"თავს აჭრიან, წვავენ, აწამებენ ბავშვებს, დიდებს, ყველას, რადგან ისინი არიან ქრისტიანები. თუმცა კლავენ არამარტო ასურელ ქრისტიანებს, არამედ ყველას, ვინც მათ არ ემორჩილება. ისინი თხოვენ მათ სარწმუნოების შეცვლას,"- მამა სერაფიმემ გადაცემა „არჩევანში" მუსლიმი ექსტრემისტების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ქრისტიანებზე დევნა მიმდინარეობს.
მამა სერაფიმეს განცხადებით მას ასურელი ქრისტიანები ვიდეოებს ხშირად უგზავნიან და დახმარებას ითხოვენ.
"ეს არის ვიდეოები, სადაც ბავშვებს აჭრიან თავს, ცემენ, წვავენ, უკლავენ ოჯახის წევრებს. ეს არის საშინელება. რელიგიური წმენდა მიმდინარეობს სირიაში. მე და არა მარტო მე ვიღებთ სირიიდან ვიდეოებს, სადაც ასურელი ქრისტიანები ითხოვენ დახმარებას, შველას. ამ გენოციდის შესახებ იმართება მსოფლიოში აქციები. ჩვენც გავმართეთ თბილისში ეს აქცია. მე არ ვფიქრობ, რომ მუსლიმანური სარწმუნოება ქადაგებს იმას, რომ წადი, მოკალი ყველა, რომ სამოთხის გასაღები დაიჭირო ხელში," - განაცხადა მამა სერაფიმემ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)