, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი იმ ამომრჩევლების საკითხი, რომლებიც რეგისტრაციის ადგილიდან მოხსნილია, თუმცა რეგისტრაცია არ გაუვლიათ ახალ მისამართზე. ცესკოს მონაცემების მიხედვით, ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 97 000-ს აღწევს. "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების სია დაუყოვნებლივ, საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს. მათივე ინფორმაციით, აქტიური საინფორმაციო კამპანია უნდა დაიწყოს მოქალაქეების მიერ საკუთარი თავის აღნიშნულ სიაში გადამოწმებისა და ხელახალი რეგისტრაციის გავლის მიზნით. „სამართლიანი არჩევნები“ მომდევნო ანგარიშს აგვისტოს დასაწყისში გამოაქვეყნებს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016