reportiori.ge - ლუკა კურტანიძე: არასოდეს ყოფილა პრეცენდენტი, რომ ამერიკის ელჩს, ისეთ აქციაზე როგორიც ზუგდიდიში იყო, მონაწილეობა მიეღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:13
პოლიტიკა
ლუკა კურტანიძე: არასოდეს ყოფილა პრეცენდენტი, რომ ამერიკის ელჩს, ისეთ აქციაზე როგორიც ზუგდიდიში იყო, მონაწილეობა მიეღო
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 13:57

„მე შევახსენებ, ბატონ ვინმე სააკაშვილს, რომ 2008 წელს ამერიკის ადმინისტრაციიდან, კონკრეტულად კონდოლიზა რაისი, არწმუნებდა იმ პროვოკაციაში, რაც მოხდა სამაჩაბლოში არ ჩერულიყო და ქვეყანა იმ სავალალო მდგომარეობამდე არ მიეყვანა, რა მდგომარეობაშიც მოხვდა ჩვენი ქვეყანა. სააკაშვილს მისი ნაბიჯებიდან გამომდინარე, დავით აღმშენებლობა უნდოდა და დროშების ფრიალი, მაგრამ ვისზე გამარჯვება ?- გაურკვეველია"- ასე ეხმაურება ლუკა კურტანიძე „რეპორტიორის" პრესკლუბში  მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, სადაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ 26 მაისს შსს-ში ამერიკული FBI  ჯგუფი იჯდა და  მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს  თვალყურს ადევნებდა.

„არასოდეს ყოფილა პრეცენდენტი, რომ ამერიკის ელჩს, ისეთ აქციაზე როგორიც ზუგდიდიში იყო, მონაწილეობა მიეღო. ეს არის მკვეთრი მესიჯი ვინმე სააკაშვილის მიმართ, რომ ამერიკის მხარე არ დაუშვებს იმ 9 წლის განმავლობაში რაც კეთდებოდა და რაც  სააკაშვილმა თავის ხელისუფლებასთან ერთად ჩაიდინა , კიდევ გაგრძელებულიყო."

„საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ხავსს ეკიდება და ყველაფრის ჩათრევა უნდა,ოღონდ თვითონ გადარჩეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საზოგადოებამ რომელმაც კითხვა დასვა, სამართლებრივად გასწორდეს და ყველას თავისი მიეზღოს, თუნდაც ვინმე სააკაშვილს." აცხადებს ლუკა კურტნაიძე.


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016