reportiori.ge - ლევან მამალაძე: სააკაშვილმა კიევიდან ჩემი მოკვლა დაგეგმა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 12:27
პრეს-დაიჯესტი
ლევან მამალაძე: სააკაშვილმა კიევიდან ჩემი მოკვლა დაგეგმა!
ავტორი:
16 აპრილი, 2015. 11:08


მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე იუწყება და იმ დიდ შეთქმულებაზე საუბრობს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი კიევიდან გეგმავს:


- სერიოზული მკვლელობების უკან სააკაშვილი დგას და, პირველ რიგში, იმ ადამიანებს იშორებენ თავიდან, ვინც სამართლიანობის მიღწევას ცდილობს. იური ვაზაგაშვილმა შვილის მკვლელები თავად დაადგინა. როგორც კი მიშას ზონდერებს საფრთხე შეექმნათ, ვაზაგაშვილი მოიშორეს, ქონების დაკარგვის საფრთხის შიშით ხარძიანიც მოკლეს! მისი მთავარი მიზანია, დღევანდელი ხელისუფლება უსუსურად წარმოაჩინოს, მასობრივი არეულობა გამოიწვიოს და რევანშით დაბრუნდეს! სააკშვილმა კიევიდან ჩემი მოკვლაც დაგეგმა!


- ამას რის საფუძველზე აცხადებთ?


- სააკაშვილს ჩემი ლიკვიდაცია თავიდანვე უნდოდა. როცა შევარდნაძის მინისტრები სკამის შესანარჩუნებლად მასთან გარიგებაზე მიდიოდნენ, მე მიხეილ სააკაშვილი კორუფციასა და სახელმწიფო ინტერესების ღალატში ვამხილე. მან ჯერ კიდევ 2002 წელს შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გაურიგდა. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დასაბუთებული. გახსოვთ, ალბათ, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, დუჟმორეული სააკაშვილი სამჯერ გამექცა პირდაპირი ეთერიდან. ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ჩემი განადგურების დიდი შანსი მიეცა. 2004 წლის იანვარში მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გია ბარამიძემ პირდაპირ მითხრა - არ ჩამოხვიდე, მიშას შენი მოკვლა უნდაო. სააკაშვილის რეპრესიებს ჩემი ოჯახის 5 წევრი შეეწირა. ახლა, როცა სამშობლოში დაბრუნება რეალური გახდა, მიშა ისტერიკაში ჩავარდა, გაჰკიოდა - მომაშორეთ მამალაძეო. კარგად იცის, საქართველოში ჩემი დაბრუნება და მისი გასამართლება ერთი იქნება! უკრაინაში სააკაშვილთან დაახლოებული პირები იმასაც მეუბნებიან, რომ მიშა „ქილერის" შერჩევის პროცესშია, პრობლემა ჩემი ადგილსამყოფლის დადგენა ყოფილა.

 

- მაინც, რაში უნდა აწყობდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი, ყოფილი მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია? თქვენმა ოპონენტებმა ისიც კი აღნიშნეს, მამალაძემ განცხადება ყურადღების მისაქცევად გააკეთაო...


- მედიისგან ყურადღების ნაკლებობას ნამდვილა არ განვიცდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, სააკაშვილი ვერ მიტანს იმიტომ, რომ მისი გეგმა ბოლომდე გავშიფრე! ადრეც ჰქონდათ ჩაფიქრებული ჩემი დაჭერა და წამება. მერე გამოაცხადებდნენ, ღვიძლის ან სხვა რაიმე დაავადებით გარდაიცვალაო, თან ხმებსაც გაავრცელებდნენ - ნარკომანი და ავადმყოფი იყოო. ხალხს ათქმევინებდა, მონსტრი მოვიშორეთ თავიდანო. სააკაშვილს პიარი კარგად გამოსდის. ეს ყველაფერი მიშასთან დაახლოებულმა პირმა დეტალურად მომიყვა.


დევნილობის 11 წელი უკრაინაში გავატარე, პოლიტიკურ საზოგადოებაში უამრავი ნაცნობი მყავს, დეტალურად ვიცი, რა ხდება კიევში. მიშას შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ვღებულობ. უკრაინაში მის ყველა მაქინაციას ვადგენთ, არ ვასვენებ სააკაშვილის, ამიტომაც ყარა ცოფები და ჩემი ლიკვიდაცია ხელმეორედ განიზრახა. სააკაშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან აფარებს თავს, იარაღით ვაჭრობაში დიდ ფულს შოულობს!


