კინორეჟისორს, საქართველოს სახლახო არტისტს მერაბ კოკოჩაშვილს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დღეს კინოს სახლში მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმარა. ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, კინორეჟისორები, საზოგადო მოღვაწეები და კინორეჟისორის მეგობრები დაესწრნენ.
მერაბ კოკოჩაშვილს იუბილე პირადად მიულოცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რომელიც ღონისძიებაზე თავის მოადგილესთან, მანანა ბერიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა. კინორეჟისორს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი" გადასცა.
საიუბილეო საღამოზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს კადრები ფილმებიდან - „მერაბი ფილმებში" და „მერაბის ფილმები". ამასთან, სტუმრებს გადაეცათ კრებული „კინოხელოვნების ოსტატები", რომელიც მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედებას ეძღვნება.