reportiori.ge - გურამ გირგვლიანი: ბესო ხარძიანს „შარდენ-ბარის“ წინ ირინას და სანდროს ძეგლის დადგმა უნდოდა და არ დააცალეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 07:37
ინტერვიუ
გურამ გირგვლიანი: ბესო ხარძიანს „შარდენ-ბარის“ წინ ირინას და სანდროს ძეგლის დადგმა უნდოდა და არ დააცალეს!
ავტორი:
15 აპრილი, 2015. 15:24



სააკაშვილის ზონდერ-მკვლელების მიერ ოქროყანის სასაფლაოზე უღვთოდ დაჩეხილი და მხეცურად მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა გურამ  გირგვლიანი ამ რამდენიმე დღის წინათ საკუთარი სახლის წინ დახვრეტილი ბიზნესმენის ბესოს ხარძიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და იმ ჩანაფიქრის შესახებ გვესაუბრება, რომლის განხორციელებასაც ნაცისტების ციხიდან გათავისუფლებული ბიზნესმენი გეგმავდა!


- ბატონო გურამ, მაინც რას გეგმავდა აწგანსვენებული ბესო ხარძიანი?


- უპირველეს ყოვლისა, მინდა, ბატონი ბესოს ოჯახს მივუსამძიმრო. გაგიჟებული ვარ, ეს რა ხდება ჩვენს გარშემო?! ნაძირალა სააკაშვილის ხელისუფლებამ როგორ და რატომაც დაიჭირა ეს კაცი, გასაგებია - კუს ტბის ბიზნესი წაართვეს; ისიც გასაგებია, სახლის წინ რატომ მოკლეს - სასამართლო პროცესებს იგებდა, თავის ბიზნესს იბრუნებდა და ეს არ აწყობდათ! ბესო ხარძიანს საერთოდ არ ვიცნობდი და ციხიდან რომ გამოვიდა, მაშინ გავიცანი. ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა ირაკლი კაკაბაძემ და მითხრა - ბესო ხარძიანს უნდა შენთან შეხვედრაო! სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რადგან ხარძიანთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. იმ პერიოდში ახალი შექმნილი მქონდა სანდროს ფონდი და გავიფიქრე - ალბათ, ფონდის საქმეზე თუ უნდა დალაპარაკება-მეთქი! მოკლედ მე, ირაკლი და ბესო ხარძიანი ერთმანეთს შევხვდით სასტუმრო „საქართველოში", სადაც ბესოს ოფისი ჰქონდა დაქირავებული. გავიცანით ერთმანეთი და ბესო ხარძიანმა მითხრა - მომეცით უფლება, ქალბატონ ირინასა და სანდროს ძეგლი დავუდგაო!.. დავიბენი... - ძალიან დიდი მადლობა, ამის წინააღმდეგი მე როგორ ვიქნები, მაგრამ ეგ ამბავი მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის, სანდროს ჰყავს მეგობრები და მათაც უნდა გადაწყვიტონ-მეთქი! გავაცანი სანდროს მეგობრები, შევხვდით და ბესოს წინადადება ყველას ძალიან მოეწონა. ამ შეხვედრიდან ცოტა ხანში ბესომ დამირეკა; ავიღე ყურმილი და ვუთხარი, რომ შეკვეთილში, ჩემს მეგობართან ვისვენებდი. მითხრა - მეც ჩამოვალო!.. მართლაც ჩამოვიდა ორ მეგობართან ერთად და ჩამოიტანა ძეგლის ესკიზი...


- როგორი იყო ძეგლი?


- ეს გახლდათ დედა, რომელიც დასტიროდა თავის შვილს.. შესანიშნავი ესკიზი იყო და გამიხარდა. ამის შემდეგ სანდროს მეგობრებთან ერთად, საგურამოსთან ახლოს, მოქანდაკე გია ჯაფარიძის სახელოსნოშიც ვიყავით, რომელმაც ძეგლის მაკეტი გვანახა და ისიც ძალიან მოგვეწონა. აი, ასეთი ღვთისნიერი და ძალიან მოწესრიგებული კაცი მოკლეს თავისი სახლის წინ.

 

- ბატონო გურამ, ძეგლი რა ზომის უნდა ყოფილიყო, სად აპირებდა მის დადგმას ბესო ხარძიანი და რისგან უნდა ჩამოესხათ?


- ძეგლი უნდა ყოფილიყო ნატურალური ზომის, ჩამოისხმებოდა ბრინჯაოსგან და დაიდგმებოდა „შარდენ-ბარის" წინ, სადაც უბედურება მოხდა. ბესო ხარძიანს უნდოდა, მოქანდაკეს ირინასა და სანდროსთვის შეენარჩუნებინა თავისი ბუნებრივი სახეები, რაზეც უარი ვთქვი, რადგან ეს უნდა ყოფილიყო არამარტო ირინას, არამედ ყველა იმ ქართველი დედის სიმბოლო, ვისაც შვილი მოუკლეს.


- ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ ბესო ხარძიანს ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა?


- სამწუხაროდ, ასეა - ბესო ხარძიანს „შარდენ-ბარის" წინ ირინასა და სანდროს ძეგლის დადგმა უნდოდა და არ დააცალეს!


- ბატონო გურამ, თქვენ თქვენი ვაჟის - სანდრო გირგვლიანის წინაშე სამართალი აღასრულეთ!


- ვერა, ვერ აღვასრულე!.. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე გააყალბა ადეიშვილის მარჯვენა ხელმა ჩხატარაშვილმა, ხოლო ჩხატარაშვილს დაემატა ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა თუ ძალით გააქციეს! ლაშა ნაცვლიშვილი სანდროს საქმეს ამუხრუჭებდა, აღარაფერს ვამბობ მოსამართლე მგელიაშვილზე, რომელიც ვინც არის და რაც არის, ყველამ კარგად ვიცით!


- ბიძინა ივანიშვილი ცხონებულ იური ვაზაგაშვილს აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდა, თქვენ თუ შეგეხმიანათ ივანიშვილი?


- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა... სიმართლე გითხრათ, სალაპარაკოც არაფერია - ყველაფერი ცნობილია სანდროს მკვლელობის შესახებ, გამოგიტყდებით და არავისთან შეხვედრის სურვილი არ მაქვს, მხოლოდ თქვენ დაგირეკეთ და დიდი მადლობა, რომ მოხვედით...


- მივუბრუნდეთ ბესო ხარძიანის მკვლელობას... გია უდესიანისკენ იშვერენ ხელს - უდესიანმა მოაკვლევინა ხარძიანიო!.. თქვენ რას იტყვით?


- გია უდესიანი არის ნაძირალა და სააკაშვილის ცნობილი ზონდერი. არ გახსოვთ, საკრებულოში რომ შევარდა ზონდერებთან ერთად და ხალხი ცემა?! გია უდესიანს ბესო ხარძიანის ბიზნესში თავისი ინტერესები ჰქონდა და ეს ყველამ იცის. ხელს ვერ დავადებ, მაგრამ გასარკვევია, უდესიანი დამოუკიდებლად მოქმედებდა თუ ხარძიანის მოკვლა ზემოდან დაავალეს. ეჭვი არ მეპარება, რომ თბილისში მოქმედებს ნაციონალებისგან დაკომპლექტებული მართვადი ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მკვლელები, ძველი პოლიციელები, ზონდერები და ისინი პირდაპირ სააკაშვილისგან იმართებიან.


- თქვენ სააკაშვილის რეანიმაცია თუ წარმოგიდგენიათ?


- გამორიცხულია, ეს არ მოხდება! რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ამ მკვლელსა და ნაძირალას ვერავინ დაამარცხებდა! ბიძინა ივანიშვილმა - ერთმა კაცმა უტირა დედა ამათ. ყველაფერი უცბად ვერ მოგვარდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ იგი უკეთესობისკენ წაიყვანს ქვეყანას!


- ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური გვამი პარლამენტსა თუ მთავრობაში სწორედ სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ქუჩაში ჩახოცილი სხვა ბიჭების სისხლით მოკალათდა. კარგად მახსოვს, თქვენთან რომ შემოვდიოდი და ირინა დეიდა და ჯიმი ბაბუა ცოცხლები იყვნენ, პოლიტიკური გვამებისა თუ პოლიტიკოსების რიგი გედგათ კარის ზღურბლთან. ახლა რა ხდება? ვინმე გაკითხავთ, ვინმე თქვენი ბედით ინტერესდება?


- (მწარედ ეცინება) კარგი ურთიერთობა მაქვს დათო გამყრელიძესთან და ფიქრია ჩიხრაძესთან, სხვებთანაც... დათო ყოველთვის მომიკითხავს-ხოლმე. რაც მაგან ჩემი ოჯახისთვის გააკეთა, არ ვიცი... საერთოდ, ისეთი პიროვნება ვარ, არავისთან მივალ, არ შევაწუხებ და ეგ ხალხი, ვისაც თქვენ გულისხმობთ, არაფერში მჭირდება! ირინა რომ არ ყოფილიყო, ეს ხალხი, დღეს რომ ყირაზე გადადის, არ მოხვდებოდა ზედა ეშელონებში. ახლა არც ირინა ახსოვთ და რაზე უნდა ვილაპარაკო?! სანამ ირინა მოკვდებოდა, სასაფლაოზეც მოდიოდნენ, 3 მარტსაც ულოცავდნენ და დადიოდნენ ყვავილებით, მაგრამ დღეს... არ ვიტყვი, რომ ვინმეს არ რცხვენია, მაგრამ ეს მაგათი პირადი საქმეა, და როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ!


ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016