- რას გულისხმობთ?


- მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ამერიკული ლეტალური იარაღის შემოტანის მთავარი ლობისტია.  შექმნილი აქვთ კომპანიები, რომელთა მეშვეობითაც იარაღის შემოტანა ხდება. მალე ცნობილი გახდა ამ ფორმების სახელწოდებაც. ის უკვე ღიად მოითხოვს საომარი მოქმედების განახლებას დონბასში. ცნობილია, რომ მიშა უკრაინაში ფულს სძალავს იმ ყოფილ ჩინოვნიკებს, რომლებიც უკვე დააპატიმრეს ან დაპატიმრებას უპირებენ. უკრაინელი ოლიგარქების ახმეტოვისა და კოლომოისკის დაშანტაჟებასაც შეეცადა, რამაც პრეზიდენტი პოროშენკო ძალიან გააბრაზა. ერთი სიტყვით, სააკაშვილი ყველაფერზე მიდის, რომ დიდი ფული დააგროვოს - დააფინანსოს უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროები და ფინანსურად უზრუნველყოს საქართველოში დაგეგმილი პროვოკაციები. სააკაშვილმა უკრაინაში შეიარაღებული ფორმირება შექმნა, რომელთა „ქილერებად" გადაკვალიფიცირება პრობლემას არ წარმოადგენს. ცდილობს, არსებული ვითარებით გამოწვეული ხალხის უკმაყოფილება გამოიყენოს და მაისში ახალი პროვოკაცია ააგოროს. ეს მისი ბოლო შანსი იქნება! მაგრამ დრო მიშას საწინააღმდეგოდ მუშაობს. უკრაინელები უკვე მიუხვდნენ ოინებს და ნელ-ნელა უკან წევენ. თქვენ თვითონ დაინახავთ, რამდენიმე თვეში მიშას მზე უკრაინაში სამუდამოდ ჩაესვენება. მის პროტეჟე ქართველ ჩინოვნიკებს თუ არ დაიჭერენ, თანამდებობებს აუცილებლად დაატოვებინებენ. ამიტომაც უფრო მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ - სააკაშვილი ყველაფერზე წავა სკამის დასაბრუნებლად!


- რაც შეეხება თქვენს საქართველოში დაბრუნებას... არაერთხელ სთხოვეთ ხელისუფლებას, უპირველესად, პრეზიდენტს ამის თაობაზე, მეტიც, საკმაოდ დიდი აქციაც გაიმართა მარგველაშვილის ადმინისტრაციასთან თქვენი დაბრუნების მოთხოვნით...


- ყველას ახსოვს, როგორ აირჩიეს მარგველაშვილი პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური წარმომავლობაც ცნობილია. ვფიქრობდი, პოლიტიკური ზეგავლენებისგან განთავისუფლდებოდა, მეტიც, მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად 3-ათასკაციანი აქციაც ჩატარდა, მაგრამ პრეზიდენტი ინტერპრეტაციას უკეთებს, სააკაშვილის გარემოცვასთან და ხიდაშელთან ახლობლობას ამჯობინებს! წარმოიდგინეთ, მარგევლაშვილს გადაწყვეტილება რომ მიეღო და თბილისში ჩამოვსულიყავი, რა ამბავს ატეხდა სააკაშვილი?! რამდენიმე დღეში მთავარ პროკურატურაში განმეორებით შევიტანთ განცხადებას. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც დადგება ობიექტური განაჩენი. სამწუხაროდ, კბილაშვილი, რომელიც ადრე ჩემი ადვოკატი გახლდათ, სააკაშვილის პროკურორების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და ჩემი საქმე თაროზე შემოდო.


მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, არ შეუშინდეთ დაგეგმილ პროვოკაციებს, დროულად გაწმინდეთ სამართალდამცავი სტრუქტურები ჩასაფრებული მიშისტებისგან! თუ რეალურად გინდათ სააკაშვილის გასამართლება, საქართველოს მთავარ პროკურატურას ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი აქვს ჩემს სამშობლოში დასაბრუნებლად!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016