reportiori.ge - „ხელოვნების ქურუმი“ - იუბილარ კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს კულტურის მინისტრმა სპეციალური ჯილდო გადასცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:04
"რეპორტიორის" თვალით...
„ხელოვნების ქურუმი“ - იუბილარ კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს კულტურის მინისტრმა სპეციალური ჯილდო გადასცა
15 აპრილი, 2015. 16:29


 

საქართველოს სახლახო არტისტს, კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. საიუბილეო  თარიღთან დაკავშირებით დღეს კინოს სახლში მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, კინორეჟისორები, საზოგადო მოღვაწეები და  კინორეჟისორის მეგობრები დაესწრნენ.



მერაბ კოკოჩაშვილს იუბილე პირადად მიულოცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა  მიხეილ გიორგაძემ, რომელიც ღონისძიებაზე თავის მოადგილე მანანა ბერიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა. კინორეჟისორს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი" გადასცა.



საიუბილეო საღამოზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს კადრები ფილმებიდან - „მერაბი ფილმებში" და „მერაბის ფილმები". ამასთან, სტუმრებს გადაეცათ კრებული „კინოხელოვნების ოსტატები", რომელიც მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედებას ეძღვნება.   


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016